logo2
logo2
არქივი
« ივლისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31
logo2
logo2
«Radio Voice of America» (აშშ): ვაშინგტონში „აბრეშუმის გზის“ პროექტზე იმსჯელეს; სამხრეთ კავკასია და შუა აზია აშშ-ის გეოსტრატეგიულ ინტერესებში
«Radio Voice of America» (აშშ): ვაშინგტონში „აბრეშუმის გზის“ პროექტზე იმსჯელეს; სამხრეთ კავკასია და შუა აზია აშშ-ის გეოსტრატეგიულ ინტერესებში
11:39 12.07.2017
„აბრეშუმის გზა“ და კასპიის ზღვის აუზი ამერიკის შეერთებული შტატების საგარეო პოლიტიკური გამოწვევებისთვის მნიშვნელოვანი, მაგრამ ხშირად სათანადო ყურადღების მიღმა დარჩენილი რეგიონია. აზიისა და ევროპის დამაკავშირებელ გზაჯვარედინს, საუკუნეების განმავლობაში უმნიშვნელოვანესი სამხედრო და ეკონომიკური სტრატეგიული მნიშვნელობა აქვს.
ვაშინგტონის „ჰერითიჯის ფონდში“ 10 ივლისს რეგიონის როლი, პრობლემები, მიღწევები და გამოწვევები განიხილეს. მთავარი თემები რეგიონის უსაფრთხოება, ეკონომიკური განვითარება და ენერგეტიკა იყო. შუა აზიის ქვეყნების და აზერბაიჯანის ელჩებმა შიდა ეროვნულ საკითხებზე და სამეზობლოს უსაფრთხოებაზე ისაუბრეს.
აზერბაიჯანის ელჩმა აშშ-ში ელინ სულეიმანოვმა აღნიშნა, რომ აზერბაიჯანს და საქართველოს, კეთილმეზობლურ დამოკიდებულებასთან ერთად, მსგავსი პრობლემებიც აქვთ.
„მე ვიტყოდი, რომ “აბრეშუმის გზაზე” ყველა ქვეყნის უსაფრთხოება და ტერიტორიული მთლიანობა ძალიან მნიშვნელოვანია. საქართველო ჩვენი მეზობელი და მეგობარია. აზერბაიჯანს და საქართველოს საერთო ბევრი რამ აქვთ. ტერიტორიული მთლიანობის და სეპარატიზმის საკითხშიც ერთნაირი გამოწვევის წინაშე ვდგავართ. საქართველოს მსგავსად, აზერბაიჯანის ტერიტორიაც ოკუპირებულია. ჩვენი ბევრი პრობლემა მსგავსია და მათი გადაწყვეტის გზაც მსგავსია. აზერბაიჯანი საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას ღრმად და მტკიცედ უჭერს მხარს, რა თქმა უნდა უკრაინის და მოლდოვის ტერიტორიულ მთლიანობასაც. ეს ორგანიზაცია “გუამ”-ში ჩვენი პარტნიორობით გამოიხატება. ტერიტორიული მთლიანობის ნებისმიერი ცალმხრივი ხელყოფა, იქნება ეს ცალმხრივი გამოყოფა თუ ცალმხრივი ოკუპაცია, სავსებით მიუღებელია“, - თქვა ელინ სულეიმანოვმა.
ამერიკის შეერთებული შტატების ყოფილმა ელჩმა საქართველოში, ამჟამად ამერიკის შტაბების მეთაურთა გაერთიანებული კომიტეტის უფროსის მრჩეველმა რიჩარდ ნორლანდმა თქვა, რომ საქართველოს წინააღმდეგ ე.წ. „მცოცავი ოკუპაცია“ დაუშვებელია.
„ვფიქრობ, შუა აზიაში და კავკასიაში შეერთებულ შტატებს ძალიან მნიშვნელოვანი გეოსტრატეგიული ინტერესები აქვს. ნათელია, რომ ამაში არა მხოლოდ ეკონომიკური ინტერესები, ენერგომატარებლები და მინერალები იგულისხმება. სინამდვილეში, მსოფლიოში არასტაბილურობასთან დაკავშირებული ბევრი პრობლემა ამ რეგიონზე ფოკუსირდება და შეერთებული შტატები რამდენადაც მეტ მუშაობას შეძლებს ამ რეგიონის ქვეყნებთან, არა მხოლოდ დიდ სახელმწიფოებთან, როგორიც რუსეთი და ჩინეთია, არამედ შუა აზიის ხუთ და კავკასიის სამ სახელმწიფოსთან, უფრო მეტ საერთო ინტერესს აღმოვაჩენთ, მაგალითად ძალადობრივი ექსტრემიზმის წინააღმდეგ ბრძოლას. ზოგიერთი ასეთი საერთო ინტერესის მიმართულებით ერთობლივი მუშაობა შეგვიძლია“, - თქვა რიჩარდ ნორლანდმა და დასძინა, რომ საქართველოში ყოფნისას მან კარგად გაიაზრა „აბრეშუმის გზის" მნიშვნელობა" და რომ “აბრეშუმის გზის” მშენებლობა თვითონ არის სტაბილურობის ფაქტორი.
„როდესაც ავითარებ ეკონომიკურ კავშირს ჩინეთსა და ევროპას შორის, როცა დამაკავშირებელი რგოლები შუა აზიაზე და კავკასიაზე გადის, ნებისმიერი რამ, რაც ამ რგოლებს არღვევს, დესტაბილიზაციას იწვევს და ეს ამ გზაზე, არცერთი ქვეყნის ინტერესს არ პასუხობს. ჩვენ იმის მოწმე გავხდით, რომ რეგიონის ლიდერებმა “აბრეშუმის გზაში” არა მხოლოდ ეკონომიკური სტაბილურობის და აყვავების, არამედ გეოპოლიტიკური სტაბილურობის საშუალებაც დაინახეს“, - აღნიშნა აშშ-ის ყოფილმა ელჩმა საქართველოში.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა