logo2
logo2
არქივი
« ივლისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31
logo2
logo2
«Radio Praha»(ჩეხეთი): ჩეხური ბილიკები თუშეთის მთებში
«Radio Praha»(ჩეხეთი): ჩეხური ბილიკები თუშეთის მთებში
09:12 02.07.2017
უკვე ათი წელია ჩეხეთის საგარეო საქმეთა სამინისტროსთან არსებული „განვითარების მხარდაჭერის სააგენტო“ დახმარების ხელს უწვდის მსოფლიოს სხვადასხვა რეგიონში მდებარე გაჭირვებულ ქვეყნებს: ამუშავებს და უფინანსებს პროგრამებს, რომლებიც იქაურ მოსახლეობას პრობლემების მოგვარებაში ეხმარება. ამჟამად სააგენტო პროგრამებს მსოფლიოს 12 ქვეყანაში ახორციელებს. საქართველო თავიდანვე იქნა შეტანილი სააგენტოს მუშაობის პრიორიტეტულ მიმართულებებში. დღეს საქართველო კავკასიის რეგიონის ერთადერთი სახელმწიფოა, სადაც ჩეხეთი თავის სპეციალისტებს გზავნის გამოცდილების გასაზიარებლად და აფინანსებს პროგრამებს განვითარებადი ქვეყნებისადმი დახმარების ჩარჩოებში“, - ნათქვამია ვრცელ რადიოსიუჟეტში, რომელიც 30 ივნისს ჩეხეთის რადიოსადგურის Radio Praha-ს ეთერში გადაიცა (ავტორი - ზდენკა კუჩინოვა).

საინფორმაციო სააგენტო "ნიუსპრესი" გთავაზობთ სიუჟეტის ქართულენოვან რეზიუმეს:

ჩეხეთის მთვარობის მიერ საქართველოთვის შემუშავებული მხარდაჭერის ერთ-ერთი პროგრამა ძნელადმისადგომ მთიან რეგიონში - თუშეთში ხორციელდება:

„თუშეთი ისეთი მაღალმთიანი მხარეა, რომელიც თითქმის ყველაზე მეტადაა იზოლირებული საქართველოს ცენტრისაგან, დაღესტანს და ჩეჩნეთს ესაზღვრება. თუშეთში რომ მოხვდეთ, სამი ათას მეტრ სიმაღლეზე მდებარე უღელტეხილი უნდა გადალახოთ, თუმცა სწორედ იზოლირებულობის წყალობით ინარჩუნებს ადგილობრივი მოსახლეობა თავიანთ ტრადიციულ ყოფას. სამწუხაროდ, მშობლიური მხარე ბევრმა თუშმა დატოვა, თავისი ცხოვრების უფრო კომფორტულად მოწყობის მიზნით. თუშეთში ელექტროენერგიაც სანატრელი გაუხდათ, ამიტომ ჩეხეთის დახმარება ამ საკითხის გადასაჭრელად დროული აღმოჩნდა. რასაკვირველია, რეგიონის სრული ელექტროფიკაცია, ხეობიდან ზემოთ ელექტროგადამცემი ხაზის გაყვანით, ჩვენს ძალებს აღემატება და ძალიან ძვირიცაა, თუმცა ჩვენ მაინც შევძელით ე.წ. „კუნძულოვანი სისტემების“ მოწყობა, მზის პანელების გამოყენებით“, - ამბობს რადიოსიუჟეტში მიხაელ ჰაშეკი, საერთაშორისო ბუნებისდაცვითი ორგანიზაცია Europarc-ის ვიცე-პრეზიდენტი და ჩეხეთის რესპუბლიკის თანამშრომლობის სააგენტოს კოორდინატორი.

რადიოკორესპონდენტის შეკითხვაზე, შენარჩუნებულია თუ არა თუშეთში საბჭოური ელექტროფიკაციის ძველი სისტემა, რომელიც საქართველოს სსრ კავშირის შემადგენლობაში ყოფნის დროს არსებობდაო, მიხაელ ჰაშეკი პასუხობს: „რა თქმა უნდა, საბჭოთა პერიოდში თუშეთის ელექტროფიცირებული იყო. გზის გასწვრივ ახლად დგას 1970-იან და 80-იან წლებში აგებული ელექტროგადამცემი ანძები, თუმცა მათი უმრავლესობა დღეს გამოუსადეგარია. თუშეთის ელექტროფიკაციის პროექტი იმ პერიოდშიც ძალიან ძვირი იყო, ანძები თოვლისა და მეწყერების გამო მწყობრიდან გამოდიოდა, მაგრამ საქართველოს სსრ-ს ფინანსების ხარჯვის შესაძლებლობა ჰქონდა და ელექტროგადამცემი ხაზები ყოველწლიურად რემონტდებოდა. დამოუკიდებელ საქართველოს კი ამ დარგში ინვესტიციების მუდმივი ჩადების შესაძლებლობა არ აქვს“.

მიხაელ ჰაშეკი საუბრობს იმ ხშირ სიძნელეებზე, რაც თან ახლავს მზის ენერგიის მიღებისათვის საჭირო პანელების დამონტაჟებას - უგზოობა, შრომატევადობა, უტრანსპორტობა და ა.შ. „ამასთან, ელექტროფიკაცია ჩვენი საქმიანობის ერთადერთი მიმართულება არ არის. საქართველომ თუშეთი ბუნების დაცვის ზონად გამოაცხადა. ტურისტული თვალსაზრისით ეს რეგიონი ძალიან მიმზიდველია, მაგრამ ტურიზმს პრობლემებიც თან ახლავს - ნაგვის სახით, რომელსაც ტურისტები ტოვებენ (ძირითადად, პლასტიკური ბოთლები და ცელოფანის პარკები). დღემდე ნაგვის შეგროვების საკითხის მოგვარებით არავინ დაინტერესებულა. ადრე უბრალოდ ნაგავს მიწას აყრიდნენ ხოლმე. ჩვენ შევძელით ამ პრობლემის მეტ-ნაკლებად მოგვარება: დავაფინანსეთ ნაგვის მანქანის მოძრაობა, ნაგავი გროვდება და მანქანის მეშვეობით მისი გატანა ხდება“, - ამბობს მიხაელ ჰაშეკი.

ჩეხმა სპეციალისტებმა კარგად შეისწავლეს რეგიონის ინფრასტრუქტურა, დაამუშავეს სპეციალური რუკები, ტურისტული მარშრუტების ჩვენებით. ტურისტული მცირე პანსიონატები ადგილობრივი მოსახლეობისათვის, მეცხვარეობის გარდა, შემოსავლის კიდევ ერთ წყაროდ იქცა. „გარდა ამისა, ჩვენი ფინანსური მხარდაჭერით აიგო კარტოფილის საცავები, შევისყიდეთ ცხვრის ელექტროსაკრეჭები... აქ იმდენი ცხვარია, რომ მატყლის გაყიდვა შეიძლება სამომავლოდ თუშებისთვის შემოსავლის მომტანად იქცეს. რაც შეეხება სამედიცინო მომსახურებას, ჩვენ ამ დარგშიც ვცდილობთ წვლილის შეტანას: შევიძინეთ სასწრაფო სამედიცინო დახმარების ავტომობილი. გასულ წლამდე აქ, სადაც 10 ათასამდე ადამიანი ცხოვრობს, მოსახლეობისთვის და ტურისტისთვის დახმარების აღმომჩენი ექიმი არ იყო. აუცილებლობის შემთხვევაში ექიმს 30 კილომეტრის გავლა უხდებოდა. ვერტმფრენი კი მხოლოდ ექსტრენულ შემთხვევებში, რადგან ძალიან ძვირია. დღეს რეგიონს სამხედრო ექიმი ემსახურება, რომელსაც გადაეცა ჩეხეთის ფულით შეძენილი ავტომობილი, აგრეთვე თანამედროვე ამბულატორია“, - ეუბნება მიხალ ჰაშეკი ზდენკა კუჩინოვას.

ჩეხები ქართველებს თუშეთის ისტორიული ღირსშესანიშნაობების აღდგენაშიც უწევენ დახმარებას: „ამ ტრადიციას უკვე 15-წლიანი ისტორია აქვს. ჩვენი ყურადღების ქვეშაა ქვის კოშკები, რომლებიც ადგილობრივი მასალისგანაა აგებული და მრავალი საუკუნის მანძილზე მხოლოდ კავკასიაში შენდებოდა. მსოფლიოს სხვა კუთხეში ვერსად მსგავს რამეს ვერ იპოვით. სამწუხაროდ, თუშეთში კოშკები არასახარბიელო მდგომარეობაში არიან. აქ თითქმის აღარ დარჩნენ ადამიანები, რომლებიც წინაპრების მიერ შემონახულ ძეგლებს მოუვლიან. კოშკები თანდათან ინგრევა. სერიოზული პრობლემაა ფინანსების ნაკლებობაც. და აი, ამ რთულ მომენტში ჩეხეთიდან მოხალისეები ჩამოვიდნენ, რომლებმაც წვლილი შეიტანეს ომალოში - თუშეთის ცენტრალურ სოფელში არსებული კოშკების სისტემის აღდგენაში. რემონტდება და რესტავრირდება ეკლესიებიც..“, - ამბობს მიხალ ჰაშეკი ინტერვიუში.




http://www.radio.cz/cz/rubrika/panorama/cesko-pomaha-v-gruzinskem-tuseti-uz-se-tu-neztratite-a-nezustanete-bez-lekarske-pomoci
http://www.radio.cz/ru/rubrika/razgovor/cheshskie-tropy-v-gorax-tushetii




FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა