logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
«Radio Voice of America» (აშშ): საქართველო რუსული ოკუპაციის წინააღმდეგ ბრძოლისათვის ახალ სტრატეგიას ეძებს
«Radio Voice of America» (აშშ): საქართველო რუსული ოკუპაციის წინააღმდეგ ბრძოლისათვის ახალ სტრატეგიას ეძებს
12:46 07.07.2017
ამერიკული რადიოსადგურის ვებ-გვერდზე გამოქვეყნებულ სტატიაში გადმოცემულია ქართველი ჩინოვნიკებისა და ექსპერტების კომენტარები შიდა ქართლში რუსეთის მიერ ოკუპირებული ტერიტორიის გამმიჯნავი ხაზის (ე.წ. საზღვრის“) გადმოწევასთან დაკავშირებით.

როგორც საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანმა დავით რაქვიაშვილმა განაცხადა, საქართველოს რუსული ოკუპაციის წინააღმდეგ საბრძოლველად ახალი სტრატეგია ჭირდება: „იმას, რასაც საქართველომ მიაღწია თავის პარტნიორებთან ერთად აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის არაღიარების პოლიტიკის მხრივ, ახალი მიდგომებით უნდა განმტკიცდეს. აუცილებელია ახალი პოლიტიკის გატარება, რომელიც ეტაპობრივი ანექსიისა და საოკუპაციო ხაზის გადაწევის წინააღმდეგ იქნება მიმართული ცხინვალის რეგიონში“, - აღნიშნა დავით რაქვიაშვილმა.
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ საქართველოს პოზიციას გამმიჯნავი ხაზების გადმოწევის თაობაზე „საინფორმაციო პროვოკაცია“ უწოდა, რომელიც თითქოსდა 7 ივლისს პრარაში დაგეგმილი ზურაბ აბაშიძისა და გრიგორი კარასინის შეხვედრისათვის ჩრდილის მისაყენებლად არის გამიზნული. სხვათა შორის, თვითონ ზურაბ აბაშიძემ ცხინვალის რეგიონში საოკუპაციო ხაზის გადმოწევა „არაადამიანურ აქტად“ მიიჩნია და განაცხადა, რომ ამ საკითხს იგი აუციულებლად დააყენებს გრიგორი კარასინთან შეხვედრის დროს - მიუხედავად იმისა, რომ მოლაპარაკების ფორმატი მსგავსი ხასიათის ფაქტების განხილვას არ ითვალისწინებს.
ექსპერტი გია ხუხაშვილი პრობლემას საქართველოს ხელისუფლების მიერ გატარებულ არათანმიმდევრულ პოლიტიკაში ხედავს. მისი თქმით, ერთი მხრივ, თბილისს მართლაც აქვს წარმატებები დიპლომატიურ არენაზე, მაგრამ მეორე მხრივ, საქართველოს არ აქვს კონკრეტული მოქმედების გეგმა რუსული ოკუპაციის საპასუხოდ. შესაბამისად, რეაქცია და განცხადებები საოკუპაციო ხაზის გადმოწევასთან დაკავშირებით პოსტ-ფაქტუმ კეთდება.
გია ხუხაშვილმა წარმატებულად შეაფასა საქართველოს ძალისხმევა საერთაშორისო ორგანიზაციებში, რომელიც მათ მიერ მიღებული დოკუმენტებით გამოიხატა (მაგალითად, ამას წინათ თბილისში გამართული ნატოს საპარლამენტო ასამბლეის დეკლარაცია „საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის შესახებ“, რომელშიც შეიცავს მოწოდებას რუსეთისადმი გააუქმოს აფხაზეთ-სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის აღიარება, გაიყვანოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან ჯარები და პატივი სცეს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას, ასევე გაეროს გენასამბლეის მიერ მიღებული რეზოლუცია, რომელიც აღიარებს ლტოლვილების და იძულებით გადაადგილებული პირების დაბრუნების უფლებას აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში.
„მაგრამ ცალკეული ბრძოლის მოგება მთლიანად ომის მოგებას არ ნიშნავს“, - ამბობს გია ხუხაშვილი, რადგან საქართველოს ყოველ დიპლომატიურ წარმატებას რუსეთი ისევ მორიგი „გამაფრთხილებელი დემარშით“ პასუხობს. გამოდის, რომ თბილისი მოუმზადებელი ხვდება ხოლმე რუსეთის ნაბიჯს და იძულებულია ტიპიური განცხადებები აკეთოს. „ასე ხდება წლიდან წლამდე, მაგრამ ახლა დროა არა მარტო ფოსტ-ფაქტუმ ვაკეთოთ განცხადებები, არამედწინასწარ მივიღოთ პრევენტიული ზომები, განვსაზღვროთ შესაძლო რისკები, გავააქტიუროთ ყველა დიპლომატიური არხი... ჩვენ უკვე დიდი ხანია უნდა ვიყოთ გადასული კოორდინირებულ და თანმიმდევრულ პოლიტიკაზე“, - აღნიშნავს გია ხუხაშვილი რადიო „ამერიკის ხმის“ რუსული სამსახურის კორესპონდენტთან ინტერვიუში.
საქართველოს ატლანტიური საბჭოს ვიცე-პრეზიდენტი ბათუ ქუთელია თვლის, რომ რუსეთის შესაჩერებლად თბილისმა, პირველ რიგში, ოფიციალურად უნდა განაცხადოს, რომ რუსეთი საქართველოს სახელმწიფოებრიობისა და სუვერენიტეტისათვის მთავარ საფრთხეს წარმოადგენს და რომ ეს საფრთხე გამოხატულია ტერიტორიების ოკუპაციაში, მცოცავ ანექსიაში, პროპაგანდის მეშვეობით საზოგადოებრივ აზრზე ზეგავლენის მოხდენაში და ა.შ. საქართველოს ხელისუფლებამ უნდა შეიმუშაოს თავისი სახელმწიფო სტრატეგია, რომელიც რუსეთს უკანონო ნაბიჯების გადასადგმელად „მინიმალურ სივრცეს“ დაუტოვებს.
„პერიოდულად გაკეთებული განცხადებები, რომ რუსეთი საერთშორისო სამართლის ნორმებს არღვევსო, სინამდვილეში არაეფექტურია. აუცილებელია იმის დეკლარირება, რომ სწორედ რუსეთია მთავარი საფრთხე საქართველოსთვის. საჭიროა ერთიანი სახელმწიფოებრივი მიდგომა თვისობრივად ახალი დოკუმენტის შემუშავების სახით, ხელისუფლების ყველა შტოსა და საზოგადოების მონაწილეობით, რომელშიც გათვალისწინებული იქნება მისი რეალიზების ინსტიტუციონალური მექანიზმები“, - ამბობს ბათუ ქუთელია.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა