logo2
logo2
არქივი
« ივლისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31
logo2
logo2
„svpressa“(რუსეთი): საქართველო რუსეთთან ამჯერად ტურისტული ნაკადისთვის ომობს
„svpressa“(რუსეთი): საქართველო რუსეთთან ამჯერად ტურისტული ნაკადისთვის ომობს
12:33 17.07.2017
„რუსეთი და საქართველო ისევ წაიჩხუბნენ - ამჯერად თბილისიდან მოსკოვში ავიარეისების შეზღუდვის გამო, რომელიც რუსეთის ინიციატივით მოხდა“, - იუწყება რუსულ გამოცემა
«Свободная пресса»-ში გამოქვეყნებული სტატია (ავტორი - ანტონ ჩაბლინი).

საინფორმაციო სააგენტო „ნიუსპრესი“ გთავაზობთ პუბლიკაციის შემოკლებულ ვერსიას:

„საქართველოსა და რუსეთს შორის ურთიერთობა, 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ, სინუსოიდის მიხედვით ვითარდება: მკვეთრი „აცივება“ „დათბობის“ პერიოდით იცვლება, შემდეგ კი ისევ „აცივება“... უკვე ხუთი წელია, 2012 წლის დეკემბრიდან (ანუ იმ დროიდან, როცა პრეზიდენტობას ჯერ კიდევ მიხეილ სააკაშვილი აგრძელებდა), საქართველოს ახალმა ხელისუფლებამ კონტაქტების აღდგენის მცდელობა დაიწყო: რეგულარულად მიმდინარეობს ზურაბ აბაშიძისა და გრიგორი კარასინის შეხვედრები, 2013 წლიდან კი რუსეთმა ქართული პროდუქციისათვის თავისი ბაზარი გახსნა, 2014-15-დან კი სატრანსპორტო (საავიაციო) მიმოსვლაც აღდგა. ამ ყველაფერმა საქართველოს ტურბიზნესზე დადებითი გავლენა მოახდინა - ორი წლის განმავლობაში მკვეთრად მოიმატა რუსი ტურისტების რაოდენობამ., მხოლოდ გასულ წელს საქართველოს 742 ათასი რუსი ტურისტი ეწვია. რაც შეეხება ქართველი ტურისტების რაოდენობას რუსეთში, ის ძალიან ცოტაა: 2014 წელს - 43 ათასი, 2015 წელს - 47 ათასი, 2016 წელს - 65 ათასი. მთავარი დაბრკოლება სავიზო რეჟიმია, რომელსაც რუსეთი, საქართველოსაგან განსხვავებით, არ აუქმებს.

ქართულმა მხარემ რუსეთის მიერ მიღებული გადაწყვეტილება ავიარეისების შემცირების თაობაზე მწვავედ გააკრიტიკა და პოლიტიკური შეფასება მისცა: აი, რა განაცხადა Georgian Airways-ის მფლობელმა თამაზ გაიაშვილმა: „რუსეთი ჩვენი საზღვრების მიმართ მტაცებლურ პოლიტიკას ატარებს, ნაბიჯ-ნაბიჯ ქვეყნის შიგნით მოიწევს... იგივე პოლიტიკას ახორციელებს ავიაციის სფეროშიც - ნაბიჯ-ნაბიჯ ცდილობს ჩვენი ავიაციის განადგურებას“.

მართლაც პოლიტიკა უნდა ვეძებოთ „როსავიაციის“ გადაწყვეტილებაში? ამ კითხვით მივმართეთ სამხრეთკავკასიური ტემატიკის ანალიტიკოსს, ჟურნალისტ ანტონ კრივენიუკს:

„ფაქტია, რომ ორი ქვეყნის ურთიერთობა არაპოლიტიკურ სფეროებშიც კი ძალიან არის პოლიტიზებული. არადა, ავიარეისების შემცირება, ჩემი აზრით, როგითი მოვლენაა, ტექნოლოგიური ხასიათის მქონე, რომლებიც, ჩვეულებრივ, უწყებებს შორის წყდება ხოლმე [რეკლამირებისა და პიარის გარეშე]. მე ვერ ვიტყვი ვინ წააგო ან მოიგო ამ ისტორიაში, მაგრამ ის გარემოება, რომ ასეთი სიტუაცია გაგანია ტურისტულ სეზონში წარმოიქმნა, ხოლო ქართული მიმართულება კი რუსებში პოპულარულია, იმაზე მეტყველებს, რომ „ომი“ მგზავრთა მზარდი ნაკადის გამო ატყდა“.

- ისე ხომ არ მოხდება, რომ ტურისტები, რომლებიც საქართველოში ვერ გაფრინდებიან, „აფხაზეთში წავლენ?

- აფხაზეთში და საქართველოში ტურისტები სხვადასხვანაირად დადიან. აფხაზეთში ტურისტთა ლომის წილი ავტომობილებით ჩადის ახლოს მდებარე რუსული რეგიონებიდან, ვოლგისპირეთიდან, საქართველოში კი დადიან მოსკოვიდან, სანკტ-პეტერბურგიდან, რუსეთის სხვა დიდი ქალაქებიდან. აფხაზეთი და საქართველო ტურისტული ნიშებითაც განსხვავდებიან: აფხაზეთში პრიორიტეტული ზღვაზე დასვენებაა, საქართველოში კი ზღვასთან ერთად უპირატესობა ენიჭება ისტორიული ღისშესანიშნაობების დათვალიერებას, სამზარეულოს, მთებს... საქართველო მათთვის არის მიმზიდველი, ვინც გურმანებია, სმა-ჭამა უყვართ, მთებში სიარული და თხილამურებით სრიალი... საქართველო სწორედ ასეთი ტურიზმით გაიჭრა წინ.



https://svpressa.ru/politic/article/176941/


FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა