logo2
logo2
არქივი
« ივლისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31
logo2
logo2
"nv.am"(სომხეთი): შესაძლოა საქართველომ სომხეთს ტერიტორიული პრეტენზიები წაუყენოს
"nv.am"(სომხეთი): შესაძლოა საქართველომ სომხეთს ტერიტორიული პრეტენზიები წაუყენოს
12:55 23.06.2017
„მეოთხედი საუკუნის წინათ საქართველოს მართავდა კომპარტიის ცეკას პირველი მდივანი, შემდეგ კი პრეზიდენტი. უკვე 5 წელია ჩვენს მეზობელ ქვეყანას პრემიერ-მინისტრი მართავს. არაა გამორიცხული, რომ რამდენიმე წლის შემდეგ საქართველოს მეთაურად მეფე ვიხილოთ“, - აღნიშნულია სომხეთის რუსულენოვან გაზეთ «Новое время»-ში გამოქვეყნებულ მასალაში (ავტორი - არტემ ერკანიანი).

საინფორმაციო სააგენტო "ნიუსპრესი" გთავაზობთ მასალის ქართულენოვან რეზიუმეს:

პუბლიკაციაში მიმოხილულია საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია II-ის ინიციატივა საკონსტიტუციო მონარქიის შემოღების თაობაზე და მასთან დაკავშირებული პოლიტიკოსთა განცხადებები, ექსპერტთა კომენტარები და თვალსაზრისები. პარალელურად ავტორი იხსენებს ბოლო 25 წლის მანძილზე განხორციელებულ მცდელობებს მონარქიის აღდგენისა და ბაგრატიონების სამეფო დინასტიის ტახტის მემკვიდრის ძიების შესახებ.

სტატიაში დასმულია კითხვები: სერიოზულად უნდა იყოს აღქმული პატრიარქის განცხადება? რას შეცვლის ამ იდეის განხორციელება რეგიონში და როგორ აისახება სომხეთის ინტერესებზე საქართველოში მონარქიის სავარაუდო აღდგენა?

ავტორი კათოლიკოს-პატრიარქის განცხადებას სერიოზულად მიიჩნევს, რადგან მის ნათქვამ ყოველ სიტყვას საქართველოში დიდი მნიშვნელობა აქვს. მოსახლეობაში ილია მეორის ავტორიტეტი ურყევია. ამ შემთხვევაში იქმნება იმის შთაბეჭდილება, რომ ქართული ეკლესიის მეთაურის განცხადება ხელისუფლებასთანაა შეთანხმებული - მას მხარი დაუჭირეს ქვეყნის ხელმძღვანელებმაც. „ასე რომ, არაა გამორიცხული, რომ მეზობელ საქართველოში საკმაოდ საინტერესო პროცესები დაიწყოს“, - ნათქვამია სტატიაში.

პუბლიკაციაში მიმოხილულია მეოცე საუკუნის დასავლეთ ევროპაში, განსაკუთრებით კი მეორე მსოფლიო ომის შემდეგ რიგ ქვეყნებში მონარქიის აღდგენის მცდელობები. სულ ბოლოს მსგავსი ფაქტი ბულგარეთში მოხდა, როცა ყოფილი მეფე სიმეონ II ქვეყნის პრემიერ-მინისტრად დაინიშნა, თუმცაღა მონარქია არ აღდგენილა და ქვეყანა ისევ რესპუბლიკად დარჩა. ავტორი არ ივიწყებს მეზობელ თურქეთს, სადაც, მისი აზრით, დროდადრო დისკუსიებს იწყებენ ხოლმე სულთანათის პერსპექტივის შესახებ: „ზოგიერთი ექსპერტის აზრით, თურქეთში სულთანათი დე-ფაქტოდ უკვე აღდგენილია და თუ სულთნის საკითხი დადგება, უფრო უმჯობესი იქნება ტახტი ნიუ-იორკში მცხოვრებ პრინც ოსმან მეექვსეს (ოსმალეთის იმპერიის სულთან აბდულ ჰამიდის შვილიშვილს) შესთავაზონ, ვიდრე უგვარო თვითმარქვია რეჯეფ ერდოღანსო“.

თუ საქართველოში ნამდვილად ბაგრატიონთა (ბაგრატიდების) შთამომავალი გამეფდება და გვირგვინს დაიდგამს, მაშინ მონარქიული განწყობები სომხეთშიც გავრცელდება, მით უმეტეს, რომ სომეხი ბაგრატიონები ქართველი ბაგრატიონების შორეულ ნათესავებად ითვლებიან და შესაბამისად, კანონიერი მონარქებად უნდა მივიჩნიოთ. თუმცა ამ თვალსაზრისით სომხეთსა და საქართველოს შორის მნიშვნელოვანი განსხვავებაა - ქართული დინასტიის მმართველობა შედარებით ახლახანს - 1801 წელს შეწყდა, სომხებს კი საკუთარი მეფე სატახტო ქალაქ ანისში 1045 წლის შემდეგ აღარ ჰყოლიათ, ანუ, ქართველებისაგან განსხვავებით, მონარქიული ტრადიციები ვერ შევინარჩუნეთ. მიუხედავად ამისა, მეფობის პრეტენდენტი ჩვენც გვყავს: 1993 წელს უნგრეთში მცხოვრებმა ერთ-ერთმა ებრაელმა, ვინმე როლანდ ანტონოვიჩმა განაცხადა, რომ მას სომხური ფესვები აქვს და ბაგრატიდების შორეული შთამომავალია. საკუთარ თავსაც ასე უწოდა: „მისი უდიდებულესობა დიდი მთავარი მიხეილ ვაცლავ ბაგრატუნ-ანტონიან-ანტონევიჩ ანისელი“. იგი 1990-იან წლებში რამდენჯერმე იყო ერევანში გამეფების იმედით...

ხუმრობა ხუმრობად და თუ სერიოზულად ვიმსჯელებთ, მეზობელ ქვეყანაში დაწყებულ საინტერესო პროცესებს სამხრეთ კავკასიის რეგიონში რაღაც-რაღაცეების შეცვლა შეუძლია. ჩვენთვის მნიშვნელოვანია ვიცოდეთ: თუ პატრიარქის იდეას საქართველოს პოლიტიკური ხელმძღვანელები მართლაც მხარს უჭერენ და დროთა განმავლობაში საკონსტიტუციო მონარქია საქართველოში რეალურად განხორციელდება, მაშინ როგორ აისახება ეს ყველაფერი იქ მცხოვრებ ჩვენს თანამემამულეებზე? ხომ არ მოიმატებს ქართველების ნაციონალისტური განწყობები? ვინმე ხომ არ ისარგებლებს ამით თბილისში და სომხეთს პრეტენზიებს ხომ არ წამოუყენებს ჩრდილოეთ პროვინციების შესახებ, რომლებიც გარკვეული დროის მანძილზე ქართული სამეფოს შემადგენლობაში შედიოდა? ეს ის საკითხებია, რომელთა პასუხზე უკვე დღეს უნდა ვიფიქროთ“, - აღნიშნულია პუბლიკაციაში.


http://nv.am/politika/58587?task=view

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა