logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
უკრაინული გამოცემის ინტერვიუ გოგა ხაინდრავასთან: სააკაშვილი პოლიტიკური კლოუნია, რომელსაც უკრაინელებისთვის პრობლემების მოტანა შეუძლია
უკრაინული გამოცემის ინტერვიუ გოგა ხაინდრავასთან: სააკაშვილი პოლიტიკური კლოუნია, რომელსაც უკრაინელებისთვის პრობლემების მოტანა შეუძლია
11:10 05.07.2017
„ჩვენი კორესპონდენტი მზიურ საქართველოში იმყოფებოდა, სადაც მან ინტერვიუ ჩამოართვა ქვეყნის პოლიტიკურ მოღვაწეებს, უფლებადამცველებს, აგრეთვე სახელმწიფოს ოფიციალურ პირებს, რომლებიც ბევრ საინტერესო ფაქტებს მოჰყვნენ მიხეილ სააკაშვილის მმართველობის პერიოდზე. ჩვენ ახლა ვესაუბრებით გიორგი ხაინდრავას, საქართველოს ყოფილ სახელმწიფო მინისტრს კონფლიქტების დარეგულირების საკითხებში (2004-2006 წლებში), ცნობილ რეჟისორს, რომელმაც, სხვა კინოსურათებთან ერთად, 15 სრულმეტრაჟიანი ფილმი-სერიალი გადაიღო მიხეილ სააკაშვილის დიქტატორული რეჟიმის სისასტიკის შესახებ“, - ასეთი შესავალი აქვს გაკეთებული უკრაინული გამოცემა «Обозреватель»-ის მიერ გამოქვეყნებულ ვრცელ ინტერვიუს გიორგი ხაინდრავასთან.

საინფორმაციო სააგენტო "ნიუსპრესი" გთავაზობთ ამონარიდებს პუბლიკაციიდან:

- თქვენ მხარი დაუჭირეთ „ვარდების რევოლუციას“ და 2004 წელს პრემიერ ზურაბ ჟვანიას მთავრობაში შეხვედით - სახელმწიფო მინისტრად კონფლიქტების დარეგულირების საკითხებში, მჭიდრო სამუშაო კონტაქტები გქონდათ მიხეილ სააკაშვილთან ერთად. თქვენი აზრით, ვინაა მიხეილ სააკაშვილი და რა კაცია, საერთოდ?

- დავიწყოთ იმით, რომ არანაირი „ვარდების რევოლუცია“ არ ყოფილა. უბრალოდ, იყო ჭაობი, რომელიც ედურად შევარდნაძის მმართველობის დროს შეიქმნა. იგი ხომ ცეკას პირველი მდივანი იყო, რომელმაც მოგვიანებით ფერი შეიცვალა და საქართველოს ხელისუფლებაში დაბრუნდა. ყველა ცეკას მდივანბმა თავისი წვლილი შეიტანა ქვეყნის დაქცევაში, რადგან მათ კორუფციისა და ცენტრალური მართვის გარდა, არაფერი არ იცოდნენ. ასე მოხდა ყველა პოსტსაბჭოთა ქვეყანაში. მოხუცმა შევარდნაძემ ხელისუფლების საჭე ხელიდან გაუშვა. ამ დროს კი ე.წ. რეფორმატორთა ახალგაზრდა გუნდმა, რომლებიც სინამდვილეში ჩეკისტები და კაგებეს კომისრები აღმოჩნდნენ - მათ მსგავსად, რომლებმაც თავის დროზე, 1930-იან წლებში უკრაინაში შიმშილობა და მსხვერპლი გამოიწვიეს და საერთოდ, ყველგან, საქათველოს ჩათვლით, აი, მათი მემკვიდრეები ხელისუფლებას უცებ დაეპატრონენ, რომელიც, ფაქტიურად, „ქუჩაში ეგდო“.

საპროტესტო გამოსვლების დროს, 23 ნოემბერს, განხორციელდა შიდა სახელმწიფო გადატრიალება. მიუხედავად იმისა, რომ მთელი ნომენკლატურა ედუარდ შევარდნაძის მხარეზე იყო, მას მართვა აღარ შეეძლო, ამიტომაც ნომენკლატურად მხარი მიხეილ სააკაშვილს დაუჭირა, თუმცა იგი არ უყვარდათ. ყველას იმედი ჰქონდა, რომ პრეზიდენტი ზურაბ ჟვანია იქნებოდა, რადგან იგი უფრო გონიერი პოლიტიკოსი იყო...

მე არასდროს არ ვყოფილვარ პოლიტიკური პარტიის წევრი. ე.წ. „ვარდების რევოლუციას საქართველოს მოსახლეობის აბსოლუტურმა უმრავლესობამ მხარი დაუჭირა. ყველას იმედი ჰქონდა - „ახალგაზრდა მინისტრებია, უცხოეთში განათლებამიღებულები, მდგომარეობას გამოასწორებენო“. სინამდვილეში მათ, მიხეილ სააკაშვილის ჩათვლით, მხოლოდ რაღაც კურსები გაიარეს და ტრაბახობდნენ, ამერიკის უმაღლეს სასწავლებლები დავამთავრეთო. იგივე მიხეილ სააკაშვილი აშშ-ში მხოლოდ ცხრა თვე სწავლობდა, მანამდე კი „კაგებე“-ს ნომენკლატურული სასწავლებელი - კიევის უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების ფაკ-ტი დაამთავრა, სადაც საქმე ჩაუწყო ბიძამისმა თემურ ალასანიამ, საბჭოური „კაგებე“-სა და რუსული „ეფესბე“-ს გენერალმა.

ჩვენთან მიხეილ სააკაშვილთან დამოკიდებულება უკვე გარკვეულია. სამწუხაროდ, ჩვენ იძულებული გავხდით კერპთაყვანისმცემლობის მძიმე პერიოდი გაგვევლო. ყველაფერი კი ზვიად გამსახურდიათი დაიწყო, გაგრძელდა ედუარდ შევარდნაძით და მიხეილ სააკაშვილით... მადლობა ღმერთს, რომ საქართველოში ის ეპოქა უკვე დასრულდა, თუმცა თქვენთან უკრაინაში, ახლა იწყება... ვერ წარმომიდგენია, როგორ უნდა მისცენ ხმები უკრაინელებმა კლოუნ მიხეილ სააკაშვილს... ეს ხომ სასაცილო იქნება. განა ასეთი კაცი ხელისუფლებაში გსურთ გყავდეთ? მას უკრაინელებისთვის პრობლემების მოტანა შეუძლია...
(...)

მიხეილ სააკაშვილს საქართველოში უამრავი დანაშაული აქვს ჩადენილი. ვთქვათ, ომი, რომელიც მან აბსოლუტურად უგონოდ დაიწყო რუსეთთან. შემდეგ მისი განცხადება, „დიდი ამბავი, რაღაც ქვები დავკარგეთო“... „ქვები“ - ეს 150-მდე სოფელია თბილისთან ახლოს. დღეს აქედან 25 კილომეტრზე რუსული ტანკები დგანან! და ისინი აქ მიხეილ სააკაშვილმა შემოიყვანა. იგი რუსების ანკესს წამოეგო. 2008 წლამდე რუსეთის არმიის არცერთი ტანკი საქართველოს ტერიტორიაზე არ იყო, არ იყვნენ რუსი ჯარისკაცებიც. რასაკვირველია, იყვნენ გაეროს ეგიდით რუსული სამშვიდობო ძალები, მაგრამ ეს ცალკე საუბრის თემაა. ამ სამშვიდობო ძალებში ქართული კონტინგენტიც შედიოდა და ისინი იურიდიულად ყველა გაეროს ექვემდებარებოდა.

მიხეილ სააკაშვილმა კი რა გააკეთა? მან გააკეთა ის, რომ ვლადიმირ პუტინის დახმარებით საქართველოში, აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ტერიტორიებზე, რუსეთის არმიის მძლავრი ბაზები შექმნა. მე არ ვიცი, როგორ შეიძლება მათი აქედან გაყვანა... ეს არის მიხეილ სააკაშვილის საქმიანობის შედეგი.
---------

ინტერვიუში გიორგი ხაინდრავა საუბრობს აგრეთვე მიხეილ სააკაშვილისა და მის მიერ შექმნილი რეჟიმის მიერ ჩადენილ დანაშაულობათა შესახებ: პრემიერ-მინისტრ ზურაბ ჟვანიას, ბანკის თანამშრომელ სანდრო გირგვლიანისა და ადმირალ ზურაბ ირემაძის მკვლელობები, ახალგაზრდების დახვრეტა და ა.შ. გიორგი ხაინდრავა საყვედურს გამოთქვამს, რომ უკრაინული მხარე აყოვნებს მისი სერიალის „ჰეროკრატიას“ ჩვენებას უკრაინელი ტელემაყურებლისათვის. „ეს ფილმი რეალურ ფაქტებზე, რეალურ სისხლის სამართლის საქმეებზეა დაფუძნებული. მასში სიმართლეა ასახული. სერიალის ტელეეკრანზე ჩვენების მიზნით მოლაპარაკებები მიდის, მაგრამ გადაწყვეტილების მიღება ჭიანურდება, ჩემთვის გაუგებარი მიზეზით“, - აღნიშნავს გიორგი ხაინდრავა და იხსენებს უკრაინელ ე.წ. „თავისუფლებისმოყვარე“ ჟურნალისტთან, ტელეწამყვან და პროდიუსერთან სავიკ შუსტერთან დაკავშირებულ ამბავს: „მე მიწვეული ვიყავი მასთან სტუდიაში სასაუბროდ, სადაც ჩემი ფილმი „დემოკრატიის შუქურის ჩვენება უნდა მომხდარიყო. გადაცემამდე ერთი საათით ადრე შემატყობინეს, რომ ჩემი გამოსვლა ეთერში არ გავიდოდა. ჩემთვის გასაგებია, თუ ვინ დგას ამ გადაწყვეტილების უკან: სავიკ შუსტერი ხომ მიხეილ სააკაშვილის მეგობარია“.


https://www.obozrevatel.com/politics/18530-georgij-haindrava

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა