logo2
logo2
არქივი
« ივლისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31
logo2
logo2
"Radio Voice of America"(აშშ): ერთპარტიული მონოპოლია; როგორ შემოაპარა „ქართულმა ოცნებამ“ საკონსტიტუციო ცვლილებების საკუთარი ვარიანტი
"Radio Voice of America"(აშშ): ერთპარტიული მონოპოლია; როგორ შემოაპარა „ქართულმა ოცნებამ“ საკონსტიტუციო ცვლილებების საკუთარი ვარიანტი
08:47 02.07.2017
ბათუმში ევროპის საკონსტიტუციო სასამართლოების კონგრესისთვის ჩამოსულმა ევროსაბჭოს ვენეციის კომისიის თავმჯდომარემ ჯანი ბუკიკიომ საქართველოში ყოფნისას ყველაზე მეტი კონსტიტუციის შესახებ ისაუბრა, რომლის თაობაზეც რეკომენდაციებსა და შეფასებებს მისი უწყება გასცემდა. კონფერენციის შემდგომ, იგი თბილისში ყველა იმ აქტორს შეხვდა, ვინც კონსტიტუციის პროექტზე მუშაობდა.
საპარლამენტო უმრავლესობასთან, პრემიერთან, საპარლამენტო და არასაპარლამენტო უმცირესობასთან, არასამთავრობო ორგანიზაციებთან თუ პრეზიდენტთან შეხვედრისას მისი მთავარი მესიჯი შემდეგი გახლდათ: კონსტიტუცია საყოველთაო კონსენსუსის პირობებში უნდა იქნას მიღებული, წინააღმდეგ შემთხვევაში მისი ლეგიტიმაციის პრობლემა წარმოიქმნება. „ის პროცესი დაიბლოკა, რომელშიც სხვადასხვა მონაწილე უნდა ყოფილიყო ჩართული“, – ამბობს ჯანი ბუკიკიო.
კონსენსუსისკენ მითითების შესახებ მესიჯს საპარლამენტო უმრავლესობა ისე თარგმნის, თითქოს ის მხოლოდ საპარლამენტო უმრავლესობისკენაა მიმართული, რომელიც კონსტიტუციის პარლამენტის კენჭისყრაზე წარმოდგენილ ვარიანტს არ ეთანხმება. პრემიერი გიორგი კვირიკაშვილი აცხადებს, რომ „ქართულმა ოცნებამ“ უკვე ბევრი დათმო. „ჩვენ, რა თქმა უნდა, გავარძელებთ დიალოგს. ჩვენ ძალიან ბევრი მნიშვნელოვანი პოლიტიკური კომპრომისი გავაკეთეთ და ვფიქრობ, რომ ასევე ოპოზიციამაც უნდა შეხედოს ამ კომპრომისებს, როგორც ძალიან მნიშვნელოვან მიღწევას“.
პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე კი აცხადებს: „ყველაფერი გააკეთა ბატონმა ჯანი ბუკიკიომ იმისთვის, რომ შემდგარიყო პოლიტიკური კომპრომისი საზოგადოებაში, პოლიტიკურ სუბიექტებს შორის. ჩვენ, საბოლოო ჯამში, ავუხსენით ვენეციის კომისიის პრეზიდენტს ის, თუ რა განაპირობებდა გადაწყვეტილებების მიღებას საქართველოს პარლამენტში, როგორ იქნა მიღებული ის გადაწყვეტილება, რომლის საფუძველზეც ჩამოყალიბდა საბოლოო დოკუმენტი. საქართველოს კონსტიტუცია იქნება არა მხოლოდ ლეგიტიმური, არამედ ყველაზე დახვეწილი დოკუმენტი“.
პაატა დავითაია, არასაპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენელი ამბობს, რომ კონსტიტუცია უკან უნდა იყოს გათხოვილი და მისი კონსულტირების პროცესი ხელახლა უნდა დაიწყოს: „აუცილებლად უნდა დაიწყოს კონსტიტუციის გამოთხოვის და თავიდან განხილვის პროცედურა. ხაზი მინდა გავუსვა, რომ ვენეციის კომისია მზადაა, გაიაროს ეს პროცედურები და დაუშვას პრეცენდენტი საქართველოსთვის (რაოდენ სამწუხაროც არ უნდა იყოს, რომ ასეთი გზა უნდა გაიაროს საქართველოს პარლამენტმა), გააჭიანუროს რეკომენდაციის ვადა და დაწეროს ახალი რეკომენდაციები“.
მთავარი პრობლემა, რასაც კონსტიტუციის უკვე ორჯერ მიღებულ პროექტში ხედავს ყველა, გარდა მმართველი გუნდისა, საარჩევნო სისტემას ეხება. მმართველი გუნდი თავიდან თანახმა იყო მაჟორიტარული სისტემის გასაუქმებლად. ამგვარი რიტორიკით ჩაატარა მან საერთო სახალხო განხილვებიც, თუმცა პარლამენტში კენჭისყრის პროცესში მხარი საწინააღმდეგოს დაუჭირა. გიორგი მარგველაშვილმა, საქართველოს პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ამით „ქართულმა ოცნებამ“ საკუთარი ვარიანტის შემოპარვა სცადა: „ვერც ქართულ საზოგადოებას და ვერც საერთაშორისო საზოგადოებას ვერაფერს გამოაპარებ და ვერაფერს მოატყუებ. „ქართულმა ოცნებამ“ უნდა გაიაზროს ის, რომ ეს პროცესი სერიოზულად აზარალებს ჩვენი ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებასა და მის დემოკრატიულ იმიჯს და დავიწყოთ კონსტიტუციური პროცესი ისე, როგორც ის უნდა მიმდინარეობდეს: დიალოგის, ჩართულობის კონსენსუსის ღირებულებებიდან გამომდინარე“.
„ამერიკის ხმასთან“ საუბრისას "სამართლიანი არჩევნების" ხელმძღვანელი მიხეილ ბენიძე აცხადებს, რომ მმართველი გუნდი კონსტიტუციის ერთპიროვნულად მიღებით ერთის მხრივ, მეორეს მხრივ კი თვითმმართველობების გაუქმებით, ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებას რთულ მომავალს უმზადებს.
„ჯანი ბუკიკიოსთან შეხვედრისას ვისაუბრეთ იმის შესახებ, რომ ჩვენთვის პრობლემაა არა მხოლოდ ის, რაც ხდება კონსტიტუციასთან მიმართებით, არამედ, დიდ სურათს თუ შევხედავთ, კიდევ უფრო მეტის თქმაა შესაძლებელი, მათ შორის, საარჩევნო კოდექსში ცვლილებები, საარჩევნო ადმინისტრაციის დაკომპლექტებასა და თვითმმართველი ქალაქების გაუქმებისკენ გადადგმული ნაბიჯები და მათი გაუქმება, პრაქტიკულად. შვიდი ქალაქის სტატუსის მოხსნა და ასე შემდეგ, რაც მიანიშნებს, რომ ეს ნაბიჯები მიმართულია ქართული ოცნების პარტიული მდომარეობის გაუმჯობესებისკენ. შერეული საარჩევნო სისტემის შენარჩუნებაც, ცალსახად, მმართველ პარტიას აძლევს ხელს და ეს ვნახეთ ჩვენ საქართველოს სხვადასხვა ქალაქებში, არაერთხელ. ეს ყველაფერი ერთად, დიდ სურათში არის ის შემაშფოთებელი სიმპტომები, რაც, შეიძლება, ძალიან ცუდად გამომჟღავნდეს მომავალში“, - ამბობს მიხეილ ბენიძე.
საქართველოს კონსტიტუცია ორი მოსმენით უკვე მიღებულია, თვითმმართველი ქალაქების სტატუსები კი გაუქმებული. „ქართული ოცნება“ საკონსტიტუციო უმრავლესობას წარმატებით იყენებს ერთპარტიული გადაწყვეტილებების რეალიზებისთვის.



FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა