ინდივიდუალური მოგზაურობა ინდოელი ჰუშბუ კოშელასთვის კატასტროფად გადაიქცა - 29 ივნისს ახალგაზრდა ქალი საქართველოში 15-დღიანი
სამოგზაურო ტურნეთი წავიდა, უკან კი კოშმარული მოგონებებით დაბრუნდა: თბილისის აეროპორტის მიგრაციის საკითხების დეპარტამენტმა უარი განუცხადა სარეკლამო საქმის სპეციალისტ ინდოელ ქალს ქვეყანაში შესვლაზე და რაიმე ახსნა-განმარტების გარეშე უკან დააბრუნა.
„32 საათი მშიერმა და უძილოდ გავატარე“, - ამბობს ჰუშბუ კოშელა. თუ ამას იმასაც დავამატებთ, რომ ავიაკომპანია „ეირ არაბიამ“ მისი ბარგი დაგვიანებით ჩამოიტანა, მიხვდებით, მართლაც რა გადახდა თავს ამ ქალბატონს. მან უკვე გაგზავნა კითხვები ინდოეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში მას შემდეგ, რაც გაერთიანებულ ემირატებში მყოფმა ინდოეთის ელჩმა მის პრობლემებს ყურადღება არ მიაქცია და „ხელი დაიბანა“.
როგორც ჰუშბუ კოშელა ამბობს, მან საქართველო ვიზის სწრაფად გაცემის გამო ამოირჩია. „თბილისში 29 ივნისის საღამოს ჩავფრინდი. დოკუმენტები შეამოწმეს - ამონაწერი ფინანსური ანგარიშიდან, პასპორტი, ვიზა და ა.შ. რამდენიმე კითხვა დამისვეს, რაღაცაზე ვიხუმრეთ კიდეც... ყველაფერი კარგად მიდიოდა, ჩემი დოკუმენტები წესრიგში აღმოჩნდა და შემიშვეს. თუმცა სულ მალე ჩინოვნიკმა მითხრა, რომ დავლოდებოდი. იძულებული გავხდი გავჩერებულიყავი აეროპორტში, სადაც პრობლემებია საკვებთან და სასმელ წყალთან დაკავშირებით. არ არსებობს არავითარი Wi-Fi“. ჰუშბუ კოშელა იძულებული გახდა ტელეფონი სხვა, მის მდგომარეობაში მყოფი მგზავრისთვის ეთხოვა და ისე გაეგზავნა მესიჯი ინდოეთის საგარეო საქმეთა მინისტრის სუშმა სვარაჯის სახელზე. „მე ვეხვეწებოდი საიმიგრაციო სამსახურის თანამშრომლებს, რომ წყალი და საკვები მაინც მოეცათ, მაგრამ ისინი ძალიან უხეშად იქცეოდნენ. ბოლოს, შვიდი საათის შემდეგ, მათ ნება დაგვრთეს რაღაც საჭმელი და წყალი გვეყიდა“.
(...)
ჰუშბუ კოშელა განსაკუთრებით უკმაყოფილოა იმით, რომ მომხდარ ფაქტზე ინდოეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს რეაგირება არ მოუხდენია: „მე ხომ არ ვითხოვდი, სპეციალური თვითმფრინავის გამომიგზავნეთ-მეთქი. სამშობლოში დაბრუნებაში მაინც დამხმარებოდნენ, თბილისის აეროპორტის საიმიგრაციო სამსახურის ჩინოვნიკები არაფერს მეუბნებოდნენ“, - ამბობს იგი, - „უცხო მგზავრები უფრო მეხმარებოდნენ, ვიდრე ჩემი ქვეყნის საელჩო, რომელმაც, უბრალოდ, ხელი დაიბანა“.
P.S. ქვეყნდება მცირეოდენი შემოკლებით
http://www.mid-day.com/articles/mumbai-bandra-girl-32-hour-nightmare-georgia-airport-solo-euro-trip/18391162

















