logo2
logo2
არქივი
« ივლისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31
logo2
logo2
«Radio Voice of America» (აშშ): ბორდერიზაციის მორიგი ტალღა შიდა ქართლში
«Radio Voice of America» (აშშ): ბორდერიზაციის მორიგი ტალღა შიდა ქართლში
12:28 06.07.2017
რუსმა მესაზღვრეებმა შიდა ქართლში ბორდერიზაციის ახალი ეტაპი დაიწყეს. გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ბერშუეთთან, კერძო მოსახლეების ქერის ყანაში ახალი ბანერები გაჩნდა წარწერით “სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკა”. ხოდელებისა და ჩილინდრიშვილების ოჯახებისთვის მოსავლის აღების საკითხმა წელსაც, ისევე როგორც შარშან, პოლიტიკური მნიშვნელობა შეიძინა. ოკუპირებული ტერიტორია, დაახლოებით 700 მეტრით გაიზარდა ბერშუეთისა და სობისის მიმართულებით.
ბორდერიზაციის პროცესის განახლება რომ მოსალოდნელი იყო ამის შესახებ ჯერ კიდევ მაისში სამხრეთ ოსეთის წარმომადგენელმა დავით სანაკოევმა პირდაპირ დააანონსა ერგნეთში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმების ფარგლებში გამართულ შეხვედრაზე. მან ისიც თქვა, რომ პროცესის განახლება ზაფხულისთვის იყო დაგეგმილი. დასახელდა სავარაუდო მიმართულებაც: ზნაურის, ანუ ყორნისის თემი. ეს განცხადება 12 მაისს ერგნეთში რიგით 88–ე შეხვედრაზე გაისმა. დანაპირები შესრულდა, მხოლოდ ზნაურის მიმართულების ნაცვლად გორის მუნიციპალიტეტში.
„ამერიკის ხმა” ქეთევან ციხელაშვილს, სახელმწიფო მინისტრს შერიგებისა დასამოქალაქო თანასწორობის საკითხებში ესაუბრა იმის შესახებ, კონკრეტულად რა ზომები იქნა გატარებული საქართველოს ოფიციალური უწყებების მხრიდან მას შემდგომ, რაც მათ მოისმინეს სანაკოევის განცხადება მოსალოდნელი ბორდერიზაციის შესახებ: „ამ განცხადების გაკეთბისთანავე, ჩვენ გვქონდა მყისიერი კომუნიკაცია ყველა პარტნიორთან. მომდევნო შეხვედრაზეც ეს საკითხი დაისვა იმგვარად, რომ აბსოლუტურად მიუღებელია, როგორც უსაფრთხოების, ისე ჰუმანიტარული თვალსაზრისით სიტუაციის კიდევ უფრო დამძიმება და რაიმე დამაბრკოლებლების აღმართვა და ინსტალაცია ნებისმიერ პერიმეტრზე“, - უთხრა „ამერიკის ხმას“ სახელმწიფო მინისტრმა შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში, ქეთევან ციხელაშვილმა. მინისტრის თქმით, ამ თემაზე საუბარი საგარეო საქმეთა სამინისტროსაც ჰქონდა ჟენევის დისკუსიების ფარგლებში.
საგარეო უწყებაში აცხადებენ, რომ ქართულმა მხარემ საერთაშორისო თანამეგობრობას ბორდერიზაციის მოსალოდნელი განახლების თაობაზე ინფორმაცია მიაწოდა ვენაში, უსაფრთხოების საკითხების გადახედვის ეუთოს ყოველწლიურ კონფერენციაზე.
„ჯერ კიდევ ჟენევის ბოლო რაუნდზე ამის შესახებ ძალიან მკაფიოდ ისაუბრა საქართველოს დელეგაციამ. წინა კვირას ჩემს გამოსვლაში ეუთოს უსაფრთხოების ყოველწლიურ მიმოხილვით კონფერენციაზე ვისაუბრე უკანონო ბორდერიზაციის საკითხზე, იმაზე, რომ რუსეთის ფედერაცია, საოკუპაციო რეჟიმი ახორციელებს ეგრეთ წოდებული გამყოფი ხაზის, ანუ საოკუპაციო ხაზის გასწვრივ არაკანონიერ ქმედებებს, მავთულხლართების აგებას. ვისაუბრე, ასევე კონკრეტულ ინციდენტებზე, რომელსაც ბოლო პერიოდში მოხდა. საერთაშორისო თანამეგობრობას მივაწოდე ინფორმაცია რუსეთის ფედერაციის მხრიდან გადადგმული უკანონო ქმედებების შესახებ“, - ამბობს საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე დავით ზალკალიანი „ამერიკის ხმასთან“ ინტერვიუში. იგი დასძენს, რომ მომხდარი ფაქტის შესახებ საქმის კურსში ჩააყენებს საერთაშირისო თანამეგობრობას.
თეონა აქუბარდია, უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილე “ამერიკის ხმასთან” ამბობს, რომ საერთაშორისო თანამეგობრობასთან კომუნიკაციის შესახებ საქართველოს უშიშროების საბჭო ინფორმირებული არაა: „არ ვფლობ ინფორმაციას, კონკრეტულად, იმის თაობაზე, ჟენევის ფორმატში ან ერგნეთის მოლაპარაკებებზე თუ იყო ეს საკითხი განხილული. ამგვარი საკითხების პრევენცია ერთადერთი, შესაძლებელია საერთაშორისო თანამეგობრობის მხრიდან ზეწოლით. თუმცა, მიუხედავად იმისა, რომ საერთაშორისო თანამეგობრობა საკმაოდ მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს, რთულია იმის თქმა თუ როგორ უნდა მიაღწიოს ამ ყველაფერს. არ ვარ ინფორმირებული თუ როგორ მოხდა ამ საკითხის, ასე რომ ვთქვათ, გეგმაზომიერად „აწევა“ და თანამეგობრობისთვის მიწოდება“, -ამბობს თეონა აქუბარდია.


FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა