logo2
logo2
არქივი
« ივლისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31
logo2
logo2
«golosarmenii»(სომხეთი): ინტერვიუ გია ყანჩელთან-"ასე გავაცანი მსოფლიოს დილიჯანის წყალი" (კ/ფ "მიმინო")
«golosarmenii»(სომხეთი): ინტერვიუ გია ყანჩელთან-"ასე გავაცანი მსოფლიოს დილიჯანის წყალი" (კ/ფ "მიმინო")
10:30 28.06.2017
ამ დღეებში სომხეთის სახელმწიფო ახალგაზრდული ორკესტრის ინიციატივით ერევანში გაიმართა ფესტივალი, რომელიც მსოფლიოში ცნობილ ქართველ კომპოზიტორს გია ყანჩელის შემოქმედებას მიეძღვნა. სომხეთში ყოფნისას გია ყანჩელი პირადად მიიწვია პრეზიდენტმა სერჟ სარგსიანმა და ქართულ-სომხურ კულტურული ურთიერთობის შესახებ ესაუბრა.

ქართველმა კომპოზიტორმა ინტერვიუ მისცა ჟურნალისტ ელენა გალოიანს, რომელშიც იგი იხსენებს კონტაქტებს თავის სომეხ კოლეგებთან, სომხეთში გატარებულ დღეებს...

საინფორმაციო სააგენტო "ნიუსპრესი" გთავაზობთ ფრაგმენტებს ინტერვიუდან:

„ერევანში სულ ბოლოს შვიდი წლის წინ ვიყავი და რადგანაც უკვე საკმაოდ ხნიერი ვარ, აღარ მეგონა, აქ თუ ჩამოვიდოდი. არადა, სომხეთში ძალიან ბევრი მეგობარი მყავდა, რომლებიც, სამწუხაროდ, ცოცხლები აღარ არიან. ბედნიერი ვიქნები, თუ ბედი კიდევ მომცემს აქ ჩამოსვლის შესაძლებლობას. მე მალე 82 წელი შემისრულდება და ჩემი ცხოვრების თითქმის ნახევარი დილიჯანში, კომპოზიტორთა შემოქმედების სახლში გავატარე, სადაც ყოველწლიურად ჩავდიოდი და ექვსი სიმფონია დავწერე. დილიჯანში ვხვდებოდი არნო ბაბაჯანიანს, ლაზარ სარიანს, ედვარდ მირზოიანს და ჩემს სხვა სომეხ მეგობრებს...“, - ამბობს ინტერვიუში გია ყანჩელი....

„ჩემი საქმიანობის სფერო სიმფონიური და კამერული მუსიკაა, მაგრამ პარალელურად, 60 წლის განმავლობაში ქართულ კინოში და თეატრშიც ვმუშაობდი - ძირითადად თქვენთვის კარგად ნაცნობ რეჟისორ რობერტ სტურუასთან და გიორგი დანელიასთან“, - პასუხობს კორესპონდენტის კითხვას გია ყანჩელი და იხსენებს ქართველი და სომეხი ხალხების საყვარელი ფილმის „მიმინოს“ გადაღების მომენტებს.

„თქვენ, ალბათ, გეცოდინებათ, რომ დილიჯანში „მიმინოს“ გმირების ძეგლი დგას, სადაც წყაროზე შეგიძლიათ დილიჯანის ცივი წყალიც დალიოთ. ცოტა უნდა წავიტრაბახო: მე რომ არ ვყოფილიყავი, არც ის ძეგლი არ იქნებოდა დილიჯანში და არც ცივი წყარო. საქმე იმაშია, რომ როცა „მიმინოს“ „მოსფილმის“ ერთ-ერთ სტუდიაში ახმოვანებდნენ გიორგი დანელიას, ვახტანგ კიკაბიძისა და ფრუნზიკ მკრტჩიანის მონაწილეობით, მეც იქვე ახლოს ვმუშაობდი სხვა კინოსურათზე. სამონტაჟოში იმ მომენტში შევედი, როცა ის ცნობილი ეპიზოდი იწერებოდა, თუ სადაა საუკეთესო წყალი. რამდენადაც ფრუნზიკ მკრტჩიანი ლენინაკანიდან იყო, მან და გიორგი დანელიამ მოილაპარაკეს, რომ იგი ხმის ჩაწერის დროს იტყოდა - „ყველაზე საუკეთესო წყალი ლენინაკანშიაო“. როცა ეს გავიგონე, გიორგის ვთხოვე სტუდიიდან დერეფანში გავსულიყავით და ვეუბნები: „რა შუაშია ლენინაკანი? შენ ხომ იცი, რომ მე ექვსი სიმფონია დილიჯანში დავწერე. თანაც „ლენინაკანის“ სახელწოდებაში „ლენინი“ ფიგურირებს...“. დავუწყე დარწმუნება, რომ ფრუნზიკს ლენინაკანის ნაცვლად დილიჯანი ეთქვა. დანელიამ მიყურა, მიყურა და მეუბნება: „ბიჭო, ძალიან მომწონს ეგ შენი შავი ქურთუკი. მომცემ სამაგიეროდ? კი-მეთქი. მაშინ გაიხადეო. რაღა მექნა, გავიხადე. იმანაც გაიხადა და ასე გაცვალეთ ქურთუკები. გიორგი დანელიამ სიტყვა შეასრულა: ფილმში ფრუნზიკა თავის ცნობილ ფრაზას ამბობს, რომლის ავტორი მე გახლავართ. ასე გავაცანი თითქმის მთელ მსოფლიოს დილიჯანის წყალი“.


http://golosarmenii.am/article/55095/lyubimaya-muzyka-lyubimogo-kompozitora





FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა