logo2
logo2
არქივი
« ივლისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31
logo2
logo2
«Radio Voice of America» (აშშ): უსულ-ქართული «Чито Гврито» მოსკოვსა და თბილისში
«Radio Voice of America» (აშშ): უსულ-ქართული «Чито Гврито» მოსკოვსა და თბილისში
15:20 06.07.2017
ზუსტად იმ დროს, როცა გორის რაიონის სოფელ ბერშუეთში, ხოდელებისა და ჩილინდრიშვილების კუთვნილ ქერის ყანებში, რუსი ოკუპანტები ივანოვი და პეტროვი ახალ საოკუპაციო ხაზს ავლებდნენ, ბერშუეთიდან 1900 კილომეტრით მოშორებულ მოსკოვში, ბოლშაია ნოვოდიმიტროვსკაიას ქუჩაზე, „ფაბრიკა-FLAKON“-ის პავილიონებში, რუსეთ-საქართველოს „ისტორიული ძმობის“ სადღეგრძელოები ისმოდა. ფესტივალი სახელწოდებით „მთელი საქართველო ერთ ფლაკონში“ რუსეთის დედაქალაქში პირველად გაიმართა და ორგანიზატორების თქმით, რომელთაც საქართველოს ტურიზმის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერაც ჰქონიათ, „ყოველგვარ მოლოდინს“ გადააჭარბა.
წვიმიანი უქმე დღეების მიუხედავად, „მთელი საქართველო ერთ ფლაკონში“ 30 000-დან 50 000-მდე მოსკოველმა მოინახულა. შეისვა განუსაზღვრელი რაოდენობის ქართული ღვინო და შეიჭამა იმავე რაოდენობის მწვადი, ხაჭაპური, ლობიო, საცივი და ფხალი. სპეციალური ჩემპიონატი ხინკლის ჭამაშიც კი გაიმართა.
ქართული ტრადიციული სამზარეულოს გარდა, საქართველო მოსკოვში „კულტურული დესანტითაც“ იყო წარმოდგენილი: მოსკოველებმა ხელახლა აღმოაჩინეს ქართული მხატვრობა, კინო, მოდა, ხალხური ცეკვა და სიმღერა. ყველა მსურველს საშუალება ჰქონდა ბოლომდე, გრუზინულად აეწყვიტა - დაელია, ეჭამა, ემღერა, ეცეკვა, საქართველოს სახელმწიფო დროშაც კი დაეხატა. რუსებმა „პოლიტკორექტულობაც“ კი დაიცვეს: ფესტივალის დღეებში არსად ჩანდა საქართველოს რუკა „დამოუკიდებელი“ აფხაზეთისა და ოსეთის გარეშე. ერთი სიტყვით, იყო მხოლოდ Чито Гврито და სიამტკბილობა.
ცნობილი რუსი პოლიტიკოსებიდან ფესტივალი თვით ვლადიმერ ვოლფის ძე ჟირინოვსკიმ დააფასა. მთავარი რუსი „ლიბერალი“, რომელიც საქართველოს დამოუკიდებელი სახელმწიფოს სრულ ლიკვიდაციას ემხრობა, „თბილისოს“ ჰანგების ფონზე, ქართული ხინკლის დასაგემოვნებლად უზარმაზარ რიგშიც კი იდგა.
„ზუსტად იმიტომ, რომ ჩვენ ურთიერთობას საუკუნის ისტორია აქვს, სისულელე იქნება ეს მემკვიდრეობა სწორად არ გამოვიყენოთ. ცუდია, რომ დღეს ქართველ ბავშვებს რუსეთში სასწავლებლად ჩამოსვლა ადვილად არ შეუძლიათ. ეს იქნება ჩვენი კოლოსალური შეცდომა, თუ ვერ შევძლებთ ვიპოვოთ ურთიერთობის რაღაც ფორმით დალაგების შესაძლებლობა. ვფიქრობ რომ ეს მომგებიანი იქნება როგორც საქართველოსთვის, ისე რუსეთისთვის. შეცდომაა იმაზე ფიქრი, რომ ვიღაცა ურთიერთობის გამოსწორებით მოგებულია და ვიღაცა წაგებული“, - ეს „მეგობრული“ მესიჯი კი უკვე რუსეთის კულტურის ყოფილ მინისტრს მიხეილ შვიდკოის ეკუთვნის. რუსეთის პრეზიდენტის სპეციალურმა წარმომადგენელმა საერთაშორისო კულტურული თანამშრომლობის საკითხებში წინა კვირას თბილისი მოინახულა და საქართველოში რუსულ „სპუტნიკ-გრუზიას“ წარმატება უსურვა.
როგორც მიხეილ შვიდკოი, ისე რუსული რადიოსადგურის „ლაპარაკობს მოსკოვის“ მთავარი რედაქტორი ვლადიმერ მამონტოვი უპრობლემოდ შემოვიდნენ საქართველოში, მიუხედავად იმისა, რომ არაერთხელ აქვთ დარღვეული კანონი „ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ“.
მიხეილ შვიდკოი ყოველწლიურად კურირებს ოკუპირებულ აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში „რუსეთის დღეების“ გამართვას და ადგილზეც ხშირად ჩადის. ვლადიმერ მამონტოვი კი ბოლოს ოკუპირებულ სოხუმში 2014 წლის აპრილში იმყოფებოდა.
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ უბრალოდ იცრუა, როცა განაცხადა, რომ თითქოს „ვლადიმერ მამონტოვის მხრიდან, ოკუპაციის კანონის დარღვევას ხანდაზმულობის - 6 წლიანი ვადა გასული იყო“. ოფიციალურმა მოსკოვმა კი პრაქტიკულად მიაღწია მიზანს და საქართველოს ოკუპაციის კანონი უბრალოდ აღარ მუშაობს.
„ევროპული ინიციატივა - ლიბერალური აკადემიის“ წარმომადგენელი ლაშა ტუღუში ამბობს, რომ რუსეთი, როგორც ხისტი, ისე „რბილი“ ძალის გამოყენებით, საქართველოს წინააღმდეგ მიზანმიმართულად მოქმედებს, რაც ევროპული ინტეგრაციისა და დეოკუპაციის გზაზე კომპლექსურ საფრთხეს წარმოადგენს: „მათი ძირითადი მესიჯები არის ის, რომ საქართველოს, რუსეთის გარდა, სხვა არჩევანი და გამოსავალი არ აქვს და რომ დასავლეთი გარყვნილების ბუდეა. მიზანმიმართულად იქმნება მტრის ხატი დასავლეთისგან და „ანგელოზების“ სახე რუსეთის სახით. ეს არის კრემლის მთავარი ამოცანა და ამაზე დიდი ფული იხარჯება”, - ამბობს ლაშა ტუღუში.
ერთ თვეში საქართველო აგვისტოს ომის მეცხრე წლისთავს აღნიშნავს. რუსეთის სამხედრო აგრესიამ 2008 წელს საქართველოს 412 მოქალაქის სიცოცხლე შეიწირა, აქედან 228 სამოქალაქო და 184 სამხედრო პირი იყო. ქვეყნის ეკონომიკას რუსულმა ოკუპაციამ რამდენიმე მილიარდი დოლარის ზარალი მიაყენა. სამხედრო ინტერვენციის შედეგად, კრემლმა საქართველოს ტერიტორიის 20%-ზე მეტი მიიტაცა და მცოცავ ოკუპაციას განაგრძობს. ცხრა წელია რუსეთსა და საქართველოს არ აქვთ დიპლომატიური ურთიერთობა. საქართველოს მოქალაქეებისთვის მოქმედებს სავიზო რეჟიმი.
დღეის მდგომარებით, რუსეთისთვის საქართველო „მტერი“ უკვე „აღარ არის“. „ლევადა ცენტრის“ ივნისის გამოკითხვის მიხედვით, 2017 წელს, რუსეთის მოქალაქეების მხოლოდ 9% მიიჩნევს, რომ საქართველო მტერია, მაშინ როცა 2009 წელს - ეს მაჩვენებელი 62%-ს შეადგენდა. ახლა რუსული პროპაგანდის მთავარი მიზანია, რომ „რუსულ-ქართული Чито Гврито“ საქართველოშიც დაიჯერონ.



FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა