logo2
logo2
არქივი
« ივლისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31
logo2
logo2
«Lragir» (სომხეთი): საქართველო და აზერბაიჯანი დასავლური თანამეგობრობის ძლიერი კონტროლის ქვეშ იმყოფება, უპირველესად კი აშშ-ის მხრიდან....
«Lragir» (სომხეთი): საქართველო და აზერბაიჯანი დასავლური თანამეგობრობის ძლიერი კონტროლის ქვეშ იმყოფება, უპირველესად კი აშშ-ის მხრიდან....
11:01 18.07.2017
აზერბაიჯანი და საქართველო ტრადიციულად განიხილებიან არამარტო როგორც ერთმანეთისადმი მეგობრულად განწყობილ სახელმწიფოებად, არამედ როგორც პარტნიორებად და მოკავშირეებად, რომლებსაც საკმაოდ სერიოზული შეთანხმებები აერთიანებთ პოლიტიკისა და ეკონომიკის სფეროში-ამის შესახებ სომხურ გამოცემა «Lragir»-ის მიერ ანალიტიკოს იგორ მურადიანის ავტორობით გამოქვეყნებულ მასალაშია საუბარი.

სააგენტო "ნიუსპრესი" გთავაზობთ მასალის ქართულენოვან ვერსიას მცირე შემოკლებით, რომლის ანალიტიკური ღირებულება, რედაქციის თვალსაზრისით შესაძლოა არცთუ ისე მაღალი იყოს, თუმცა, ვფიქრობთ, გარკვეული დასკვნების გამოტანის საფუძველს იძლევა:

მთლიანობაში, აზერბაიჯანი და საქართველო მნიშვნელოვან რგოლად ითვლებიან აშშ-ისა და დიდი ბრიტანეთის სტრატეგიაში, როგორც ნავთობ-გაზის მოპოვება-ტრნსპორტირების, ასევე სამხედრო ტრანზიტის სფეროში. ორივე ქვეყანა დასავლური თანამეგობრობის საკმაოდ ძლიერი კონტროლის ქვეშ იმყოფება, უპირველესად კი აშშ-ის მხრიდან. საქართველო და აზერბაიჯანი წარმოადგენენ ერთგვარ გეოეკონომიკურ პოლიგონს, სადაც აშშ-ისა და დიდი ბრიტანეთის ინიციატივათა სხვადასხვა სქემების ადაპტაცია ხდება. ლონდონი და ვაშინგტონი ცდილობენ სამხრეთ კავკასიის რეგიონის პოლიტიზებას და მის გამოყენებას ირან-რუსეთზე ზეწოლის ბერკეტად.

ამერიკა და დიდი ბრიტანეთი, ევროპული საზოგადოების მონაწილეობით, ცდილობენ რეგიონი ერთგვარ მდგომარეობამდე მიიყვანონ (პოლიტიკურ-სოციალური თვალსაზრისით), საერთო ინტერესების საფუძველზე. ამგვარი პოლიტიკის „ხერხემლად“ საქართველო და აზერბაიჯანი არიან მიჩნეულნი. ასეთი პირობები და ძალისხმევა ნამდვილად დადებით გავლენას ახდენს აზერბაიჯან-საქართველოს ურთიერთობების განვითარებაზე, მაგრამ 2005-2006 წლებში თბილის-ბაქოს ერთმანეთთან დამოკიდებულებაში, მათ ინტერესებში გამოვლინდა გარკვეული წინააღმდეგობები, რომლებიც, არსებითად, ყოველთვის არსებობდნენ, მაგრამ ლატენტურ მდგომარეობაში იმყოფებოდნენ და თავი იჩინეს შესაბამის გარკვეულ გარემოებათა წარმოქმნისთანავე.

მთავარი გარემოება, რომელიც 2005-2006 წლებში გამოვლინდა, იყო უმნიშვნელოვანესი ენერგოკომუნიკაციების - ნავთობსადენ „ბაქო-თბილისი-ჯეიჰანისა“ და ტრანსკავკასიური გაზსადენ „შაჰდენიზ-ერზერუმის“ მშენებლობის დასრულება, რომლებმაც, რეკონსტრუირებულ ნავთობსადენ „ბაქო-სუფსასთან“ ერთად, სამხრეთ კავკასიაში ენერგეტიკული კომუნიკაციების ძირითადი სისტემა შექმნეს და რომლებიც ერთმანეთთან აკავშირებენ საქართველოსა და აზერბაიჯანს.

მიუხედავად იმისა, რომ აზერბაიჯანი [საქართველოსთან მიმართებით] მნიშვნელოვან დათმობებზე წავიდა აღნიშნული კომუნიკაციებით მიღებული შემოსავლების გადანაწილების საკითხში, ამ მილსადენების შექმნის რეგიონული ეკონომიკური შედეგი ორივე ქვეყნისათვის სრულიად სხვადასხვაგვარი აღმოჩნდა. აზერბაიჯანის შემოსავლები ათჯერ და მეტად აღემატება საქართველოს შემოსავლებს, რომელიც, არსებითად, „პანამის არხად“ გადაიქცა კავკასიის საერთო ენერგეტიკულ კომპლექსისათვის.

თავდაპირველად, პროექტირების სტადიის პერიოდში, საქართველოსთვის დაგეგმილი მოგება საკმაოდ მნიშვნელოვანი ჩანდა, დღეს ის საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტისათვის შემოსავლების მხოლოდ მცირე ნაწილს წარმოადგენს. საერთაშორისო სავალუტო ფონდის შეფასებით, 20 წლის განმავლობაში აზერბაიჯანს 175 მილიარდი დოლარის მოგება უნდა მიეღო, ანუ 8,7 მილიარდ დოლარზე მეტი წელიწადში, ნავთობზე საშუალო ფასების გათვალისწინებით. რასაკვირველია, ეს ბევრად ჩამოუვარდებოდა საქართველოს შემოსავლებს, რამაც, ბუნებრივია, თბილისი გაღიზიანება გამოიწვია, რომელიც ამ ენერგოკომუნიკაციების თავის ტერიტორიაზე გატარებით რუსეთის მუქარა-საფრთხეების ქვეშ მოექცა. მოსკოვთან კონფრონტაციამ ქვეყანას ძალიან დიდი პოლიტიკური და ეკონომიკური ზარალი მიაყენა. გარდა ამისა, მრავალი წლის განმავლობაში საქართველოს მოუწევს აღნიშნული მილსადენები დაცვა და მათი უსაფრთხოების უზრუნველყოფაც, რაც, თავის მხრივ, ხარჯებს მოითხოვს. ასე რომ, არაა გამორიცხული, რომ სამომავლოდ ამ კომუნიკაციების ფაქტორი რუსეთთან ურთიერთობის გაუარესების მიზეზი გახდეს (რაც, პრინციპში, ადრეც მომხდარა). ბევრი ქართველი პოლიტიკოსი და ანალიტიკოსი აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დაკარგვას ამ პროექტებში საქართველოს მონაწილეობას უკავშირებს.

2006 წელი აშშ-ის ახალი დოქტრინით აღინიშნა, რომლის თანახმად, ვაშინგტონი, ცენტრალური აზიის ენერგეტიკულ-სანედლეულო რესურსებიდან სამხრეთ აზიის რესურსებზე გადაერთო, რამაც კიდევ უფრო ლოკალიზებული გახადა „ევრაზიული დერეფანი“. შესაბამისად, საქართველოს ტრანზიტით მიღებული შემოსავლების გაფართოების იმედი წაერთვა. ამრიგად, ერთიანი რეგიონთაშორისო გეოეკონომიკური პროექტი, რომელიც სატრანზიტო ფუნქციით იყო განპირობებული, არსებითად, უკვე დასრულებულია. დამთავრდა კეთილი პერსპექტივაც.

ერთი შეხედვით, ისე ჩანს, რომ სწორედ აზერბაიჯანია დამოკიდებული საქართველოზე, ნავთობისა და გაზსადენის ფუნქციონირების თვალსაზრისით, ხოლო საქართველო, თავის მხრივ, დამოკიდებულია აზერბაიჯანის სატრანზიტო რესურსებზე. მაგრამ ეს ერთი შეხედვით. სინამდვილეში კი ორივე ქვეყანა, პრაქტიკულად, ერთმანეთზეა კი არ არიან დამოკიდებულნი, არამედ თავიანთ დასავლელ პარტნიორებზე, რომლებიც ნავთობ-გაზის საბადოებისა და შესაბამისი სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის ნამდვილ მფლობელებს წარმოადგენენ.

გადაჭარბებული არ იქნება თუ ვიტყვით, რომ საქართველო და აზერბაიჯანი მოცემული ენერგოკომპლექსის „ობიექტები“ (დანამატები) აღმოჩნდნენ. ამ გეოეკონომიკური რეალობის ირგვლივ არსებული ინტრიგა იმდენად მნიშვნელოვანი და უნივერსალურია, რომ ის არ შეიძლებოდა „ობიექტების“ ურთიერთობაზე არ ასახულიყო. ეს გარემოება „საბაზო“ გახდა სხვადასხვა პრობლემური საკითხების წარმოშობა-გაფართოების თვალსაზრისით (მაგალითად, საქართველოში მცხოვრებ აზერბაიჯანელთა მდგომარეობა, ორ ქვეყანას შორის ვაჭრობა, კულტურულ-ისტორიულ საკითხები).

აზერბაიჯანი და თურქეთი საკმაოდ ეგოისტურად მიუდგნენ საქართველოს პრობლემებს ენერგომომარაგებისა და გაზით უზრუნველყოფით საკითხებში, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც რუსეთიდან გაზის მიწოდება კითხვის ნიშნის ქვეშ დადგა. საქართველო არცთუ ისე სახარბიელო მდგომარეობაში აღმოჩნდა, როცა გაირკვა, რომ აზერბაიჯანს მისი გაზრდილი მოთხოვნილებების დაკმაყოფილება აღარ შეეძლო.

ქართულ პოლიტიკურ წრეებში პერიოდულად განიხილება აზერბაიჯანული გაზისა და ნავთობის ტრანსპორტირების (ტრანზიტის) ტარიფების გადახედვის ტაობაზე. რასაკვირველია, ეს კიდევ ერთი ფაქტორია ორი ქვეყნის ურთიერთობებში პრობლემების წარმოსაქმნელად, მით უმეტეს, რომ მასში ჩართულნი იქნებიან დასავლური კომპანიები და მთავრობები.



http://www.lragir.am/index/rus/0/comments/view/57037

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა