logo2
logo2
არქივი
« ივლისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31
logo2
logo2
«RFI–Radio France Internationale» (საფრანგეთი): საქართველო-რუსეთი; სახიფათო ზღვართან?
«RFI–Radio France Internationale» (საფრანგეთი): საქართველო-რუსეთი; სახიფათო ზღვართან?
12:50 26.06.2017
„საფრანგეთის საერთაშორისო რადიოს“ მიერ ეთერში გადაცემულ მასალაში ყურადღება ეთმობა საქართველოში გასული კვირის განმავლობაში მომხდარ მოვლენებს, განსაკუთრებით კი სამ აქტუალურ საკითხს: საქართველოს საკონსტიტუციის ცვლილებებს, საქართველო-რუსეთის ურთიერთობას და საკონსტიტუციო მონარქიის შემოღების ალბათობას.


ა) საკონსტიტუციო ცვლილებები



მიმოხილვაში გადმოცემულია საქართველოს პარლამენტის მიერ პირველი მოსმენით მიღებული საკონსტიტუციო ცვლილებების მთავარი მომენტები. მასში აღნიშნულია, რომ ოპოზიციურმა პარტიების წარმომადგენლებმა კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიიღეს (ისინი ნეგატიურად არიან განწყობილნი „ქართული ოცნების“ მიერ შემუშავებული ცვლილებების მიმართ), თუმცა უმრავლესობამ 115 ხმით მაინც მოახერხა გადაწყვეტილების მიღება (მხოლოდ ორი ხმის რეზერვით).
„მნიშვნელოვანი და ხაზგასასმელია ის, რომ მმართველი პარტიის მიერ მიღებული გადაწყვეტილება მთლიანობაში არ შეესაბამება ავტორიტეტული ორგანიზაციის - ევროსაბჭოს „ვენეციის კომისიის“ რეკომენდაციებს, რომელსაც ქართველი პოლიტიკოსები ტრადიციულად მიმართავენ ხოლმე რჩევებისათვის. ზოგადად, კონსტიტუციაში შეტანილი ცვლილებები მოწმობს, რომ საქართველო საბოლოოდ გადადის ხელისუფლების დანაწილების „ფრანგული მოდელიდან“ „გერმანულ მოდელზე“, რომლის დროსაც ქვეყნის მართვის სადავეები მთლიანად აღმასრულებელი ხელისუფლების - მინისტრთა კაბინეტის ხელშია, სახელმწიფოს მეთაური კი მხოლოდ ცერემონიალურ ფუნქციებს ასრულებს. ოპოზიცია ამ ცვლილებებით უკმაყოფილოა და აცხადებს, რომ წინააღმდეგობას გაუწევს „ერთპარტიული კონსტიტუციის“ მიღებას. პარტია „დემოკრატიული მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა გიორგი ახვლედიანმა ისიც განაცხადა, რომ „რადგანაც დღევანდელი ხელისუფლება დემოკრატიული გზით ვეღარ შეიცვლება, ოპოზიცია მასობრივი აქციებისთვის უნდა მოემზადოსო“.
პოლიტოლოგი გია ნოდია ამგვარ განცხადებას „ძალიან თამამს“ უწოდებს. მისი აზრით, „ამჟამად ოპოზიციას მასობრივი აქციების მოსაწყობად აუცილებელი რესურსები არ აქვს, რადგან მოსახლეობის უმრავლესობა საკონსტიტუციო ცვლილებებს ემოციურად არ აღიქვამს. როგორც ჩანს, შერეული პროპორციულ-მაჟორიტარული სისტემის შენარჩუნებით მმართველ პარტიას იმედი აქვს, რომ 2020 წლის საპარლამეტო არჩევნებში წარმატებებს მიაღწევს“.


ბ) საქართველო-რუსეთი: სახიფათო ზღვართან?



20 ივნისს , თბილის-ვაშინგტონს შორის დიპლომატიური ურთიერთობის დამყარების 25 წლისტავისადმი მიზღვნილ საზეიმო შეხვედრაზე აშშ-ის ელჩმა იან კელიმ განაცხადა, რომ საქართველოს ნატოში გაწევრიანებას ხელს რუსეთი უშლისო. „საქართველოს ისეთი მეზობელი ჰყავს, რომელიც სულ მუდამ გაიძახის - პატივს ვცემ და ვიცავ მეზობლების სუვერენიტეტს, მაგრამ სინამდვილეში პირიქით აკეთებს“, - ეს ამერიკელი დიპლომატის მიერ წარმოთქმული სიტყვებია. იან კელის აზრით, რუსეთი საქართველოს დამოუკიდებელ სახელმწიფოდ არ თვლის და „ცდილობს ისეთი სიტუაცია შექმნას, რომლის გამო საქართველო ნატოში გაწევრიანებას ვერ შეძლებს“. ამასთან, ელჩმა მადლობა გადაუხადა საქართველოს ავღანეთის სამშვიდობო მისიაში აქტიური მონაწილეობისათვის.
თითქმის იმავდროულად რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ საქართველო „მზარდ აგრესიულობაში“ დაადანაშაულა და შეშფოთება გამოხატა საქართველოსა და ნატოს შორის გაღრმავებული ურთიერთობის გამო“. გარდა ამისა, ერთ-ერთმა ცნობილმა რუსმა სპეციალისტმა საქართველოს საკითხებში, „მგიმო“-ს (მოსკოვის საერთაშორისო ურთიერთობების სახელმწიფო ინსტიტუტ//უნივერსიტეტის) მეცნიერ-თანამშრომელმა ნიკოლაი სილაევმა გამოაქვეყნა სტატია, რომელშიც იგი აღნიშნავს, რომ საქართველოს მმართველმა პარტიამ „ქართულმა ოცნებამ“ ბიძინა ივანიშვილის ხელმძღვანელობით უფრო მეტი გააკეთა ნატოსთან ინტეგრირების საკითხში, ვიდრე მიხეილ სააკაშვილის პრეზიდენტობის დროს“. რუსი მეცნიერის აზრით, „რუსეთი ყურადღებით ადევნებს თვალს ნატოს აქტიურობას საქართველოში, რასაც სამხრეთ ოსეთში არსებული სამხედრო ბაზის გაძლიერება და იქ ჩატარებული მანევრები მოწმობს“.
რუსი პოლიტოლოგები კი ამბობენ, რომ „ქართული ოცნება“ პროდასავლურ პოლიტიკას ატარებსო, მაგრამ ოპოზიცია მმართველ პარტიას კვლავ პრორუსულობაში ადანაშაულებს, თუმცა სწორედ „მეოცნებეთა“ მმართველობის დროს მოეწერა ხელი ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმებას და უვიზო რეჟიმის დაწესებას შენგენის ქვეყნებში მიმოსვლისათვის.


გ) საქართველოში მონარქიაზე ოცნებობენ?


კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ საქართველოში საკონსტიტუციო მონარქიული წყობის დამყარების ინიციატივა წამოაყენა და განაცხადა, რომ კარგი იქნება დავფიქრდეთ ბაგრატიონების სამეფო დინასტიის ტახტის აღდგენაზეო.
რამდენადაა ეს ყველაფერი რეალური და სასარგებლო ისეთი ქვეყნისათვის, რომელიც უკვე დიდი ხანია რესპუბლიკური წყობის პირობებში ცხოვრობს, ამის თაობაზე „რადიო ფრანსე ინტერნასიონალეს“ კორესპონდენტს აფხაზ თავადთა უძველესი გვარის - აჩბების შთამომავალი, თბილისში მცხოვრები აფხაზი ისტორიკოსი, პროფესორი გიორგი ანჩაბაძე ესაუბრება:
„პირველ რიგში მინდა ავღნიშნო, რომ როცა „საკონსტიტუციო მონარქიის აღდგენაზე“ საუბრობენ, ეს ნონსენსია, რადგან საქართველოში არასდროს საკონსტიტუციო მონარქია არ არსებობდა. იყო მხოლოდ ფეოდალური ტიპის აბსოლუტური მონარქია, რომელიც აღმოსავლეთ საქართველოში 1801 წელს გაუქმდა, დასავლეთ საქართველოში კი - 1810 წელს. ჩვენ ძალიან დიდი დროებრივი წყვეტილობა გვაქვს წინა „მეფობის“ პერიოდიდან, ანუ 1801 წლიდან, თუმცა აქაც დავაზუსტებ - ჩემი აზრით, „დროებრივი წყვეტა“ უნდა აითვალოს 1917 წლიდან, რადგან 1917 წლამდე საქართველო მონარქიის პირობებში ცხოვრობდა - რუსეთის იმპერიის დროს. ასე რომ, ბაგრატიონების დინასტიის მეფობის შეწყვეტიდან ჩვენ საუკუნეზე მეტი ხნის მანძილზე ისევ მონარქიულ წყობაში ვცხოვრობდით. მაგრამ როგორც არ უნდა შემცირდეს დროებრივი წყვეტა მონარქიებს შორის, ის მაინც ხანგრძლივი გამოდის. არცერთ ქვეყანას ასეთი წყვეტის შემდეგ მონარქია აღარ აღუდგენია. ვფიქრობ, რომ საქართველოს მოსახლეობა მონარქიას უკვე გადაეჩვია და ამიტომაც, ჩემი აზრით, არასწორი იქნება, ამ გზით თუ წავალთ.

- შესაძლოა მონარქიის აღდგენის იდეა იმიტომ გაჩნდა, რომ დღევანდელი რესპუბლიკური მმართველობის ფორმას ქვეყნის წინაშე მდგარი პრობლემების მოგვარების უნარი არ აქვს?

- პრობლემების არსებობა მმართველობის ფორმის ბრალი არ არის! საქმე იმაშია, რომ თვით საზოგადოება უნდა იყოს ორგანიზებული პრობლემების მოსაგვარებლად. ასე რომ, მონარქიის აღდგენა, გინდაც კონსტიტუციურად შეზღუდული ფორმით, საქართველოსთვის სარგებელის მომტანი ვერ იქნება. პირადად მე მონარქიის მომხრე ვარ, მომწონს, მაგრამ ისეთი, როგორიც ჩრდილოეთ ევროპაში არსებობს. მაგრამ ჩვენ მათგან იმით განვსხვავდებით, რომ იქ მონარქია ტრადიციულად, უწყვეტად არსებობს. არსად, არცერთ ქვეყანაში არ მომხდარა ისე, რომ ხალხი ასეულობით წელი მონარქიის გარეშე ცხოვრობდა და უცებ მონარქია აღადგინეს.

- როგორც ცნობილია, ერთიანი საქართველოს მეფის ტიტულატურა ასე ჟღერდა: „მეფე აფხაზთა და ქართველთა, რანთა და კახთა...“. ამასთან დაკავშირებით ზოგიერთი ამბობს, რომ მონარქიის აღდგენა ხელს შეუწუობს ქართულ-აფხაზური კონფლიქტის მოგვარებასო. რამდენად საფუძვლიანია ასეთი იმედები?

- ეს ძალიან არასერიოზული იმედებია. ქართულმა ერთიანმა მონარქიულმა სახელმწიფომ თავისი არსაებობა ჯერ კიდევ მე-15 საუკუნეში შეწყვიტა. ანუ მე-15 საუკუნიდან საქართველო უკვე დაქუცმაცებული იყო რამდენიმე ფეოდალურ სახელმწიფოდ და მას შემდეგ ფეოდალური საქართველოს ერთიანობა აღარ აღდგენილა“.
----------
საქართველოს ტახტის მემკვიდრედ ოფიციალურად ითვლება ექვსი წლის მეფისწული გიორგი ბაგრატიონი. მისი მშობლები, სამეფო დინასტიის ორი შტოს წარმომადგენლები - დავით ბაგრატიონ-მუხრანელი და ანა ბაგრატიონ-გრუზინსკი 2009 წელს ქართული ეკლესიის მეთაურის - ილია მეორის კურთხევით შეუღლდნენ წმინდა სამების საკათედრო ტაძარში.


http://ru.rfi.fr/kavkaz/20170623-gruziya-stanovitsya-parlamentskoi-respublikoi


FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა