logo2
logo2
არქივი
« ივლისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31
logo2
logo2
«Day» (აზერბაიჯანი): ერევანი ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზის დისკრედიტაციას ცდილობს, მაგრამ არ გამოუვა
«Day» (აზერბაიჯანი): ერევანი ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზის დისკრედიტაციას ცდილობს, მაგრამ არ გამოუვა
11:57 04.07.2017
„ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო მაგისტრალის ექსპლოატაციაში გაშვების ვადების მოახლოებასთან დაკავშირებით, პროექტის პერსპექტივისა და ეკონომიკური ეფექტიანობის პოზიტიურ შეფასებებთან ერთად, გამოითქმება, რბილად რომ ვთქვათ, სკეპტიკური აზრებიც, რომლებშიც აშკარად გამოკვეთილია მიზანი - მოხდეს პროექტის დისკრიდიტირება და ეჭვები დაითესოს მის მონაწილეებს შორის ურთიერთობაში, - ნათქვამია სტატიაში (ავტორი - ლეილა ტარივერდიევა).

აზერბაიჯანელმა პოლიტოლოგმა ილგარ ველიზადემ კომენტარი გაუკეთა სომხურ მასმედიაში ბოლო დროს გამოქვეყნებულ „ანალიტიკურ“ სტატიებს, ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო მაგისტრალის მნიშვნელობასთან დაკავშირებით.

მკითხველებს შევახსენებთ, რკინიგზის მაგისტრალზე მოძრაობის გახსნა დაგეგმილი იყო ივნისის ბოლოსათვის, მაგრამ ქართულ მონაკვეთზე ჩამოწოლილი მეწყერის გამო წარმოქმნილი პრობლემების მოგვარებამ გარკვეული დრო მოითხოვა. ამიტომაც რკინიგზის ექსპლოატაციაში შესვლა აგვისტოს ბოლოსათვის გადაიდო.

როგორც აზერბაიჯანელი პოლიტოლოგი აღნიშნავს, ტრადიციულად, პროექტის ყველაზე ენერგიული კრიტიკოსები სომეხი ექსპერტები ითვლებიან. ისინი თავიანთ მსჯელობებში იქამდეც კი მივიდნენ, რომ აცხადებენ - აზერბაიჯანმა საქართველოს ამ რკინიგზით სომხური ტვირთების გადატანა აუკრძალა და შესაბამისად, საქართველო დაზარალდება - თბილისი ვერ მიიღებს საბაჟო შემოსავალს იმ ტვირთების გადატანით, რომლის მოცულობა ყოველწლიურად მილიონნახევარი ტონას აღემატებაო.

„საინტერესოა, რომელი მილიონნახევარი ტონა ტვირთი გადაიზიდება სომხეთის რკინიზგით საქართველოს მიმართულებით და როგორ შეუძლია სომხეთს ბაქო-თბილისის-ყარსის მაგისტრალით სარგებლობა, რომლის მთვარი არსს თურქეთის აზერბაიჯანის და საქართველოს სარკინიგზო სისტემების გაერთიანება წარმოადგენს? დააკვირდით მსჯელობას: სომეხი ფსევდოექსპერტები თვლიან, რომ რკინიგზის ქართული მონაკვეთი - ახალქალაქიდან კარწახამდე - ვიწროლიანდაგიანია და თუ გავითვალისწინებთ მას, რომ საქართველოში ვიწროლიანდაგიანი რკინიგზის მატარებლები არ არის, ეს ნიშნავს, რომ ამ რკინიგზაზე მხოლოდ თურქული სარკინიგზო შემადგენლობები ივლიან და, შესაბამისად, სომხური ტვირთების გარეშე საქართველო პოტენციურ შემოსავლებს დაკარგავსო. ასეთი მსჯელობა სიცრუე და უაზრობაა. რატომ? იმიტომ, რომ სომეხი ვაი-ექსპერტები განგებ ივიწყებენ იგნორირებენ იმ ფაქტს, რომ ჯერ კიდევ რამდენიმე წლის წინათ, პროექტის ჩარჩოებში დასრულდა ლიანდაგების შესაცვლელი პუნქტის მშენებლობა, რომლის მეშვეობით 1520 მმ. გაბარიტების მქონე ლიანდაგი 1435 მმ-იანზე შეიძლება იქნეს გადაყვანილი, ანუ რკინიგზით ისარგებლებს არამარტო საქართველო, არამედ აზერბაიჯანი და ცენტრალური აზიის ქვეყნებიც. რკინიზის ამ სტანდარტის გამოყენებით ბაქო-თბილისი-ყარსის საპროექტი სიმძლავრე წელიწადში 20 მილიონ ტონამდე შეადგენს, თანაც რეალურ და არა პირობით მოცულობას, რომლითაც სომხები ტრაბახობენ - საქართველოსაკენ ამდენ და ამდენ ტვირთს ვუშვებთო“, - აღნიშნა ჩვენთან საუბარში იდგარ ველიზადემ.
აზერბაიჯანელი პოლიტოლოგის თქმით, ვაი-ექსპერტების ნაბოდვარის კულმინაცია და პროფანაციაა ის, რომ თითქოსდა აზერბაიჯანს საქართველოს მიმართ პრეტენზია წაუყენებია სტარიფო პოლიტიკის ერთპიროვნულად გატარების თაობაზე. რეალურად ტარიფების დადგენა მხოლოდ უწყებათაშორისო შეთანხმებით მოხდება იმ მხარეთა მიერ, რომლებიც პროექტის მონაწილენი არიან. იდგარ ველიზადემ ხაზი გაუსვა, რომ ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზა შემდება საქართველო-აზერბაიჯან-თურქეთის სამთავრობოთაშორისო შეთანხმების მიხედვით და, შესაბამისად, სწორედ ეს დოკუმენტი განსაზღვრავს პროექტის ინსტიტუციურ ჩარჩოებს. „ასე რომ, არავინ არავის არაფერს კარნახობს“, - თქვა პოლიტოლოგმა. „მაგრამ ის, თუ ვისი პირდაპირი თუ ირიბი კარნახით იწერება მსგავსი უსაფუძვლო სტატიები რეგიონული პროექტების დისკრედიტირების მიზნით და ვის ინტერესებს ემსახურებიან ისინი, ვფიქრობ, საიდუმლოს არ წარმოადგენს“, - ასკვნის იდგარ ველიზადე.


http://news.day.az/politics/910346.html

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა