logo2
logo2
არქივი
« ივლისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31
logo2
logo2
პოროშენკოს ვიზიტი საქართველოში და სააკაშვილის ექსტრადირების საკითხი
პოროშენკოს ვიზიტი საქართველოში და სააკაშვილის ექსტრადირების საკითხი
12:32 30.06.2017
ამერიკული რადიოსადგურის ვებ-გვერდზე გამოქვეყნებულ სტატიაში საუბარია საქართველოში უკრაინის პრეზიდენტის პეტრო პოროშენკოს მომავალი ვიზიტის შესახებ და ამასთან დაკავშირებით - მიხეილ სააკაშვილის სავარაუდო ექსტრადიციასთან დაკავშირებით. პუბლიკაციაში გადმოცემულია საკითხის წინაისტორია - თუ როგორ აღმოჩნდა საქართველოს ექს-პრეზიდენტი უკრაინაში, რატომ დანიშნა იგი უკრაინის პრეზიდენტმა ოდესის ოლქის გუბერნატორად, რატომ დაუპირისპირდა მიხეილ სააკაშვილი თავის „მეგობარ“ პეტრო პოროშენკოს და ა.შ.

როგორია ქართველი ექსპერტების თვალსაზრისი მიხეილ სააკაშვილის სავარაუდო ექსტრადირებასთან მიმართებით? გთავაზობთ ამონარიდს სტატიიდან:

„ამერიკის ხმის“ რუსულ სამსახურისთვის გაკეთებულ კომენტარში ექსპერტმა ზაალ ანჯაფარიძემ აღნიშნა, რომ მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერების და მისი უკრაინული გუნდის საუბრები, თითქოსდა მოლაპარაკება მიდის ექსტრადირებაზეო, მხოლოდ „თავის დაზღვევის მიზნით“ დაწყებული საუბარია; „ეს სრულიად მოსალოდნელი იყო მათი მხრიდან, რადგან ისინი დღეს უკრაინაში თავს ძალიან არამყარ, მყიფე მდგომარეობაში გრძნობენ. გარდა ამისა, ეს არის ჩვეულებრივი და მორიგი შავი პიარი პეტრო პოროშენკოს წინააღმდეგ, პრეზიდენტის ავტორიტეტისა და იმიჯის შელახვის მიზნით, უპირველეს ყოვლისა, დასავლეთის თვალში“.

ექსპერტი გია ნოდია სრულიად დასაშვებად მიიჩნევს, რომ ქართული მხარე უკრაინის წარმომადგენლებთან საუბარში, ან დიპლომატიური არხებით, შესაძლოა დაინტერესებულია ძებნაში მყოფი მიხეილ სააკაშვილის ექსტრადირებით, მაგრამ პრაქტიკულად ექს-პრეზიდენტის ქართული მხარისადმი გადმოცემა ნაკლებად სავარაუდოა და შეუძლებელიც კი, რადგან ამ შემთხვევაში მთავარ ფაქტორს საკითხის იურიდიული მხარე წარმოადგენს [მიხეილ სააკაშვილი უკრაინის მოქალაქეა, უკრაინის კონსტიტუცია კი მოქალაქის გადაცემას კრძალავს]. გარდა ამისა, გია ნოდიას თქმით, ექს-პრეზიდენტის ექსტრადირება უკრაინის მხრიდან არაპოპულარული ნაბიჯი იქნება, რომელიც იქაურ ხელისუფლებას პოლიტიკური თვალსაზრისით არ აწყობს. „იმის გათვალისწინებით, რომ საქართველოს ხელისუფლებამ ვერ მიაღწია ევროპის სხვადასხვა სახელმწიფოებში მყოფი „ნაციონალი“ ჩინოვნიკების გადმოცემას, ამ ფონზე თვითონ მიხეილ სააკაშვილის ექსტრადირება არარეალური სცენარია“, - ამბობს გია ნოდია „ამერიკის ხმის“ რუსული სამსახურისადმი მიცემულ ინტერვიუში. მისი თქმით, არანაკლებ მნიშვნელოვანია ის მომენტიც, რომ გინდაც მოხდეს ექს-პრეზიდენტის ექსტრადიცია, მისი ყოფნა განსასჯელის სკამზე დასავლეთში საქართველოს იმიჯზე უარყოფითად იმოქმედებს. „ისიც შეიძლება მოხდეს, რომ საქართველოს მთავრობამ არ მიაქციოს ყურადღება ასეთი სასამართლო პროცესით ქვეყნის იმიჯის შელახვის შესაძლებლობას და გააკეთოს ის, რაც სურს“, - ამბობს გია ნოდია.



«Радио Голос Америки»

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა