logo2
logo2
არქივი
« ივლისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31
logo2
logo2
"ng.ru" (რუსეთი): ოპოზიცია „რევოლუციურ სიტუაციაზე“ ალაპარაკდა
"ng.ru" (რუსეთი): ოპოზიცია „რევოლუციურ სიტუაციაზე“ ალაპარაკდა
12:46 23.06.2017
„საქართველოს პარლამენტის ოთხი ფრაქციიდან სამმა უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოს მუშაობას ბოიკოტი გამოუცხადა და სხდომათა დარბაზი დატოვა. მათი პროტესტი დაკავშირებულია საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტთან, რომლებიც, „ბუნტოვშიკების“ თქმით, მმართველი „ქართული ოცნების“ გარდა, არავის არ აწყობს“. დარბაზში დარჩენილი დეპუტატები პრეზიდენტის უფლებამოსილების ვადების გაზრდის საკითხზე ილაპარაკეს“, ნათქვამია რუსულ გამოცემა «Независимая газета»-ს მიერ გამოქვეყნებულ სტატიაში (ავტორი - იური როქსი).

საინფორმაციო სააგენტო "ნიუსპრესი" გთავაზობთ მასალის რეზიუმეს:

მმართველმა პარტიამ შეარბილა საკონსტიტუციო ცვლილებების ზოგიერთი ნაწილი, რომლებიც არჩევნებს ეხება. იმ პარტიებისთვის, რომლებიც პარლამენტის არჩევნებში მიიღებენ მონაწილეობას, საარჩევნო ზღურბლი (ბარიერი), სავარაუდოდ, 5%-დან 3%-მდე შემცირდება. პრეზიდენტის უახლოესი არცევნები კი, რომელიც მომავალ წელს უნდა გაიმართოს, გადაწყდა, რომ ძველი სქემით ჩატარდეს. ანუ ეს იმას ნიშნავს, რომ პრეზიდენტი პირდაპირი საყოველთაო არჩევნების წესის მიხედვით აირჩევა და მხოლოდ 2022 წელს - 300 ამომრჩევი დეპუტატით, ადგილობრივი ადმინისტრაციის ხელმძღვანელებითა და ავტონომიების წარმომადგენლებით.

მაგრამ მმართველი პარტიის ეს „დათმობები“ ოპოზიციამ „ნასუფრალად“ მიიჩნია, რადგან თითქმის მთელი ქვეყნის პოლიტიკური სპექტრის მთავარი მოთხოვნა - მაჟორიტარული საარჩევნო სისტემის გაუქმება არ შესრულებულა. საქმე იმაშია, რომ „ქართული ოცნების“ დეპუტატთა ჯფუფი - ისინი, ვინც მაჟორიტარულ ოლქებში იყვნენ არჩეულნი, ამ ცვლილების წინააღმდეგ წავიდნენ. მათი „დამორჩილება“ „ქართული ოცნების“ ლიდერებმაც კი ვერ შეძლეს, რომლებიც ცვლილებათა პროექტის საჯარო განხილვების დროს საზოგადოებას აიმედებდნენ - ამ პრობლემას მოვაგვარებთო. აქედან გამომდინარე, მმართველი პარტია იძულებული გახდა გამოეცხადებინა, რომ მომავალი საპარლამენტო არჩევნები კვლავ შერეული - პროპორციულ-მაჟორიტარული სისტემით ჩატარდება, ოღონდ უკვე 5%-დან 3%-მდე დაკლებული ბარიერით, მაჟორიტარული ოლქები კი მხოლოდ 2024 წლისათვის გაუქმდებაო. „ჩვენ „ოცნებამ“ მოგვატყუა. მმართველ პარტიას ქვეყანაში ხელისუფლების უზურპირება სურს. მე ამ ცინიკურ სპექტაკლში მონაწილეობა არ მინდა“, - განაცხადა „საქართველოს პატრიოტთა ალიანსის“ წარმომადგენელმა ირმა ინაშვილმა.

ოპოზიცია ასევე უკმაყოფილოა პრეზიდენტის უფლებამოსილების ვადის გაგრძელებით - მიუხედავად იმისა, რომ გიორგი მმარგველაშვილი ზოგიერთ საკითხში ოპოზიციის გვერდით იდგა ხოლმე, - აღნიშნულია სტატიაში.

საკონსტიტუციო ცვლილებებს, „ქართული ოცნების“ გარდა, ყველა პარტია აკრიტიკებს. „ოცნებამ“ კონსტიტუცია საკუთარ თავზე მოირგო. „რისთვის დადიოდნენ ევროპაში, ვენეციის კომისიაში? გვარწმუნებდნენ, რომ ყველაზე საუკეთესო პროექტს გვთავაზობდნენ... ახლა ისეთი რამ წარმოგვიდგინეს, რის შესახებაც ადრე არ გვისაუბრია“, - აცხადებს ნიკა მელია, „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი.

პუბლიკაციაში ავტორი იმოწმებს აგრეთვე პარლამენტის ექს-სპიკერის დავით ბაქრაძეის განცხადებას, რომ „ევროპული საქართველო“, პროტექსტის ნიშნად, პარლამენტის სხდომებში მონაწილეობას არ მიიღებს. ასევე სტატიაში მოხსენიებულია პარლამენტის კიდევ ერთი ექს-თავმჯდომარის დავით უსუფაშვილის თვალსაზრისიც (რომელიც ადრე „ქართული ოცნების“ წევრი იყო); მან თავისი ყოფილი თანამოაზრენი კონსტიტუციური ცვლილებების გაყალბებაში დაადანაშაულა. დავით უსუფაშვილმა აშკარად მიანიშნა, რომ კონსტიტუციის ცვლილებებთან დაკავშირებული პროცესები ბიძინა ივანიშვილის კარნახით მიმდინარეობს, რომელიც ქვეყნის მართვას კულისებიდან აგრძელებს... მაგრამ ყველაფერს აქვს თავისი დასასრული: ისევე, როგორც აღარაა ზვიად გამსახურდიას „მრგვალი მაგიდა“, ედუარდ შევარდნაძის „მოქალაქეთა კავშირი“, მიხეილ სააკაშვილის „ნაცმოძრაობა“, დადგება დრო და აღარც „ქართული ოცნება“ არ იქნება“. ოპოზიციის წარმომადგენლები აღნიშნავენ; თუ ხელისუფლება მიდგომებს არ შეცვლის, საპარლამენტო არჩევნებს ქვეყანა კარგად ცნობილ „რევოლუციურ მდგომარეობაში“ შეხვდება.



http://www.ng.ru/cis/2017-06-23/5_7014_gruzja.html


FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა