logo2
logo2
არქივი
« ივლისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31
logo2
logo2
«BBC» (დიდი ბრიტანეთი): საქართველომ უცხოელებზე მიწის გაყიდვა აკრძალა; რას მოუტანს ქვეყანას ეს გადაწყვეტილება?
«BBC» (დიდი ბრიტანეთი): საქართველომ უცხოელებზე მიწის გაყიდვა აკრძალა; რას მოუტანს ქვეყანას ეს გადაწყვეტილება?
12:55 26.06.2017
«BBC»-ს რუსული სამსახურის მიერ გამოქვეყნებულ სტატიაში განხილულია მიწის უცხოელებზე მიყიდვის პრობლემატიკა. „საქართველოს ხელისუფლებამ, რომელიც ადრე მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებიდან უცხოელ ფერმერებს იწვევდა, დღეს კრძალავს მიწის გაყიდვას უცხო ქვეყნის მოქალაქეებზე, მორატორიუმს აცხადებს მათ კუთვნილებაში გადაცემაზე. დაშვებულია მხოლოდ იჯარა, მაგრამ ისიც მცირე გამონაკლის შემთხვევებში. შესაბამისი მუხლი საქართველოს კონსტიტუციაშიც იქნება შეტანილი“, - ნათქვამია მასალაში.

პუბლიკაციის ავტორი აღწერს კახეთში ინდოელი (პენჯაბელი) ფერმერების საქმიანობას, რომლებმაც საქართველოში მიწა 2012 წელს იყიდეს. ინტერვიუში ფერმერი გურპრიტ სინგხბრარი ამბობს, რომ ინდოეთში მოსახლეობის რაოდენობა ბევრად აჭარბებს მიწათმოქმედთა რაოდენობას, საქართველოში კი ბევრი თავისუფალი მიწაა, ამიტომ მათ კახეთში 50 ჰექტარი მიწა შეიძინეს და ამუშავებენ. იგი კმაყოფილია შედეგით, თუმცა ოცნება, რომ კიდევ იყიდდა დამატებით მიწის ნაკვეთს, გურპრიტ სინგხბრარს არ აუსრულდება - გაყიდვა უკვე აიკრძალა.

საქართველოს ყოფილ ხელისუფლებას („ნაცმოძრაობას“) იმედი ჰქონდა, რომ თუ უცხოელებზე მიწის თავისუფლად გაყიდვას დაუშვებდა, საქართველოს სოფლის მეურნეობაში უცხოური ინვესტიციები მოიმატებდა და ქვეყნის ტრადიციული დარგი წარმატებას მიაღწევდა, მაგრამ როგორც დღევანდელი ხელისუფლების („ქართული ოცნების“) წარმომადგენლები აცხადებენ, სოფლის მეურნეობაში შესამჩნევი პოზიტიური ძვრები არ მომხდარა: „მიუხედავად ლიბერალური პოლიტიკისა, სოფლის მეურნეობაში უცხოური ინვესტიციების კრიტიკული მასის შემოსვლა არ დაფიქსირებულა. სახელმწიფოს მიერ ჩადებული ინვესტიციები უცხოურ ინვესტიციებს რამდენჯერმე აღემატება“, - ამბობს „ბი-ბი-სი“-ს კორესპონდენტთან საუბარში პარლამენტის აგრარული კომიტეტის თავმჯდომარე ოთარ დანელია. მართლაცდა, ეროვნული სტატისტიკური სამსახურის მონაცემებით, გასულ წელს პირდაპირმა უცხოურმა ინვესტიციებმა ეკონომიკაში 1,4 მილიარდ დოლარს მიაღწია, აქედან სოფლის მეურნეობაში კი მხოლოდ 10 მილიონი დოლარი იქნა ჩადებული!

გარდა ამისა, ოთარ დანელიას თქმით, მიწის გაყიდვის აკრძალვის კიდევ ერთი მიზეზი არსებობს: „საქარტველოს სპეციფიკური გეოპოლიტიკური მდებარეობა აქვს. ჩვენი ქვეყნის საკმაოდ დიდი ტერიტორია რუსეთის მიერაა ოკუპირებული. შესაბამისად, სიფრთხილე უნდა გამოვიჩინოთ და ზომები წინასწარ უნდა მივიღოთ, პირველ რიგში - ეროვნული უსაფრთხოების თვალსაზრისით“.

მოკლედ, როგორც საქართველოს ხელისუფლება მიიჩნევს, მიწის თავისუფლად გაყიდვა-გასხვისების პოლიტიკამ არ გაამართლა - თანაც იმ ქვეყნისათვის, სადაც ერთ სულ მოსახლეზე მხოლოდ 0,24 ჰექტარი მიწა მოდის. ეს ეწინააღმდეგება ეროვნულ ინტერესებს. მაგრამ არიან მიწის გაყიდვის აკრძალვის მოწინააღმდეგეებიც: ოპოზიციისა და ექსპერტების ნაწილი თვლის, რომ ხელისუფლება პოპულიზმითაა დაკავებული. „მიწის გაყიდვის აკრძალვა ინვესტიციების შემოსვლას შეამცირებს და მიწის ფასს დასცემსო“, ამბობენ სკეპტიკოსები.

საქართველოში მორატორიუმი მიწის გაყიდვაზე ადრეც იყო შემოღებული (2013 წელს), მაგრამ ასეთი შეზღუდვა მაშინ გაასაჩივრეს და არაკონსტიტუციურად იქნა შერაცხული.

ორგანიზაცია Transparency International-ის ქართული ფილიალის წარმომადგენლის თეონა ზაქარაშვილის თქმით, ამჟამინდელი გადაწყვეტილებაც იგივეა, რაც 2013 წელს და შესაბამისად, ისიც არაკონსტიტუციური ხასიათისაა. თუმცა განსხვავება ისაა, რომ მიწის გაყიდვის აკრძალვა უკვე მალე თვით კონსტიტუციაშიც დაფიქსირდება. თეონა ზაქარაშვილი აღნიშნავს, რომ უცხოელები საქართველოში სასოფლო-სამეურნეო მიწების მხოლოდ 0,8%-ს ფლობენ და აქედან სახნავ-სათესი მხოლოდ 5%-ია: „ეს ძალიან მცირე მაჩვენებლია იმისთვის, რომ საქართველოს შეიძლება რაიმე საფრთხე დაემუქროს“, - ამბობს Transparency International-ის წარმომადგენელი.

საერთოდ, მიწების გაყიდვა უცხოელებზე საქართველოში გარკვეულ კონფლიქტებს იწვევდა, იყო ადგილობრივ მოსახლეობასთან მათი შეხლა-შემოხლის ფაქტებიც. უცხოელთა ხელში ვარდებოდა მიწები, რომლებიც ადრე კოლექტიურ სარგებლობაში იყო, მაგალითად, საძოვრები. „ასეთ შემთხვევებში პრობლემა სახელმწიფომ უნდა დაარეგულიროს“, - ამბობს თეონა ზაქარაშვილი.

სიღნაღის რაიონში, სადაც ინდოელი ფერმერები თავიანთ კუთვნილ მიწას ამუშავებენ, მოსახლეობა მიწის გაყიდვას გულგრილად ვერ უყურებდა და უკმაყოფილებას გამოხატავდა. დღეს სიღნაღელები იწონებენ ხელისუფლების გადაწყვეტილებას: „ეს ძალიან კარგი ამბავია. ხალხი შვებით ამოისუნთქებს. ჩვენი ქვეყანა მცირემიწიანია. სად გვაქვს უცხოელებზე გასაყიდი მიწა? მე კატეგორიული წინააღმდეგი ვიყავი მიწის გაყიდვისა და ახლა კმაყოფილი ვარ“, - ამბობს საქობოელი შოთა კანაშვილი „ბი-ბი-სი“-ს კორესპონდენტთან საუბარში.

გიორგი ჯიბღაშვილი, რომელიც ასევე სოფელ საქობოში ცხოვრობს, განმარტავს, რომ თავის დროზე ზოგიერთმა თანასოფლელმა მიწა გაჭირვების გამო გაყიდა. კაცმა რომ თქვას, ის მიწები მაინც მიტოვებული იყო და არავინ ამუშავებდა, ახლა კი უცხოელები მოსავალს იღებენ. „მიწების გაყიდვას მეც ვეწინააღმდეგები, თუმცა თუ იჯარით გადავცემთ, ეს დასაშვებია. მიწას უცხოელი ზურგზე ვერ მოიკიდებს და ვერ წაიღებს, მიწა ჩვენთან დარჩება“, - ამბობს გიორგი.

ინდოელი გურპრიტ სინგხბრარის თქმით, იგი ქართველი მოსახლეობისაგან რაიმე ცუდ დამოკიდებულებას ვერ გრძნობს, ადგილობრივ მცხოვრებლებთან კონფლიქტი არ ჰქონია. იგი დარწმუნებულია, რომ პენჯაბელ ფერმერებს საქართველოს სოფლის მეურნების განვითარებაში მნიშვნელოვანი წვლილის შეტანა შეუძლიათ, მით უმეტეს, როცა ქვეყანაში მიწის საკმაო ნაწილი დაუმუშავებელი რჩება. ამასთან, როგორც გურპრიტ სინგხბრარი ამბობს, მიწის იჯარით გაცემის შემთხვევაში ინდოელები საქართველოში არ ჩამოვლენ: „პენჯაბელები შრომისმოყვარე ხალხი ვართ. ამიტომ ყველას სურს, რომ მეტი მიწა ჰქონდეს, თავისი მამული გააფართოვოს. და როცა მიწის გაყიდვა აიკრძალა, ამის საშუალება მოგვესპო. პირადად ჩვენ, რადგან უკვე აქ ვართ და მიწას ვფლობთ, რასაკვირველია, დამატებით მიწას იჯარით ავიღებთ და დავამუშავებთ, მაგრამ ახალი ფერმერები აქ მხოლოდ იჯარისათვის მეტად აღარ წამოვლენ“.


http://www.bbc.com/russian/40401431


FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა