რუსულ გამოცემა «Комсомольская правда»-ში დაბეჭდილია სარეკლამო სტატია, რომელიც ქართული ეროვნული კულტურისა და ტრადიციების პოპულარიზებას
ემსახურება (ავტორი - ოქსანა ფომინა).
საინფორმაციო სააგენტო "ნიუსპრესი" გთავაზობთ პუბლიკაციას მცირეოდენი შემოკლებით:
--------
საქართველო - ეს ლამაზი და სტუმართმოყვარე ქვეყანა შეიძლება ისე მოინახულო, რომ მოსკოვიდან არ გახვიდე. ბუტირკის რაიონში მდებარე სავაჭრო-საგამოფენო და საოფისე კომპლექს „დიზაინ-ქარხანა „ფლაკონში“ თქვენ საკუთარი თვალით ნახავთ, თუ როგორ ამზადებენ ხაჭაპურს ქართველი მზარეულები, შემდეგ კი ქართული კულინარული შედევრი თვითონვე შეგიძლიათ დააგემოვნოთ, იცეკვოთ კიდეც, ისწავლოთ ყავის მოდუღება კავკასიურად და დაათვალიეროთ ქართველ დიზაინერთა ტანსაცმლის კოლექციები. სხვათა შორის, მათი ოსტატობა მოსკოვში იციან და ძალიან აფასებენ. იქვე იქნება მხატვრული ნამუშევრების გამოფენა და მოდური შემსრულებლების გამოსვლები. ცნობისმოყვარეებისათვის იმუშავებს ლექტორიუმი, სადაც საუბარი გაიმართება ქართული კინოს, ქართული ღვინის, ტურისტული მოგზაურობის და ყველაფერ იმის შესახებ, რითაც განთქმულია საქართველო.
სუფრა 60-კაციანი იქნება. სუფრის წევრები და სტუმრები თვალს მიადევნებენ ხინკლის მომზადებას და ქართული სამზარეულოს ამ დიდებულ კერძს თვითონვე დააგემოვნებენ.
კავკასიის ქვეყნის წარმომადგენლები გაგაცნობენ ეროვნული ტანსაცმლის ისტორიას, მოგაზომებენ ჩოხა-ახალუხს, ჩაგაცმევენ და სურათსაც გადაგიღებენ.
„ფლაკონში“ გახსნილი იქნება კინოთეატრი ქართული ფილმების საჩვენებლად. პირველ დღეს გაიმართება რეტროჩვენება, მეორე დღეს კი თანამედროვე რეჟისორების ნამუშევრებს ნახავთ. ფესტივალის ორგანიზატორებმა ბავშვებზეც იზრუნეს: მათ შესთავაზებენ როგორც კლასიკურ, ასევე ქართულ ხალხურ თამაშებს და სხვა გასართობ ღონისძიებებს. ფესტივალში მონაწილეობა, რასაკვირველია, თავისუფალია.
https://www.msk.kp.ru/daily/26697/3721135/

















