ამერიკულ გამოცემა «The Washington Diplomat»-ის მიერ გამოქვეყნებულ სტატიაში საუბარია ქართველი დიპლომატის, აშშ-ში საქართველოს ელჩის დავით ბაქრაძისა
და მისი ოჯახის შესახებ. მასში ვრცლადაა გადმოცემული აგრეთვე საქართველოს გეოპოლიტიკური მდებარეობისა და საგარეო პოლიტიკის თაობაზე.
საინფორმაციო სააგენტო "ნიუსპრესი" გთავაზობთ გეილ სკოტის ავტორობით გამოქვეყნებული სტატიის ქართულენოვან რეზიუმეს:.
„როცა მეკითხებიან, საიდან ვარ ჩამოსული, ვეუბნები, საქართველოდან („ჯორჯიიდან“)-მეთქი“, - ამბობს ანა მათუკაშვილი, - ისინი ხშირად ფიქრობენ, რომ სადღაც ატლანტიდან ან ამ სამხრეთი შტატის რომელიმე ქალაქიდან ვარ“.
მაგრამ ანა მათუკაშვილი და მისი ქმარი დავით ბაქრაძე, რომელიც დიდი ხანი არაა, რაც აშშ-ში საქართველოს ელჩად დაინიშნა, იმ ქვეყნიდან არიან, რომელიც ევროპისა და აზიის გადაკვეთის ადგილზე მდებარეობს, მას შავი ზღვა, თურქეთი, რუსეთის, სომხეთი და აზერბაიჯანი ესაზღვრება. რადგან ბევრ ამერიკელს წარმოდგენა არ აქვს კავკასიაში მდებარე ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკა საქართველოზე, სადაც ბევრია მთიანი სოფლები და ზღვის პლაჟები და რომელმაც ახლახანს აშშ-სთან დიპლომატიური ურთიერთობის დამყარების 25 წელი აღნიშნა, დავით ბაქრაძე და ანა მათუკაშვილს სურთ იცოდნენ ამერიკელებმა, თუ როგორაა ინტეგრირებული მათი ქვეყანა დასავლეთთან. მაგალითად, ანა მათუკაშვილი ამბობს, რომ საქართველოს, სხვებთან შედარებით, თავისი სამხედრო მოსამსახურეების ყველაზე მეტი რაოდენობა ჰყავს გაგზავნილი ნატოს სამშვიდობო მისიაში, ავღანეთში. „მე მინდა, რომ ამერიკელებმა რაც შეიძლება მეტი იცოდნენ ჩემი ქვეყნის კულტურასა და მღავალფეროვნებაზე“, - ამბობს დიპლომატის ცოლი.
საქართველო დიდი ხანია ესწრაფვის ნატოსა და ევროკავშირში გაწევრიანებას, რათა რუსეთის ჰეგემონიას თავი დააღწიოს. საქართველომ უკვე გამოსცადა, რას ნიშნავს რუსეთთან მეზობლობა - მოსკოვი მხარს უჭერს საქართველოს რეგიონების - აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის სეპარატიზმს. რუსეთმა მათი ოკუპირება მოახდინა, რაც საქართველოს ტერიტორიის 20%-ს შეადგენს - 2008 წლის აგვისტოში მომხდარი ომის შედეგად.
პუბლიკაციაში ფართოდაა გადმოცემული ქართველი დიპლომატის ოჯახის ისტორია: დავითისა და ანას გაცნობა, მათი სიყვარული, შეუღლება, შვილები...
„ჩემი ქმარი კალათბურთს თამაშობდა ხუთი წლის განმავლობაში... შემდეგ კი, 1990-იან წლებში, სახელმწიფო სამსახურში გადავიდა, მუშაობდა პრეზიდენტის პრესსამსახურში, შემდეგ დიპლომატიის სფერო - სახელმწიფო მინისტრის თანამდებობა ევროპული ინტეგრაციის საკითხებში, ელჩად დანიშვნა საბერძნეთსა და სერბეთში...“, - ამბობს ანა მათუკაშვილი. თვითონ ანა პროფესიით ექიმია, მშობლების კვალს გაჰყვა (მამა - ქირურგი, დედა - სტომატოლოგი), ისიც სტომატოლოგია, მაგრამ მას თავისი პროფესიით პრაქტიკულად არ უმუშავია. დაკავებული იყო პროფილური საქმიანობით არასამთავრობო ორგანიზაციებთან. მშობლიურის გარდა იცის რამდენიმე უცხო ენა - რუსული, გერმანული, ინგლისური.
ანა მათუკაშვილი გაზეთის კორესპონდენტთან საუბრობს აგრეთვე ქართულ კულტურაზე, ქართულ სამზარეულოზე, კულინარიაზე და სხვა ტრადიციებზე. ანა აღიარებს, რომ დიპლომატის ცოლობა იოლი არ არის. „მე ჩემი კარიერის შეწყვეტა და ახალი ცხოვრების დაწყება მომიწია. ძნელია ამის წარმოდგენა, მაგრამ აქ მთავარი როლი სიყვარულმა შეასრულა. როცა გიყვარს, ყოველდღიური ცხოვრება უფრო იოლი ხდება“.
http://www.washdiplomat.com/index.php?option=com_content&view=article&id=15530&Itemid=421

















