logo2
logo2
არქივი
« ივლისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31
logo2
logo2
"rosbalt"(რუსეთი): რით „ემუქრება საქართველო რუსეთს და ვინ არის მართალი თბილის-მოსკოვის ურთიერთბრალდება-საყვედურებში?
"rosbalt"(რუსეთი): რით „ემუქრება საქართველო რუსეთს და ვინ არის მართალი თბილის-მოსკოვის ურთიერთბრალდება-საყვედურებში?
12:25 06.07.2017
"საქართველომ და რუსეთმა ვერადავერ მოახერხეს შედარებითი ურთიერთგაგების გზაზე გასვლა, გინდაც მჭიდრო მეზობლობის ფორმატში მაინც. მოსკოვი კვლავ გამოხატავს თავის უკმაყოფილებას საქართველოს ნატოსთან დაახლოების გამო, თბილისს კი შეშფოთებულია დაუსრულებელი რუსულ-აფხაზური სამხედრო მანევრები. არ არის სიწყნარე სამხრეთ ოსეთთან საზღვარზე, სადაც, ქართული მხარე მოსკოვს „მცოცავ ოკუპაციაში“ ადანაშაულებს..."--ამის სესახებ რუსული გამოცემა «Росбалт»-ი ანდრეი ნიკოლაევის ავტორობით გამ,ოქვეყნებულ სტატიაში წერს.
საინფორმაციო სააგენტო "ნიუსპრესი" გთავაზობთ მასალის ქართულენოვან ვერსიას მცირეოდენი შემოკლებით:

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ გრიგორი კარასინმა ამას წინათ გაზეთ „იზვესტია“-სათვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, რომ საქართველო მუდამ ერთიდაიგივეს გაიძახის „რუსული ოკუპაციის“ თაობაზე, თვითონ თბილისი კი ამ დროს ნატოს უახლოვდება და ფაქტიურად ალიანსთან „რუსეთის შეკავებაში“ თანამშრომლობსო...

ვინ ვის აშინებს და აშანტაჟებს? რუსეთს საქართველო, რომელსაც ნატოში გაწევრიანების სურვილი კი აქვს, მაგრამ ვერ შედის და თავის ტერიტორიაზე მხოლოდ თითო-ოროლა მანევრი ჩაატარა თუ საქართველოს რუსეთი, რომელიც აფხაზეთში დგას და იქ ასზე მეტ სწავლებას ატარებს, ხოლო სამხრეთ ოსეთში, რომელიც ასევე გატენილია რუსული ჯარებით, საქართველოს შიგნით საზღვრის გადაწევითაა დაკავებული? შესაძლოა რუსეთს იმედი აქვს, რომ ამგვარი მოქმედებით საქართველოს „ჭკუას ასწავლის“, რომ თბილისმა ნატოს მიმართ თავისი დავლური შეანელოს - „იცოდე, აქვე ვართ, ერთი ხელის გაწვდენაზეო“.

გამოდის, რომ სამხედრო კონფლიქტი ჩრდილოატლანტიკური ალიანსთან დაახლოების ნიადაგზე შეიძლება რეალურად მოხდეს და რომ რუსეთს ყოველთვის შეუძლია საქართველოს ყოველნაირი პრობლემა შეუქმნას, მათ შორის სამხედრო პრობლემების ჩათვლით.

რასაკვირველია, თბილისითვის ყველაზე სახიფათო სამხედრო კომპონენტია. ქართული მხარის მონაცემებით, რუსეთის ფედერაციის სამხრეთის სამხედრო ოლქში, საბრძოლო მზადყოფნის შემოწმების მიზნით, ბოლო ხუთ თვეში 40-მდე სასწავლო განგაში გამოცხადდა, სულ ბოლოს კი მასში ცხინვალის სამხედრო ბაზაც ჩაერთო, რის შემდეგაც რუსმა მესაზღვრეებმა სამხრეთ ოსეთის საზღვარი საქართველოს შიგნით, გორის მუნიციპალიტეტის სოფლებთან - ბერშუეთთან და სობისთან, კიდევ 500 მეტრით გადასწიეს... მოსახლეობისათვის ტერიტორიის მორიგი „მოკბეჩვა“ მძიმედ აისახება - რეგიონი აგრარულია, ხალხი ისედაც ღარიბად ცხოვრობს და ამ დროს მათ მიწის დამუშავებას და მოსავლის აღებას უკრძალავ? პოლიტიკური და ტერიტორიული ფაქტორის გარდა, საკითხი ეხება ადამიანის უფლებების შელახვას, რომელსაც საზრდოს ართმევ...
ემოციების გარეშე რომ ვიმსჯელოთ, რასაკვირველია, რუსეთი საქართველოს წინააღმდეგ ომის დაწყებას არ აპირებს, რადგანაც ამჟამად ომის დაწყებას გეოპოლიტიკური კონტექსტი ხელს არ უწყობს. რუსეთი ძალის დემონტრაციას ახდენს არა იმიტომ, რომ საქართველო აფხაზეთს და ან სამხრეთ ოსეთს თავს არ დაესხასო, არამედ იმიტომ, რომ ნატოსაკენ მიისწრაფვის. და რაც უფრო აქტიურად გააგრძელებს საქართველო ჩრდილოატლანტიკური ალიანსისაკენ ინტეგრაციის კურსს, რაც უფრო მეტად დაუახლოვდება ნატო საქართველოს, რუსეთი მით უფრო ენერგიულად და მასშტაბურად მოახდენს თავისი სამხედრო ძალის დემონტრირებას.
რასაკვირველია, კრემლს კარგად ესმის, რომ საქართველოს ახლო და საშუალოვადიან პერსპექტივაში ნატოში არ მიიღებენ. აქედან გამომდინარე, მოსკოვის სამხედრო აქტიურობას საქართველოს ყოფილ ტერიტორიებზე „პრევენტიული, პროფილაქტიკური“ ხასიათი აქვს, ანუ ამას უფრო შანტაჟისა და დაშინების მიზნით აკეთებს. რაც შეეხება საქართველოს, თბილისი მოსკოვს ვერაფრით დააშანტაჟებს: მისი რომანი ნატოსთან ჯერ კიდევ „პლატონურია“... ამ დროს ყველაზე მეტად რიგითი ადამიანი იჩაგრება: სამხრეთ ოსეთის შეთხვევაში - „მცოცავი საზღვრით“, აფხაზეთის შემთხვევაში კი - გალის რაიონის ქართველებისათვის საზღვარზე გადასვლის შესაძლებლობის შეზღუდვით.
მოკლედ, მეზობლობა ფაქიზი საქმეა, განსაკუთრებით კავკასიაში. მეზობლობა ძალის დემონტრაციას ვერ იტანს, ვერც დაშინებას და ანგარებას, პოლიტიკურის ჩათვლით: ერთი მცდარი ნაბიჯი და ყოფილი კეთილი მეზობლები ერთმანეთისთვის მოსისხლე მტრებად იქცევიან. საქართველო და რუსეთი კი ამ პოსტულატს დიდი ხანია არ იცავენ. „წონითი კატეგორიების“ მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, ელემენტარულ დასკვნამდე მივდივართ: „რაღაც რომ მოხდეს“, საქართველო უფრო დაზარალდება, ვიდრე რუსეთი და თბილისს ვერანაირი დასავლეთი ვერ დაეხმარება. ამის მაგალითებია 2008 წლის აგვისტოს ომი, აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის აღიარება რუსეთის მიერ და ა.შ. შეიძლება ჩავთვალოთ, რომ საქართველოს დასავლელ „მეგობრებს“, ნიკოლა სარკოზის გარდა, თითი არ გაუნძრევიათ.


http://www.rosbalt.ru/world/2017/07/05/1628257.html

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა