logo2
logo2
არქივი
« ივლისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31
logo2
logo2
„day.kyiv.ua“ (უკრაინა): სააკაშვილის ფაქტორი
„day.kyiv.ua“ (უკრაინა): სააკაშვილის ფაქტორი
13:09 19.07.2017
უკრაინულ გამოცემა «День»-ის მიერ გამოქვეყნებულ სტატიაში გადმოცემული და განხილულია უკრაინის პრეზიდენტის პეტრო პოროშენკოს ვიზიტის პირველი დღე საქართველოში: მისი მოლაპარაკება ქართველ კოლეგა გიორგი მარგველაშვილთან, ჟურნალისტებთან შეხვედრა, ერთობლივი განცხადებები და ა.შ. (ავტორი - მიკოლა სირუკი).

პუბლიკაციაში ყურადღება აქვს დათმობილი საქართველოს ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ბედის საკითხსაც - მოხდება თუ არა მისი ექსტრადირება საქართველოში.

„საჭიროა აღნიშნოს, რომ უკრაინის პრეზიდენტის ვიზიტი იმ დროს მიმდინარეობს, როცა ვერხოვნა რადას წევრი „დემალიანსიდან“ სერგეი ლეშენკო საკმაოდ უცნაურ განცხადებებს აკეთებს: სასტუმრო „ბუკოვინაში“ გამართული პრესკონფერენციის დროს მან აღნიშნა, რომ უკრაინას ბედმა გაუღიმა, მის ტერიტორიაზე მიხეილ სააკაშვილი რომ იმყოფებაო. „იგი არის ისეთი პოლიტიკოსი, რომელმაც საქართველოს პოსტსაბჭოთა რესპუბლიკა თანამედროვე სახელმწიფოდ გადააქციაო. კიდევ უფრო გასაკვირია მისი სიტყვები: „უკრაინის პოლიტიკუმის ნაწილი ცდილობს მიხეილ სააკაშვილი „ტოქსიკურ პოლიტიკოსად“ წარმოსახოს და უკრაინის პოლიტიკურ პროცესებზე მისი გავლენის მარგინალიზება მოახდინოს“. მაგრამ ხომ ცნობილია, რომ საქართველოში მიხეილ სააკაშვილის მიმართ სისხლის სამართლის საქმეა აღძრული? რაში დაჭირდა სახლხო დეპუტატ სერგეი ლეშენკოს ამგვარი განცხადებების გაკეთება მაშინ, როცა თბილისში პრეზიდენტი პეტრო პოროშენკო იმყოფება? ხომ ისედაც ყველამ იცის, რომ ექს-პრეზიდენტთან დაკავშირებული საკითხი ვიზიტის მომზადება-რეალიზების ხელშემშლელ ფაქტორს წარმოადგენდა?

პუბლიკაციის დასასრულს მოცემულია ქართული გაზეთ „რეზონანსის“ მთავარი რედაქტორის ლაშა ტუღუშის კომენტარი-შეფასება პეტრო პოროსენკოს ვიზიტის შესახებ: „ეს ძალიან მნიშვნელოვანი მოვლენაა საქართველო-უკრაინის ურთიერთობაში. ბევრი ერთნაირი პრობლემა გვაქვს გადასაწყვეტი, ბევრი რამ გვაერთიანებს ისტორიულად და კულტურულად... ორივე შავი ზღვის სახელმწიფოები ვართ. კარგია, რომ ხანგრძლივი პაუზის შემდეგ უკრაინის პრეზიდენტის ვიზიტი განხორციელდა. ვიმედოვნებ, გაურკვევლობები წარსულს ჩაბარდება, მათ შორის ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებითაც. ჩვენთვის იმდენად ძვირფასია სახელმწიფოთაშორისო ურთიერთობები, რომ მათ განვითარებას ხელი არაფერმა არ უნდა შეუშალოს“.

https://day.kyiv.ua/ru/article/den-planety/o-vizite-poroshenko-i-faktore-saakashvili


FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა