logo2
logo2
არქივი
« ივლისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31
logo2
logo2
„vestikavkaza“(რუსეთი): „ქართულ ოცნებას“ „პატრიოტთა ალიანსის“ სახით „ყინულმჭრელი“ დაჭირდა
„vestikavkaza“(რუსეთი): „ქართულ ოცნებას“ „პატრიოტთა ალიანსის“ სახით „ყინულმჭრელი“ დაჭირდა
12:12 17.07.2017
რუსულ გამოცემა «Вестник Кавказа»-ს მიერ გამოქვეყნებულ სტატიაში განხილულია საქართველოს პარლამენტის დეპუტატთა (ფრაქცია „პატრიოტთა ალიანსიდან“) ვიზიტი რუსეთში და მათი შეხვედრა სახელმწიფო სათათბიროს წევრებთან, გადმოცემულია ქართველი და რუსი დეპუტატების დიალოგის შედეგები და სამომავლო პერსპექტივები.

საინფორმაციო სააგენტო „ნიუსპრესი“ გთავაზობთ სტატიის ქართულენოვან რეზიუმეს:

„რუსეთის სახელმწიფო სათათბიროში გამართულ მოლაპარაკებაზე გადაწყდა „არაფორმალური ჯგუფის“ შექმნა სამომავლო ურთიერთობისათვის. ქართული დელეგაციის წევრმა ადა მარშანიამ პრეს-კონფერენციაზე შეხვედრის შედეგებს „გარღვევა“ და „დიდი მიღწევა“ უწოდა. იბადება კითხვა - რატომ „არაფორმალური ჯგუფი“? ორივე პარლამენტის რეგლამენტი ხომ ითვალისწინებს მიზნობრივი ჯგუფების შექმნას სხვადასხვა ქვეყნებთან ურთიერთობის მიზნით? საქმე იმაშია, რომ რადგანაც დღეს საქართველოსა და რუსეთს შორის დიპლომატიური ურთიერთობა გაწყვეტილია, საქართველოს პარლამენტში რუსეთთან საკონტაქტო ჯგუფის შექმნა პრაქტიკულად შეუძლებელია: მმართველმა პარტიამ „ქართულმა ოცნებამ“ საეჭვოა, რომ ხმა მისცეს მის ჩამოყალიბებას - ეშინიათ, ვაითუ მიხეილ სააკაშვილის მომხრე„ ნაციონალებმა“ „პრორუსულობა“ დაგვწამონო. „მეოცნებეები“ ძალზე უფრთხიან „ნაციონალების“ ბრალდებებს „გამყიდველობასა“ და „კაპიტულანტობაზე“.

„პატრიოტთა ალიანსი“ ოპოზიციური პარტიაა. მართალია, არა დასავლური, მაგრამ „ეროვნულად ორიენტირებული“. პარტიის ლიდერმა ირმა ინაშვილმა მნიშვნელოვანი როლი შეასრულა მიხეილ სააკაშვილის პარტიის დამარცხებაში 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების დროს. „პატრიოტებს“ მცირერიცხოვანი ფრაქცია აქვთ, მაგრამ მაინც მესამე პოლიტიკური ძალად ითვლება საქართველოს პარლამენტში, ანუ „პატრიოტთა ალიანსი“ „ოცნებისათვის“ ყინულმჭრელის როლს ასრულებს მოსკოვთან პირდაპირი საგნობრივი დიალოგის განახლების საქმეში.

საქართველო საპარლამენტო რესპუბლიკაა და მთავრობას ყოველთვის შეუძლია თქვას, რომ სწორედ საკანონმდებლო ორგანო განსაზღვრავს ქვეყნის საშინაო და საგარეო პოლიტიკას. უფრო მეტიც - „პატრიოტებმა“ არა მარტო პრეცედენტი შექმნეს და რუსეთთან დიალოგისთვის „ახალი ფანჯარა გაჭრეს“, არამედ მიანიშნეს რუს კოლეგებთან მიღწეულ წინასწარ შეთანხმებაზეც - განიხილონ ურთიერთობის პრობლემატიკა „რუსეთი-საქართველო-ნატოს სამკუთხედში“. ძნელი არაა იმის მიხვედრა, თუ როგორ განვითარდება დიალოგი ამ პრობლემის მიმართ: საქართველო ხომ დღემდე აცხადებს, რომ ნატოსთან ინტეგრაციის კურსი შეუქცევადია და ეს საკითხი მესამე ქვეყნანასთან მოლაპარაკების საგანი არ უნდა გახდეს, მოსკოვი კი მუდამ იმეორებს, რომ მისთვის კავკასიური ქვეყნის ალიანსში გაწევრიანება მიუღებელია.

ამიტომაც, ერთი შეხედვით ნაკლებადმნიშვნელოვანი მცირერიცხოვანი ფრაქციის დელეგაციის ვიზიტი მნიშვნელოვანი პრეცედენტი გახდა და უფრო ფართო კონტექსტს ქმნის სამომავლო მოლაპარაკებისათვის, რომელიც უფრო შინაარსიანი იქნება სხვა შედარებით გავლენიანი მოთამაშეების მონაწილეობით.


http://vestikavkaza.ru/analytics/Gruzinskoy-mechte-potrebovalsya-ledokol.html




FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა