logo2
logo2
არქივი
« ივლისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31
logo2
logo2
„iz.ru“(რუსეთი): რუსი დეპუტატები თბილისში მიემგზავრებიან
„iz.ru“(რუსეთი): რუსი დეპუტატები თბილისში მიემგზავრებიან
13:19 19.07.2017
რუსული გამოცემა «Известия», ქართველი დეპუტატების რუსეთის დუმაში ვიზიტს ჟურნალისტ ალექსეი ზაბროდინის სტატიის ეხმაურება.

საინფორმაციო სააგენტო „ნიუსპრესი“ გთავაზობთ მასალის ქართულენოვან რეზიუმეს:


რუსი დეპუტატების დელეგაცია, პირველად ბოლო 10 წლის განმავლობაში, ქართველ კოლეგებთან შესახვედრად, თბილისს ეწვევა. საპარლამენტო დიპლომატიამ ხელი უნდა შეუწყოს რუსეთს და საქართველოს დიპლომატიური ურთიერთობის აღდგენაში, სავიზო პრობლემების მოგვარებასა და ეკონომიკური კავშირების გაღრმავებაში, - ამბობს რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს დსთ-ის საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე ლეონიდ კალაშნიკოვი „იზვესტიის“ კორესპონდენტთან საუბარში.

რუსულ-ქართული დიალოგი დეპუტატების დონეზე ბოლო ათწლეულში მინიმუმადე იყო შემცირებული, თუმცა ორივე ქვეყნის პარლამენტართა მცდელობით, სახელმწიფოთაშორისო კონტაქტების ამ არხმა აღდგენა დაიწყო. საქართველოს პარლამენტის წევრები პარტია „პატრიოტთა ალიანსიდან“ უკვე იყვნენ მოსკოვში, სადაც რუსი დეპუტატების ჯგუფს შეხვდნენ ლეონიდ კალაშნიკოვის ხელმძღვანელობით. კონსულტაციების დროს მხარეებმა მოილაპარაკეს არაფორმალური სამუშაო ჯგუფის შექმნაზე, რომელიც, სავარაუდოდ, მომავალში ოფიციალურ სტატუსს მიიღებს.

როგორც „იზვესტიას“ ლეონიდ კალაშნიკოვმა აცნობა, ქართველმა დეპუტატებმა რუსი კოლეგები თბილისში მიიწვიეს. მისი თქმით, ასეთ კონტაქტებს შეუძლიათ დადებითი გავლენა მოახდინოს რუსეთ-საქართველოს ურთიერთობაზე. თავის მხრივ, დსთ-ის საქმეთა კომიტეტის წევრები ქართველი კოლეგების წინადადებას დათანხმდენენ.

„ჩვენ აუცილებლად წავალთ თბილისში. რუსი პარლამენტარები, მინიმუმ ათი წელი არ ყოფილან საქართველოში. ასეთი კონტაქტები აუცილებელი ფართო სპექტრის საკითხების გადასაწყვეტად. სეხვედრებზე განხილული იქნება დიპურთიერთობასთან, ეკონომიკასთან დაკავშირებული საკითხები. შევეცდებით აგრეთვე სავიზო რეჟიმის გაიოლებასაც. კარგია, როცა ასეთი ინიციატივები ორმხრივია“, - ამბობს პოლიტიკოსი.

დეპუტატმა აღნიშნა, რომ რუსი და ქართველი პარლამენტარებს იმედი აქვთ შედეგებს მიაღწევენ და თავიანთ წვლილს შეიტანენ მოსკოვისა და თბილისის დიალოგის უფრო სერიოზულ დონეზე გამართვის მიზნით: „ჩვენი ურთიერთობების რთული საკითხების გადაწყვეტაში საპარლამენტო დიპლომატიამ თავისი სიტყვა უნდა თქვას“, - ხაზი გაუსვა ლეონიდ კალაშნიკოვმა.

საქართველოს პარლამენტის ფრაქცია „პატრიოტთა ალიანსის“ თავმჯდომარემ გიორგი ლომიამ, თავის მხრივ, „იზვესტიასთან“ საუბრისას აღნიშნა, რომ „ჩიხური მდგომარეობიდან“ დიალოგის გარეშე გამოსვლა შეუძლებელია. „ორივე მხარე დაინტერესებულია, რომ ასეთი შეხვედრებით კონკრეტულ შედეგს მიაღწიოს“.

„რასაკვირველია, არის კიდევ ისეთი დამატებითი საკითხები, რომლებსაც დიალოგით ვერ მოაგვარებ, მაგალითად, კანონი „ოკუპაციის შესახებ“. მაგრამ პარლამენტისა და მთავრობის დონეზე ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ ჩვენი პოზიცია სწორად იქნეს გაგებული და მიღებული. თუმცა ჩვენი მთავრობას ჯერ-ჯერობით ან ვერ აცნობიერებს, რომ ეს აუცილებელია, ან ამის გაგება არ სურს. მაგრამ მე მაინც დარწმუნებული ვარ: საზოგადოებას ყველაფერს ხვდება და ბოლოს სიტყვაც ხალხს ეკუთვნის“, - ამბობს ქართველი დეპუტატი.

ცხადია, არის ისეთი აზრიც: ოფიციალური საპარლამენტთაშორისო ჯგუფის შექმნა ჯერ-ჯერობით ნაადრევია, რადგან საქართველოში რუსეთთან კონტაქტების ასეთ იდეას ყველა არ იზიარებს. როგორც „ქართული ოცნების“ დეპუტატი დავით ჭიჭინაძე ამბობს „იზვესტიასთან“ საუბარში, „პატრიოტთა ალიანსმა“ მსგავსი შეხვედრებისათვის ისეთი დრო შეარჩია, როცა დიდი დრო არაა დარჩენილი ადგილობრივი ორგანოების არჩევნებამდე. თუმცა, დეპუტატის აზრით, ურთიერთობა საპარლამენტო დონეზე მაინც საჭიროა.

„დიალოგი ყოველთვის სჯობს დუმილს. ყველა დონეზე უნდა ვიპოვოთ საუბრის შესაძლებლობა, რათა გარკვეულ გადაწყვეტილებებს და შედეგებს მივაღწიოთ. სხვა გამოსავალს ვერ ვხედავ“, - თქვა დავით ჭიჭინაძემ.

კვლევითი ცენტრ „ახლო აღმოსავლეთი - კავკასიის“ დირექტორმა სტანისლავ ტარასოვმა „იზვესტიას“ განუმარტა: „საქართველოს პოლიტიკური ელიტის ნაწილი მიხვდა, რომ კავშირების განვითარება მხოლოდ დასავლეთთან არაშორსმჭრეტველურია. აუცილებელია თანამშრომლობა ყველა მიმართულებით და პირველ რიგში, რუსეთთან“. მისი თქმით, სამხრეთ კავკასიის რეგიონის გეოპოლიტიკა იცვლება, აშშ-ის ინტერესებმა, დონალდ ტრამპის პრეზიდენტად არჩევის შემდეგ, კავკასიის სამხრეთით გადაინაცვლა. ექსპერტმა აღნიშნა, რომ მოსკოვ-თბილისის საპარლამენტო თანამშრომლობა მნიშვნელოვანი სიმბოლური ნაბიჯია, რომელიც მოლაპარაკების ფორმატის გაფართოებაზე მეტყველებს.



https://iz.ru/619335/aleksei-zabrodin/rossiiskie-deputaty-priedut-v-tbilisi

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა