logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
«Lragir»(სომხეთი): რატომ გახდა სომხეთი ევრაზიული კავშირის მძევალი? ერევანმა თბილისს ევროკავშირში პროდუქციის ერთობლივი ექსპორტი შესთავაზა
«Lragir»(სომხეთი): რატომ გახდა სომხეთი ევრაზიული კავშირის მძევალი? ერევანმა თბილისს ევროკავშირში პროდუქციის ერთობლივი ექსპორტი შესთავაზა
09:04 02.07.2017
სომხურ გამოცემა «Lragir»-ის მიერ გამოქვეყნებულ სტატიაში კომენტირებულია საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის გიორგი გახარიას ვიზიტი სომხეთში და მისი შეხვედრები სომეხ კოლეგა სურენ კარაინთან, პრემიერ კარენ კარაპეტიანთან და პრეზიდენტ სერჟ სარგსიანთან. მასში აღნიშნულია, რომ სომხურმა მხარემ ქართველ მინისტრს მესამე სახელმწიფოში პროდუქციის ერთობლივი ექსპორტი შესთავაზა: „საქართველოს შეუძლია სომხეთის მეშვეობით თავისი საქონელი ევრაზიული კავშირის ქვეყნებში გაიტანოს, სომხეთს კი, საქართველოს მეშვეობით, ევროკავშირის ქვეყნებში“.

საინფორმაციო სააგენტო "ნიუსპრესი" გთავაზობთ ნაირა აირუმიანის ავტორობით გამოქვეყნებული მასალის ქართულენოვან ვერსია:

რაზე ისაუბრეს პრეზიდენტმა და პრემიერმა ქართველ მინისტრთან, ამის დეტალები არ გავრცელებულა, მაგრამ აშკარაა, რომ შეხვედრაზე იმსჯელეს მთავარ საკითხზე - განავითარებს თუ არა საქართველო თავის ურთიერთობას სომხეთთან როგორც სუვერენულ მეზობელ სახელმწიფოსთან თუ როგორც ევრაზიული კავშირის არასუვერენულ წევრთან?

საქართველოს და სომხეთსა ინტეგრაციის ალტერნატივები არ აქვთ. საკითხი იმაში, რომ ორმხრივი ურთიერთობების პროცესი „მესამე სახელმწიფოს“ მიერ კი არ იყოს განპირობებული, არამედ დაფუძნებული იყოს ორი დამოუკიდებელი სახელმწიფოს ინტერესებზე. ევრაზიულ კავშირში გაწევრიანების შემდეგ სომხეთი იძულებულია რუსეთს უყუროს. ერევნის ყოველი მცდელობა სუვერენულად იმოქმედოს ევრაზიული ბორკილებით იზღუდება.

ისე, კაცმა რომ თქვას, ასეთი რამ მხოლოდ სომხეთის მიმართ ხდება. საეჭვოა, რომ ყაზახეთი ჩინეთთან ურთიერთობაში ევრაზიული კავშირის წევრის სტატუსით მოქმედებდეს და არა როგორც დამოუკიდებელი სახელმწიფო. თვითონ რუსეთის არ ჰკითხავს სომხეთს არაფერს, როცა „მესამე ქვეყნებთან“ ურთიერთობს.

და რატომ მაინცდამაინც სომხეთი გახდა ევრაზიული კავშირის მძევალი?

საქართველოს ხელი არ აქვს მოწერილი არანაირ შეთანხმებაზე ევრაზიულ კავშირთან და სომხეთთან და რუსეთთან ვაჭრობას უპირატესად ორმხრივ და სამმხრივ რეჟიმში ამჯობინებს. აშკარაა, რომ თბილისი არც მომავალში არ აპირებს რაიმე ოფიციალურ ურთიერთობას ევრაზიულ კავშირთან. ერევანი კი „უდრეკად ითხოვს“, რომ სომხეთი ევრაზიული კავშირის წევრად იქნეს მიჩნეული და არა როგორც სუვერენულ სახელმწიფოდ. ჯერ-ჯერობით საქართველო სომხეთს მუდმივად მიიჩნევს სუვერენულ სახელმწიფოდ, რომელთანაც შეიძლება წარმატებული ორმხრივი ურთიერთობა ჰქონდეს.

სომხეთი რუსეთთან სულ უფრო მეტ ინტეგრაციაზე მიდის და უარს ამბობს დასავლურ ინვესტიციებზე, ტექნოლოგიურ-ლოჯისტიკურ მხარდაჭერაზე. მაგრამ სუფთა ლოჯისტიკური, სამხედრო-პოლიტიკური და სტრატეგიული თვალსაზრისით, საქართველო და სომხეთი ერთმანეთისაგან ცალ-ცალკე არ უნდა განიხილებოდეს. ამას ყველაზე კარგად ერევანში ხვდებიან, რადგან სომხეთს სხვა სახმელეთო გზა მსოფლიოსთან, საქართველოს გარდა, არ აქვს. მაგრამ ქართველებსაც ესმით, რომ მათი ქვეყანა გლობალურ ეკონომიკურ და უსაფრთხოების სტრატეგიაში მხოლოდ რეგიონთან მიმართებით განიხილება და არა როგორც ცალკეული პოლიტიკური ერთეული.



http://www.lragir.am/index/rus/0/comments/view/56674


FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა