logo2
logo2
არქივი
« ივლისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31
logo2
logo2
აზერბაიჯანის ელჩი აშშ-ში: აფგან მუხთარლის საქმისგან არასაჭირო პოლიტიკურ სკანდალს ქმნიან
აზერბაიჯანის ელჩი აშშ-ში: აფგან მუხთარლის საქმისგან არასაჭირო პოლიტიკურ სკანდალს ქმნიან
12:15 14.07.2017
„ერთი კონკრეტული პირის მიერ საზღვრის უკანონო კვეთის საქმისგან არასაჭირო სკანდალის შექმნა და ამის პოლიტიკურ პრობლემად წარმოჩენა არის აშკარა მცდელობა, რომ ძირი გამოეთხაროს ორი ქვეყნის მტკიცე პარტნიორობას. ეს არის საზიანო როგორც საქართველოსა და აზერბაიჯანის მომავლისთვის, ისე მთელი რეგიონისთვის,“ - ამერიკული რადიოსადგურის "Radio Voice of America"-ს კორესპონდენტს ელინ სულეიმანოვმა, აზერბაიჯანის ელჩმა შეერთებულ შტატებში.

საინფორმაციო სააგენტო "ნიუსპრესი" გთავაზობთ აზერბაიჯანელ დიპლომატთან ჩაწერილი ინტერვიუს რეზიუმეს:

შეკითხვაზე, იყო თუ არა ჟურნალისტ აფგან მუხთარლის საქმეში ჩართული ქართული მხარე, ელჩმა უპასუხა, რომ მათ არ იციან, რა მოხდა კონკრეტულად საზღვრის მეორე მხარეს, რადგან მათ აფგან მუხთარლი საქართველოდან აზერბაიჯანის მიმართულებით საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის მცდელობისას დააკავეს და გამოძიება ჯერ კიდევ მიმდინარეობს:

„ჩვენ არ გვჯერა, რომ ამ საქმეში რამენაირად ჩართულია ქართული მხარე. ცხადია, საჭიროა გამოძიების გაგრძელება. ჩვენ არ ვიცით, ზუსტად რა მოხდა ქართულ მხარეს, მაგრამ ჩვენ ვიცით, რომ ჩვენი საზღვარი უკანონოდ გადმოკვეთეს საზღვრის დამცველთა გაფრთხილების გარეშე და ესაა ის, რაც მოხდა“, - განაცხადა ელჩმა.

ელინ სულეიმანოვის თქმით, საქართველოს და აზერბაიჯანს ისტორიულად კეთილმეზობლობისა და თანამშრომლობის კარგი გამოცდილება აქვთ და ერთი კონკრეტული საქმის „პოლიტიკურ პრობლემად“ წარმოჩენა სკანდალის ხელოვნურად შექმნისა და ქვეყნებს შორის ურთიერთობის გაფუჭების მცდელობას ჰგავს. ამასთან შეკითხვაზე, ვინ შეიძლება ცდილობდეს ამის გაკეთებას, ელჩი კონკრეტული პასუხისგან თავს იკავებს და ამბობს, რომ გამოძიების პასუხებს უნდა დაველოდოთ.

ჟურნალისტი 29 მაისს თბილისიდან გაუჩინარდა, მოგვიანებით კი იგი ბაქოში აღმოჩნდა. როგორც მან ადვოკატს აცნობა, ის თბილისის ცენტრში დააკავეს, რამდენიმე ავტომობილის გამოცვლის შემდეგ კი აზერბაიჯანის საზღვარზე გადაიყვანეს. აფგან მუხთარლი ამბობს, რომ მის დაკავებაში ქართველი სამართალდამცველებიც მონაწილეობდნენ.

აზერბაიჯანულმა მხარემ აფგან მუხთარლის ბრალი წაუყენა საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის, კონტრაბანდის (დიდი ოდენობით უცხოური ვალუტის) გადატანისა და სამართალდამცავებისთვის ძალისმიერი წინააღმდეგობის გაწევისთვის.

„ვნახოთ, რას გვიჩვენებს გამოძიება, მაგრამ აზერბაიჯანსა და საქართველოს შორის ურთიერთობის გაფუჭების ყველა მცდელობა უნდა იყოს უარყოფილი. ჩვენ ვართ მოძმე სახელმწიფოები, ძალიან დიდი ხანია, ერთმანეთის გვერდით ვცხოვრობთ და ვართ მეზობლებზე მეტი - ვართ ძმები და დები, ეს პარტნიორობა კი უნდა გაღრმავდეს და კიდევ უფრო გაძლიერდეს“, - ამბობს ელინ სულეიმანოვი.


FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა