logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
ინტერვიუ გრიგორი კარასინთან: საქართველოს ამჟამინდელი ხელისუფლების პოზიცია ოკუპაციის საკითხში სააკაშვილის რეჟიმისგან არაფრით განსხვავდება
ინტერვიუ გრიგორი კარასინთან: საქართველოს ამჟამინდელი ხელისუფლების პოზიცია ოკუპაციის საკითხში სააკაშვილის რეჟიმისგან არაფრით განსხვავდება
12:22 30.06.2017
ინტერვიუში, რომელიც „იზვესტიის“ კორესპონდენტმა ტატიანა ბაიკოვამ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეს გრიგორი კარასინს ჩამოართვა, განხილულია უცხო ქვეყნებში მცხოვრები რუსულენოვანი მოქალაქეების მდგომარეობა, უკრაინის ურთიერთობის პრობლემები, მოლდავეთთან მომხდარი დიპლომატიური სკანდალი (რუსეთის საელჩოს თანამშრომლების „პერსონა ნონ-გრატად“ გამოცხადება), დნესტრისპირეთის პრობლემა და, რა თქმა უნდა, საქართველოსთან დამოკიდებულება.

საინფორმაციო სააგენტო "ნიუსპრესი" გთავაზობთ ამონარიდს ინტერვიუდან:


- ივლისის დასაწყისში თქვენ დაგეგმილი გაქვთ შეხვედრა საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეცწარმომადგენელთან რუსეთის საკითხებში, ბატონ ზურაბ აბაშიძესთან. შეიძლება თუ არა ველოდოთ რაიმე ძვრებს ურთიერთობის დარეგულირებაში?



- დიპლომატიური ურთიერთობის არარსებობის პირობებში საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალურ წარმომადგენელთან გამართული შეხვედრები უმნიშვნელოვანეს არხს წარმოადგენს რუსეთისა და საქართველოს დიალოგისათვის, რომელიც ორივე ქვეყნის ხელმზღვანელობის დავალებით მიმდინარეობს. რამდენადაც ჩვენ ყოველთვის პრინციპულად გამოვდიოდით რუსეთ-საქართველოს ურთიერთობის ნორმალიზებისათვის, 2012 წლის ბოლოს იმთავითვე სწრაფად გამოვეხმაურეთ თბილისიდან წამოსულ პოზიტიურ სიგნალს. იმ დროს დაწყებული არაფორმალური დიალოგის ჩარჩოებში, კონსტრუქციული ძალისხმევით, ორივე მხარემ მოახერხა პოზიტიური შედეგების მიღწევა სავაჭრო-ეკონომიკურ, სატრანსპორტო და ჰუმანიტარულ სფეროებში. გასულ 2016 წელს რუსეთ-საქართველოს ვაჭრობის მოცულობამ (საქონელთბრუნვამ) 707 მილიონ დოლარს მიაღწია. დღეს რუსეთი საქართველოს მთავარ სავაჭრო პარტნიორთა სამეულში შედის და საქართველოს მიერ ექსპორტირებული ღვინის ნახევარზე მეტს და მანდარინის მეოთხედს ყიდულობს. სწორედ რუსეთზე მოდის იმ თანხების ლომის წილი, რომლებიც საზღვარგარეთ მომუშავე ქართველების მიერ სამშობლოში იგზავნება - ესაა დაახლოებით 400 მლნ. დოლარი წელიწადში. ხორციელდება რეგულარული ავიარეისები საქართველოსა და რუსეთის რიგ ქალაქებს შორის, მოქმედებს 20-ზე მეტი საერთაშორისო სამგზავრო-საავტობუსო მარშრუტი. გააქტიურებულია კონტაქტები მეცნიერებს, ბიზნესმენებს და ახალგაზრდებს შორის. რუსეთის უმაღლეს სასწავლებლებში სულ უფრო მეტი ქართველი ახალგაზრდები მოდიან ცოდნის დასაუფლებლად.

რაც შეეხება ჩემს მორიგ შეხვედრას სპეცწარმომადგენელ ზურაბ აბაშიძესთან, რომელიც ივლისი დასაწყისშია დაგეგმილი, მისი დღის წესრიგი საკმაოდ ფართოა და იმედი მაქვს, შეხვედრა, როგორც ყოველთვის, საქმიან ატმოსფეროში ჩაივლის, თუმცა, ცხადია, სიტუაციის გაუბრალოება არ უნდა მოვახდინოთ.

ჩვენს შორის ისევ არსებობს პრინციპული სხვადასხვაობა სამხრეთ კავკასიის რეგიონში მიმდინარე პოლიტიკური პროცესებისადმი მიდგომაში. ჩვენ ყოველთვის გულწრფელად ვეუბნებოდით ქართულ მხარეს, რომ [თბილის-მოსკოვის] ორმხრივი დიალოგი არ ეხება რუსეთის ყოველმხრივ თანამშრომლობას დამოუკიდებელ აფხაზეთთან და სამხრეთ ოსეთთან. ეს არის ჟენევის დისკუსიებზე განსახილველი საკითხი, რომელიც 2008 წლიდან მიმდინარეობს.

სამწუხაროდ, მეზობლებთან - სამხრეთ ოსეთთან და აფხაზეთთან კეთილმეზობლური და თანაბარუფლებიანი დიალოგის ნაცვლად, თბილისი მანიაკალური სიჯიუტით განაგრძობს რუსეთის მიერ მათი „ოკუპაციის“ შესახებ მტკიცებას. ეს აბსურდული თეზისი გამოიყენება როგორც არგუმენტი ნატოსთან შემოდგომი დაახლოებისთვის. სამწუხაროა, მაგრამ საქართველოს ამჟამინდელი ხელისუფლების პოზიცია ამ საკითხში არაფრით განსხვავდება მიხეილ სააკაშვილის რეჟიმისგან. უფრო მეტიც, ბოლო პერიოდში საქართველოს თანამშრომლობა ჩრდილოატლანტიკურ ალიანსთან ისეთ ფორმებს იღებს, რომ ფაქტობრივად თბილისს ხდის რუსეთის „შეკავების“ ნატოსეული პოლიტიკის თანამონაწილედ. მხოლოდ გასულ წელს საქართველოს ტერიტორიაზე სამჯერ ჩატარდა ფართო სწავლებები ნატოს წევრი ქვეყნების კონტინგენტის მონაწილეობით. უკვე მეორე წელია, ზედიზედ, სპეციალურად მუშავდება ევროპიდან სამხედრო ტექნიკის ოპერატიული გადასროლა. თბილისში ცოტა ხნის წინ გამართული ნატოს საპარლამენტო ასამბლეა და მასზე მიღებული დეკლარაცია ცხადჰყოფს ალიანსის ანგაჟირებას საქართველოს მიმართულებით და სურვილს, მყარად გამაგრდეს სამხრეთ კავკასიაში.


- როგორი მდგომარეობაა საქართველოსთან სავიზო საკითხებში?


- შეგახსენებთ, რომ რუსეთ-საქართველოს ურთიერთობის თვით ყველაზე რთულ პერიოდშიც კი ჩვენ ყოველთვის ვცდილობდით პირობების შემსუბუქებას ჩვენი ქვეყნების მოქალაქეებისთვის. 2015 წლის დეკემბერში რუსული მხარე გადავიდა საქართველოს მოქალაქეებისთვის საქმიანი, სამუშაო, სასწავლო და ჰუმანიტარული ვიზების გაფორმებაზე, მათ შორის კერძო ვიზების გაცემაზე. შედეგად, 2016 წლის მანძილზე ვიზების რაოდენობა, რომელიც ჩვენი ინტერესების სექციის მიერ გაიცა, თითქმის, გაორმაგდა. ამჟამად მზადდება სავიზო რეჟიმის გამარტივება იმ თვითმფრინავების ეკიპაჟებისათვის, რომელიც ჩვენს ორ ქვეყანას შორის საჰაერო რეისებს ასრულებენ.
ამასთანავე, უნდა აღინიშნოს, რომ ჩვენი მოქალაქეები, რომლებიც სტუმრობენ საქართველოს, რისკავენ, რომ არ მოხვდნენ ყბადაღებულ „ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ“ კანონის მოქმედების ქვეშ, რომელიც ითვალისწინებს არა მხოლოდ ადმინისტრაციულ, არამედ სისხლის სამართლის პასუხისმგებლობას მათთვის, ვინც მანამდე აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში იმყოფებოდა.
თავად საქართველომ გააუქმა ვიზები არა მხოლოდ რუსებისთვის, არამედ დაახლოებით ასამდე ქვეყნის მოქალაქეებისთვის, თანაც ცალმხრივად. „ჩვეულებრივ, ასეთია პრაქტიკა სახელმწიფოებისა, რომლებიც ისწრაფვიან მიიზიდონ უცხოელი ტურისტები. თანამედროვე სამყაროში, სადაც იზრდება ტერორისტული და სხვა საფრთხეები, „ტურისტული ქვეყნები“ რა თქმა უნდა, არ უნდა ელოდონ სავიზო საკითხებში ავტომატურ ნაცვალგებას.
დიპლომატიური ურთიერთობების არ არსებობის პირობებში ძნელი იქნება მასშტაბური ერთობლივი მუშაობა სავიზო ლიბერალიზაციის თემაზე. როგორც ცნობილია, ეს ურთიერთობები ქართული მხარის ინიციატივით შეწყდა. მათი აღდგენის პერსპექტივა ისევ მხოლოდ თბილისზეა დამოკიდებული.




http://iz.ru/612054/tatiana-baikova/sotrudnichestvo-gruzii-s-nato-delaet-tbilisi-uchastnikom-politiki-sderzhivaniia-rossii


FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა