logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
აზერბაიჯანში მომხდარ ტრაგედიას ქართველი ექსპერტები კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილ დანაშაულად აფასებენ
აზერბაიჯანში მომხდარ ტრაგედიას ქართველი ექსპერტები კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილ დანაშაულად აფასებენ
12:59 08.07.2017
აზერბაიჯან-სომხეთის საზღვარზე, ფიზულის რაიონის სოფელ ალხანლოში სომხური შეიარაღებული ძალების მიერ მშვიდობიანი მოსახლეობის დახოცვას ქართველი ექსპერტები კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილ დანაშაულად აფასებენ.
როგორც „ტერორიზმისა და პოლიტიკური ძალადობის კვლევის ცენტრის“ დირექტორმა ბადრი ნაჭყებიამ აზერბაიჯანულ გამოცემა "apa.az"-ს განუცხადა, ის მწუხარებას გამოთქვამს ტრაგედიის გამო, რასაც ორი ადამიანის, -ქალბატონისა და მისი შვილიშვილის, 2 წლის ბავშვის სიცოცხლე ემსხვერპლა.
"ჩვენ ცალსახად ვაფასებთ ამ ინციდენტს. მსგავსი მოვლენები ნებისმიერ დროს შეიძლება კვლავ განმეორდეს, სანამ კონფლიქტი გადაწყვეტილი არ იქნება"-აცხადებს ექსპერტი.
ბადრი ნაჭყებია აღნიშნავს, რომ მთიანი ყარაბაღის პრობლემა უნდა გადაიჭრას მხოლოდ მშვიდობიანი გზებით, მოლაპარაკების მაგიდასთან, ერთი მთავარი პირობით, რომ აზერბაიჯანის ტერიტორიული მთლიანობა დაცული უნდა იყოს.
"თუ მხარეები მიიღებენ აზერბაიჯანის ტერიტორიული მთლიანობის პრინციპს, მოლაპარაკებები აუცილებლად პოზიტიური მიმართულებით განვითარდება"-აღნიშნავს ნაჭყებია.
ექსპერტი მიიჩნევს, რომ იმ პროვოკაციებით, რომლებსაც სომხეთის შეიარაღებული ძალები ახორციელებენ, შესაძლოა მესამე ძალამ ისარგებლოს.
"განვითარების კომპლექსური პრობლემების კვლევის ცენტრის" ხელმძღვანელი ლევან მეტრეველი ასევე ტრაგედიად აფასებს ფიზულის რაიონის სოფელ ალხანლოში მომხდარ სამხედრო დანაშაულს.
"ამ ფაქტის სხვაგვარად შეფასება შეუძლებელია. მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის ისტორიაში ეს პირველი შემთხვევა არ არის, როცა სომხური მხარე ხანდაზმულებსა და ბავშვებს კლავს. მაგალითისთვის, ყველასთვის კარგადაა ცნობილი ხოჯალის ტრაგედიის შესახებ"-განაცხადა მეტრეველმა.
ექსპერტის აზრით, სომხური მხარის მთავარ მიზანს კონფლიქტის გაჩაღება წარმოადგენს.
"ასეთი პროვოკავციების მიზანია მიაღწიონ კონფლიქტის ესკალაციას. ცნობილია, რომ ბოლო ათი წლის განმავლობაში აზერბაიჯანის ეკონომიკური მაჩვენებლები ხუთჯერ გაიზარდა. ამ დროისთვის, საქართველოსა და აზერბაიჯანის მონაწილეობით ძალიან მნიშვნელოვანი რეგიონული პროექტების რეალიზება ხდება. ამ ვითარებაში, სომხური სამხედრო ძალების დანაშაულებრივი პროვოკაციები, რომ განაახლონ შეიარაღებული კონფლიქტი, მიმართულია არა მხოლოდ აზერბაიჯანის, არამედ საქართველოს ინტერესების წინააღმდეგაც"-მიიჩნევს ექსპერტი.
ლევან მეტრეველი ხაზს უსვამს ფაქტს, რომ აზერბაიჯანში აკრედიტებული უცხო ქვეყნის სამხედრო ატაშეები იმყოფებოდნენ სოფელ ალხანლოში და იქ არცერთი აზერბაიჯანული სამხედრო ობიექტი არ აღმოჩენილა.
"ეს კიდევ ერთხელ აჩვენებს, რომ სროლა განხორციელდა სოფლის მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ და საქმე სამხედრო დანაშაულთან გვაქვს.
ალხანლის ტრაგედია წარმოადგენს კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილ დანაშაულს და ეს მხოლოდ ჩემი შეფასება არაა. ბევრი ჩემი კოლეგა და ქართველი ხალხის წორედ ასე ფიქრობს. მსგავსი საშინელი მოვლენები, ქართველებმა საკუთარ მიწაზეც გადაიტანა"-აცხადებს ექსპერტი.

http://ru.apa.az/politika-azerbaydjana/nagornyj_karabakh/gruzinskie-eksperty-nazvali-sobytie-v-alkhanly-prestupleniem-protiv-chelovechnosti-opros.html

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა