„ჩვენი კორესპონდენტი მზიურ საქართველოში იმყოფებოდა, სადაც მან ინტერვიუ ჩამოართვა ქვეყნის პოლიტიკურ მოღვაწეებს, უფლებადამცველებს, აგრეთვე
სახელმწიფოს ოფიციალურ პირებს, რომლებიც ბევრ საინტერესო ფაქტებს მოჰყვნენ მიხეილ სააკაშვილის მმართველობის პერიოდზე. ჩვენ ახლა ვესაუბრებით გიორგი ხაინდრავას, საქართველოს ყოფილ სახელმწიფო მინისტრს კონფლიქტების დარეგულირების საკითხებში (2004-2006 წლებში), ცნობილ რეჟისორს, რომელმაც, სხვა კინოსურათებთან ერთად, 15 სრულმეტრაჟიანი ფილმი-სერიალი გადაიღო მიხეილ სააკაშვილის დიქტატორული რეჟიმის სისასტიკის შესახებ“, - ასეთი შესავალი აქვს გაკეთებული უკრაინული გამოცემა «Обозреватель»-ის მიერ გამოქვეყნებულ ვრცელ ინტერვიუს გიორგი ხაინდრავასთან.
საინფორმაციო სააგენტო "ნიუსპრესი" გთავაზობთ ამონარიდებს პუბლიკაციიდან:
- თქვენ მხარი დაუჭირეთ „ვარდების რევოლუციას“ და 2004 წელს პრემიერ ზურაბ ჟვანიას მთავრობაში შეხვედით - სახელმწიფო მინისტრად კონფლიქტების დარეგულირების საკითხებში, მჭიდრო სამუშაო კონტაქტები გქონდათ მიხეილ სააკაშვილთან ერთად. თქვენი აზრით, ვინაა მიხეილ სააკაშვილი და რა კაცია, საერთოდ?
- დავიწყოთ იმით, რომ არანაირი „ვარდების რევოლუცია“ არ ყოფილა. უბრალოდ, იყო ჭაობი, რომელიც ედურად შევარდნაძის მმართველობის დროს შეიქმნა. იგი ხომ ცეკას პირველი მდივანი იყო, რომელმაც მოგვიანებით ფერი შეიცვალა და საქართველოს ხელისუფლებაში დაბრუნდა. ყველა ცეკას მდივანბმა თავისი წვლილი შეიტანა ქვეყნის დაქცევაში, რადგან მათ კორუფციისა და ცენტრალური მართვის გარდა, არაფერი არ იცოდნენ. ასე მოხდა ყველა პოსტსაბჭოთა ქვეყანაში. მოხუცმა შევარდნაძემ ხელისუფლების საჭე ხელიდან გაუშვა. ამ დროს კი ე.წ. რეფორმატორთა ახალგაზრდა გუნდმა, რომლებიც სინამდვილეში ჩეკისტები და კაგებეს კომისრები აღმოჩნდნენ - მათ მსგავსად, რომლებმაც თავის დროზე, 1930-იან წლებში უკრაინაში შიმშილობა და მსხვერპლი გამოიწვიეს და საერთოდ, ყველგან, საქათველოს ჩათვლით, აი, მათი მემკვიდრეები ხელისუფლებას უცებ დაეპატრონენ, რომელიც, ფაქტიურად, „ქუჩაში ეგდო“.
საპროტესტო გამოსვლების დროს, 23 ნოემბერს, განხორციელდა შიდა სახელმწიფო გადატრიალება. მიუხედავად იმისა, რომ მთელი ნომენკლატურა ედუარდ შევარდნაძის მხარეზე იყო, მას მართვა აღარ შეეძლო, ამიტომაც ნომენკლატურად მხარი მიხეილ სააკაშვილს დაუჭირა, თუმცა იგი არ უყვარდათ. ყველას იმედი ჰქონდა, რომ პრეზიდენტი ზურაბ ჟვანია იქნებოდა, რადგან იგი უფრო გონიერი პოლიტიკოსი იყო...
მე არასდროს არ ვყოფილვარ პოლიტიკური პარტიის წევრი. ე.წ. „ვარდების რევოლუციას საქართველოს მოსახლეობის აბსოლუტურმა უმრავლესობამ მხარი დაუჭირა. ყველას იმედი ჰქონდა - „ახალგაზრდა მინისტრებია, უცხოეთში განათლებამიღებულები, მდგომარეობას გამოასწორებენო“. სინამდვილეში მათ, მიხეილ სააკაშვილის ჩათვლით, მხოლოდ რაღაც კურსები გაიარეს და ტრაბახობდნენ, ამერიკის უმაღლეს სასწავლებლები დავამთავრეთო. იგივე მიხეილ სააკაშვილი აშშ-ში მხოლოდ ცხრა თვე სწავლობდა, მანამდე კი „კაგებე“-ს ნომენკლატურული სასწავლებელი - კიევის უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების ფაკ-ტი დაამთავრა, სადაც საქმე ჩაუწყო ბიძამისმა თემურ ალასანიამ, საბჭოური „კაგებე“-სა და რუსული „ეფესბე“-ს გენერალმა.
ჩვენთან მიხეილ სააკაშვილთან დამოკიდებულება უკვე გარკვეულია. სამწუხაროდ, ჩვენ იძულებული გავხდით კერპთაყვანისმცემლობის მძიმე პერიოდი გაგვევლო. ყველაფერი კი ზვიად გამსახურდიათი დაიწყო, გაგრძელდა ედუარდ შევარდნაძით და მიხეილ სააკაშვილით... მადლობა ღმერთს, რომ საქართველოში ის ეპოქა უკვე დასრულდა, თუმცა თქვენთან უკრაინაში, ახლა იწყება... ვერ წარმომიდგენია, როგორ უნდა მისცენ ხმები უკრაინელებმა კლოუნ მიხეილ სააკაშვილს... ეს ხომ სასაცილო იქნება. განა ასეთი კაცი ხელისუფლებაში გსურთ გყავდეთ? მას უკრაინელებისთვის პრობლემების მოტანა შეუძლია...
(...)
მიხეილ სააკაშვილს საქართველოში უამრავი დანაშაული აქვს ჩადენილი. ვთქვათ, ომი, რომელიც მან აბსოლუტურად უგონოდ დაიწყო რუსეთთან. შემდეგ მისი განცხადება, „დიდი ამბავი, რაღაც ქვები დავკარგეთო“... „ქვები“ - ეს 150-მდე სოფელია თბილისთან ახლოს. დღეს აქედან 25 კილომეტრზე რუსული ტანკები დგანან! და ისინი აქ მიხეილ სააკაშვილმა შემოიყვანა. იგი რუსების ანკესს წამოეგო. 2008 წლამდე რუსეთის არმიის არცერთი ტანკი საქართველოს ტერიტორიაზე არ იყო, არ იყვნენ რუსი ჯარისკაცებიც. რასაკვირველია, იყვნენ გაეროს ეგიდით რუსული სამშვიდობო ძალები, მაგრამ ეს ცალკე საუბრის თემაა. ამ სამშვიდობო ძალებში ქართული კონტინგენტიც შედიოდა და ისინი იურიდიულად ყველა გაეროს ექვემდებარებოდა.
მიხეილ სააკაშვილმა კი რა გააკეთა? მან გააკეთა ის, რომ ვლადიმირ პუტინის დახმარებით საქართველოში, აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ტერიტორიებზე, რუსეთის არმიის მძლავრი ბაზები შექმნა. მე არ ვიცი, როგორ შეიძლება მათი აქედან გაყვანა... ეს არის მიხეილ სააკაშვილის საქმიანობის შედეგი.
---------
ინტერვიუში გიორგი ხაინდრავა საუბრობს აგრეთვე მიხეილ სააკაშვილისა და მის მიერ შექმნილი რეჟიმის მიერ ჩადენილ დანაშაულობათა შესახებ: პრემიერ-მინისტრ ზურაბ ჟვანიას, ბანკის თანამშრომელ სანდრო გირგვლიანისა და ადმირალ ზურაბ ირემაძის მკვლელობები, ახალგაზრდების დახვრეტა და ა.შ. გიორგი ხაინდრავა საყვედურს გამოთქვამს, რომ უკრაინული მხარე აყოვნებს მისი სერიალის „ჰეროკრატიას“ ჩვენებას უკრაინელი ტელემაყურებლისათვის. „ეს ფილმი რეალურ ფაქტებზე, რეალურ სისხლის სამართლის საქმეებზეა დაფუძნებული. მასში სიმართლეა ასახული. სერიალის ტელეეკრანზე ჩვენების მიზნით მოლაპარაკებები მიდის, მაგრამ გადაწყვეტილების მიღება ჭიანურდება, ჩემთვის გაუგებარი მიზეზით“, - აღნიშნავს გიორგი ხაინდრავა და იხსენებს უკრაინელ ე.წ. „თავისუფლებისმოყვარე“ ჟურნალისტთან, ტელეწამყვან და პროდიუსერთან სავიკ შუსტერთან დაკავშირებულ ამბავს: „მე მიწვეული ვიყავი მასთან სტუდიაში სასაუბროდ, სადაც ჩემი ფილმი „დემოკრატიის შუქურის ჩვენება უნდა მომხდარიყო. გადაცემამდე ერთი საათით ადრე შემატყობინეს, რომ ჩემი გამოსვლა ეთერში არ გავიდოდა. ჩემთვის გასაგებია, თუ ვინ დგას ამ გადაწყვეტილების უკან: სავიკ შუსტერი ხომ მიხეილ სააკაშვილის მეგობარია“.
https://www.obozrevatel.com/politics/18530-georgij-haindrava

















