logo2
logo2
არქივი
« ივლისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31
logo2
logo2
"kp.ua"(უკრაინა): პეტრო პოროშენკომ მიხეილ სააკაშვილს „კარი უჩვენა“
"kp.ua"(უკრაინა): პეტრო პოროშენკომ მიხეილ სააკაშვილს „კარი უჩვენა“
12:21 24.06.2017
უკრაინულ გამოცემა «КП в Украине»-ს მიერ გამოქვეყნებულ სტატიაში გადმოცემულია უკრაინის პრეზიდენტ პეტრო პოროშენკოსა და საქართველოს ექს-პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილს შორის მიმდინარე დაპირისპირების მორიგი გამწვავების ფაქტი, რომლის მიხედვით, უკრაინის მეთაურმა ნეგატიურად მიიჩნია საქართველოს ყოფილი მეთაურის კიევსა და ოდესაში საქმიანობა - „არ ვიცი რას აკეთებს ბატონი მიხეილ სააკაშვილი.. იგი ჩემს დასახმარებლად იყო მოწვეული და არაფერი გაუკეთებიაო“. ასევე ციტირებულია მიხეილ სააკაშვილის პასუხიც: „როგორ არ იცის, იტყუება! ჩემს შესახებ ყოველდღე მოხსენებას უკეთებს თავისი კაცი უშიშროების სამსახურში - პავლე დემჩინა... საერთოდ, პრეზიდენტმა საინფორმაციო ბლოკადაში მომაქცია, რომ უკრაინის მოსახლეობამ ჩემს მიერ გაკეთებულ კეთილ საქმეებზე არაფერი გაიგოსო“ (ავტორი - ვიქტორ ტიმოფეევი).

პუბლიკაციაში, რომლის რეზიუმეს საინფორმაციო სააგენტო "ნიუსპრესი" გთავაზობთ, ასახულია მიხეილ სააკაშვილისა და პეტრო პოროშენკოს ურთიერთობის ძირითადი მომენტები:



30-წლიანი ურთიერთობის ისტორია



მათ ერთმანეთი 1980-იანი წლების დასასრულს, კიევის სახელმწიფო უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობის ფაკულტეტზე სწავლისას გაიცნეს. თვითონ მიხეილ სააკაშვილი პეტროსა და მის მეწარმეობით საქმიანობის ნიჭს დადებითად აფასებდა: „უნივერსიტეტში სწავლის დროს ვიდეოსალონი ჰქონდა გახსნილი და დიდ მოგებას იღებდა. პეტრომ თავისი ბიზნესი ნულიდან დაიწყოო“, - იხსენებდა მიხეილ სააკაშვილი. მოკლედ, მათ შორის დიდი მეგობრობა თუ არა, სიმპათიები აშკარად არსებობდა.
ცხოვრებამ პეტრო და მიხო ერთმანეთს ხანგრძლივად დააშორა, თუმცა ისინი ბედმა კვლავ შეახვედრა უკრაინის პირველი მაიდნის დროს, 2004 წელს. თავის წიგნში მიხეილ სააკაშვილი წერს, რომ შეხვედრაზე, რომელიც ვიქტორ იუშენკომ მოაწყო, პეტროს რევოლუციის მომზადებას ვუხსნიდიო: „იქ იყო პიროვნება, რომელსაც მე ჯერ კიდევ სტუდენტობის პერიოდიდან ვიცნობდი - პეტრო პოროშენკო. იგი ჩემი სიტყვებით დაინტერესდა და მთხოვა, რევოლუციის მომზადებისა და განხორციელების შესახებ მეამბნა. მე ავუხსენი, დაგჭირდება კარვები, როკ-ჯგუფები, თბილი ტანსაცმელი, ბრენდის მოფიქრება... იგი ყველაფერს იწერდა“, - იხსენებს საქართველოს ექს-პრეზიდენტი.


როგორ მიიწვია პეტრომ მიხო უკრაინაში


უკრაინის პრეზიდენტად პეტრო პოროშენკოს არჩევის შემდეგ მიხეილ სააკაშვილი ჯერ მისი მრჩეველი გახდა, შემდეგ კი ოდესის ოლქის გუბერნატორად დაინიშნა. სწორედ მაშინ საქართველოს ექს-პრეზიდენტი ყველას ეუბნებოდა, თუ როგორი თბილი ურთიერთობა აქვს უკრაინის პრეზიდენტთან: „მე სხვა ქვეყნის ყოფილი პრეზიდენტი ვარ და ჩვენს შორის კლასიკური დამოკიდებულება - „უფროსი და დაქვემდებარებული“ არ არსებობს. მან თვითონ მითხრა, რომ ჩვენ რეფორმების საკითხში პარტნიორები ვართო. აი, ასეთი სახის ურთიერთობა გვაქვს. იგი ჩემთვის ძალიან თბილი ადამიანია“. სხვათა შორის, იმ ხანებში მიხეილ სააკაშვილის კანდიდატურას პრემიერ-მინისტრადაც კი განიხილავდნენ.
2015 წლის მაისში მიხეილ სააკაშვილკი ოდესის ოლქის გუბერნატორი გახდა, მაგრამ როგორც კი რეალური საქმის გაკეთება გახდა აუცილებელი, მათ შორის თბილი ურთიერთობა „აორთქლდა“. უკვე 2016 წლის ნოემბერში მიხეილ სააკაშვილი გუბერნატორობიდან გადადგა. ამ ხნის განმავლობაში საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მოასწრო და უკრაინის პოლიტიკურ ზედაფენებში ურთიერთობა თითქმის ყველასთან გაიფუჭა: იგი კონფლიქტებში ჩაერთო პეტრო პოროშენკოს, არსენ იაცენიუკის, იგორ კოლომოისკის გუნდებთან, არაერთხელ დაადანაშაულა კორუფციაში პრეზიდენტისა და პრემიერ-მინისტრის გარემოცვა, ცალკეული მინისტრები...
ამის პარალელურად დაიწყო ხელისუფლების ორგანოებიდან მიხეილ სააკაშვილის ქართული გუნდის წარმომადგენელთა ჩამოშორების პროცესიც. 2017 წლის თებერვალში კი ექს-პრეზიდენტ-ექს-გუბერნატორმა პოლიტიკური პარტია „ახალი ძალების მოძრაობა“ დააფუძნა“, - ნათქვამია სტატიაში.


http://kp.ua/politics/579533-poroshenko-ukazal-na-dver-saakashvyly-a-tot-obvynyl-prezydenta-v-slezhke-za-nym


FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა