logo2
logo2
არქივი
« ივლისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31
logo2
logo2
"novoye-vremya"(აზერბაიჯანი): თურქეთის, საქართველოს და აზერბაიჯანის სამმხრივი კავშირი რეალური ხდება?
"novoye-vremya"(აზერბაიჯანი): თურქეთის, საქართველოს და აზერბაიჯანის სამმხრივი კავშირი რეალური ხდება?
11:49 14.07.2017
აზერბაიჯანულ გამოცემა «Новое время»-ს მიერ გამოქვეყნებულ სტატიაში საუბარია თურქეთის, საქართველოს და აზერბაიჯანის სამმხრივ პოლიტიკურ თანამშრომლობაზე, რომელიც ახლო პერსპექტივაში შეიძლება „სამმხრივ კავშირად“ გადაიქცეს (ავტორი - არიფ მამედოვი).

საინფორმაციო სააგენტო "ნიუსპრესი" გთავაზობთ პუბლიკაციის შემოკლებულ ვერსიას:

მომავალ კვირას, 18-19 ივლისს, ბაქოში თურქეთის, საქართველოს და აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრების - მევლუდ ჩავუშოღლუს, მიხეილ ჯანელიძისა და ელმარ მამედიაროვის შეხვედრა იგეგმება. მხარეებს განზრახული აქვთ განიხილონ რეგიონული პრობლემები, სამმხრივი თანამშრომლობისა და პროექტების რეალიზების საკითხები. ცხადია, მსგავსი შეხვედრები ადრეც გამართულა და არაერთხელ, მაგრამ სხვადასხვა კრიზისული მოვლენების მიმართ საერთო სტრატეგია არ შემუშავებულა. უნდა ვაღიაროთ, რომ ურთიერთნდობა და ურთიერთგაგება თანდათან მოდის, შევედრების გახშირების კვალობაზე. გარდა ეკონომიკური კავშირებისა, მტკიცდება სამხედრო-პოლიტიკური თანამშრომლობაც.

ორმხრივ აზერბაიჯან-თურქეთის ურთიერთობის ფორმატს რაც შეეხება, ამ შემთხვევაში ყველაფერი გასაგებია. ერთმანეთთან უფრო ახლოს მდგომ ქვეყნებს ვერ მოძებნი. აი, სამმხრივ ფორმატში უკვე ყველაფერი სხვანაირად ჩანს. ერთი შეხედვით, თითქოსდა სამივე ქვეყანა ერთი გეოპოლიტიკური ცენტრისაკენ მიილტვიან, მაგრამ ამ ცენტრთან ურთიერთობას თითოეული თავისებურად ხედავს. მაგალითად, აზერბაიჯანი ნატოს ბევრ პროგრამაში მონაწილეობს, მათ შორის სამშვიდობო მისიებშიც, სამიტებს ესწრება და ცდილობს არმიაც კი ნატოურ სტანდარტებს მიუახლოვოს, მაგრამ ოფიციალურ დონეზე ნატოს გაწევრიანების სურვილს არ აცხადებს. თუმცა, კაცმა რომ თქვას, იქ მაინც არავინ არ გვეპატიჟება...

რაც შეეხება საქართველოს, თბილისმა ნატოსაკენ გზა დიდი ხანია გაკვალა და როგორც ექსპერტები ამბობენ, საქართველოს ალინსში გაწევრიანება მხოლოდ დროის საკითხია.

აი, თურქეთს კი, რომელიც ნატოს წევვრია, თავის პარტნიორებთან და მოკავშირეებთან, თანანალიანსელებთან მაინცდამაინც კარგი ურთიერთობა არ აქვს. სხვათა შორის, ამ დრეებში ცნობილი გახდა, რომ გერმანიამ თურქეტში მდებარე სამხედრო ბაზა „ინჯირლიყიდან“ თავისი სამხედრო მოსამსახურეების გაყვანა დაიწყო, რაც გერმანია-თურქეთს შორის მიმდინარე მწვავე კრიზისის დადასტურებაა. თურქეთი აშშ-ზეც ნაწყენია - ვაშინტონმა ანკარას უარი უთხრა ტერორისტად შერაცხულ ფეთულა გიულენის გადაცემაზე. გარდა ამისა, რეჯებ ერდოღანს არ ის სიამოვნებს, რომ ამერიკა სირიელ ქურთებს ეხმარება და მხარს უჭერს, იარაღს აწვდის. უფრო უარესი - ამერიკის შეერთებული შტატები ერთ-ერთი ინიციატორია იმისა, რომ ჩრდილოეთ ერაყში რეფერენდუმი ჩატარდეს ერაყის ქურთისტანის დამოუკიდებლობის შესახებ, რაც თურქეთისათვის კატეგორიულად მიუღებელია. ვაშინგტონი ყველანირად ხელს უშლის თურქეთის მცდელობასაც სირიისა და თურქეთის ქურთისტანს შორის ბუფერული ზონის შექმნის მიზნით. პირიქით, ვაშინგტონის მიზანია ქურთების ერთ მუშტად გაერთიანება ანკარის საპირწონედ. ბუნებრივია, ამ გეგმების რეალიზების კვალობაზე აშშ-სა და თურქეთს შორის ურთიერთობა კიდევ უფრო გართულდება. შესაბამისად, ეჭვქეშ დადგბა ანკარის მოკავშირეობა ნატოს ჩარჩოებში.

აი, ასეთ არასახარბიელო ფონზე ვითარდება სამი ქვეყნის - თურქეთის, საზერბაიჯანის და საქართველოს ურთიერთობა. ცხადია, აქ სომხური ფაქტორიც არსებობს. მიუხედავად იმისა, რომ აზერბაიჯანი საქართველოს ეკონომიკის ერთ-ერთი მთავარი ინვესტორია, ყველა ჩვენი გაზ-ნავთობსადენები საქართველოს ტერიტორიაზე გადის და ეს ქვეყანა აზერბაიჯანული ენერგორესურსების ტრანზიტით უზარმაზარ მოგებას იღებს, საქართველო თავის ურთიერთობას სომხეთთან მაინც აღრმავებს - იმ სომხეთთან, რომელსაც აზერბაიჯანის მიწების 20% აქვს ოკუპირებული. გარდა ამისა, საქართველოში უკვე გაიხსნა ნატოს სასწავლო ცენტრი, რომელიც რუსეთის უკმაყოფილებას იწვევს. ეს კი ხელს უწყობს რეგიონში დაძაბულობის გამწვავებას.

როგორც ვხედავთ, ძნელია გეოპოლიტიკურ მორევში შეხების წერტილების პოვნა სამმხრივი კავშირის სასიცოცხლო ინტერესების უზრუნველსაყოფად... მაგრამ ამის გაკეთება აუცილებელია. სამმხრივი კავშირი ხომ უკვე რეალობად იქცა.



http://www.novoye-vremya.com/w98187/.../#.WWbuUoqQzs0


FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა