logo2
logo2
არქივი
« ივლისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31
logo2
logo2
«RFE//RL//ekhokavkaza.com» (აშშ): მეფე ქართველთა, აფხაზთა, ოსთა...
«RFE//RL//ekhokavkaza.com» (აშშ): მეფე ქართველთა, აფხაზთა, ოსთა...
16:54 22.06.2017
„საქართველოში კონსტიტუციურ მონარქიაზე დაფიქრდნენ“, „საქართველოში მონარქიის რესტავრირებას ცდილობენ“, „ქართული სამეფო კარის თამაშები“... ასეთი სათაურები აქვს გაზეთებში გამოქვეყნებულ მასალებს. საქართველოს კათოლიკოს-პატრიატრქმა გასულ კვირას განაცხადა, რომ ქვეყანას მეფე მეფე ჭირდებაო. იგი მსგავსი ინიციატივით წინა წლებშიც არაერთხელ გამოსულა, მაგრამ თუ დღემდე ქართული ეკლესიის მეთაურის ეს წინადადება ძირითადად მხოლოდ ღიმილს იწვევდა, ახლა მას მხარი დაუჭირეს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ, პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა და სხვა მაღალი თანამდებობის პირებმა. ვის და რატომ ჭირდება მეფობის აღდგენა, აშშ-ის რადიო „თავისუფლება-თავისუფალი ევროპის“ რუსულენოვანი სამსახურის - „რადიო სვობოდა//ეხო კავკაზას“ ჟურნალისტი ნანა პლიევა ქართველ თეოლოგს ლევან აბაშიძეს და პოლიტოლოგ გიორგი ხუხაშვილს ესაუბრება.

გთავაზობთ ამონარიდებს:

-ბატონო გიორგი, რატომ აიტაცა მმართველმა გუნდმა პატრიარქის წინადადება და რას გააკეტებე ისინი [მისი რელიზებისათვის]?

ჩემი აზრით, ეს თვალთმაქცობის კლასიკური შემთხვევაა. ასეთი რამ არარეალიზებულ პოლიტიკოსებს ემართებათ. არსებული პრობლემების ფონზე, რომელთა შესახებ მათ საუბარი არ სურთ, ცდილობენ პატრიარქის ავტორიტეტს მიეტმასნონ. მონარქიის თემა ქართულ საზოგადოებაში ახალი არ არის - პატრიარქს ტავის ქადაგებაში ამაზე ბევრჯერ უთქვამს, მაგრამ ასეთი ტრაგიკომედიური რეზონანსი ადრე არ შეიმჩნეოდა. ვფიქრობ, ეს იმითიცაა გამოწვეული, რომ დღევანდელი პოლიტიკური ელიტა ბევრი მიმართულებით უკვე ჩიხშია შესული, თანაც მიდის კონსტიტუციის ცვლილების პროცესი, რომელიც მათ ჩააფლავეს... ამ დროს კი სრულიად სხვა თემის განხილვა დაიწყეს. გარდაც ამისა, ძალიან ბევრი პრობლემა დაგროვდა სოციალურ სფეროში... მონარქიის საკითხის განვითარებას არანაირი პერსპექტივა არ აქვს, რადგანაც ჩვენთან კონსტიტუციური მონარქია არასოდეს ყოფილა. ჩვენთან ყოველთვის არსებობდა აბსოლუტური მონარქია, მაგრამ მას შემდეგ საუკუნეები გავიდა, დროში ხანგრძლივი წყვეტა მოხდა. ასე რომ, ამგვარი საუბრები არასერიოზულია. ილაპარაკებენ რამდენიმე დღე და მერე დაავიწყდებათ.

-ბატონო ლევან, თქვენი აზრით, რატომ ფიქრობს ქართული ეკლესია ზეციურ საკითხებზე მეტად მიწიერ საკითხებზე? ილია მეორეს მონარქიის აღდგენაზე მართლაც ბევრჯერ უსაუბრია... როგორი მნიშვნელობა აქვს ქართული მართლმადიდებელი ეკლესიისთვის მეფეს?

აქ მთლიანობაში ეკლესია, ალბათ, არ უნდა ვიგულისხმოთ. ეკლესია მრევლსაც მოიცავს. უბრალოდ, ჩვენი პატრიარქი და რამდენიმე უმაღლესი იერარქი სიმპათიით ეკიდება მონარქიის აღდგენის იდეას. ალბათ, ამაში ნოსტალგიაც ჩანს - ნოსტალგია იმ საქართველოზე, როცა ქვეყანა ძლიერი, განვითარებული, მართლმადიდებელი იყო. კათოლიკოს-პატრიარქი ლაპარაკობს კონსტიტუციურ მონარქიაზე - მისი ვერსიით, მეფე მეფობს, მაგრამ არ მართავს. გარდა ამისა, მონარქია საქართველოს გამთლიანობაშიც შეიძლება დაეხმაროს. ჩვენთან მეფეები ხომ მთლიანი საქართველოს მეფეები იყვნენ, ოსებისაც და აფხაზებისაც.

- ბატონო გიორგი, თქვენ მიიჩნევთ, რომ ასეთი აქტიურობა საეჭვოა? განა ბიძინა ივანიშვილის სანქციის გარეშე დაიწყო ეს საუბრები მონარქიაზე? განა მმართველი პარტიის წევრები მას არ შეუთანხმდნენ?

- არ ვფიქრობ, რომ ბიძინა ივანიშვილი ასეთ სპონტანურ, აბსოლუტურად არასერიოზულ აქტიურობას დაეთანხმებოდა. აშკარაა, რომ ბიძინა ივანიშვილმა პოლიტიკოსების აღტყინება შეაჩერა, რადგან ისინი დილით ერთს გაიძახოდნენ, საღამოთი კი უფრო სერიოზულ თემებზე ალაპარაკდნენ. მოკლედ, რიტორიკა შეცვალეს. ეს მოსალოდნელიც იყო, რადგან ასეთი სპონტანური მოძრაობები ბიძინა ივანიშვილის სტილი არ არის. მას საერთოდ არ მოსწონს, როცა ეკლესიისა და სამოქალაქო ხელისუფლების ასეთი ინტეგრაცია ხდება.
ვფიქრობ, რომ მათთვის ასეთ თემებზე საუბარი უფრო ადვილია, ვიდრე სერიოზულ, რთულ საკითხებზე. კონსტიტუციაზე ვერაფერს იტყვიან, რადგან პროცესი ჩავარდა... ასევე დისკონფორტულია მათთვის ჟურნალისტ აფგან მუხთარლის შესახებ საუბარი... და ასეთ დროს პატრიარქის, ასეთი ავტორიტეტული ადამიანის ინიციატივაზე ლაპარაკი უფრო კარგია, რადგან მათ კრიტიკოსები არ ეყოლებათ.

- ანუ, ბატონო გიორგი, შეიძლება ითქვას, რომ თემა დახურულია, რადგან რესპუბლიკური წყობის საგუშაგოზე ბიძინა ივანიშვილი დგას? თუ ყველაფერი მაინც შიდაპოლიტიკურ სიტუაციაზეა დამოკიდებული?

- საქმე ბიძინა ივანიშვილში არაა. მე არ ვამბობ, რომ საკითხი დახურულია, რადგან გარკვეული წრეები ამ საკითხზე მსჯელობას მომავალშიც გააგრძელებენ. ამასთან, ჩვენ უნდა გავაცნობიეროთ, რომ 21-ე საუკუნე რაციონალიზმის ერაა, ანუ სახელმწიფოს წარმატება რაციონალიზმზე გადის, ხოლო უფლის მირონცხებული მეფე რაღაც სასწაულს მოახდენს და ქვეყანას გააერთიანებსა, ეს რეალური პოლიტიკის ჩარჩოებში არ თავსდება. დავუტოვოთ ამ საკითხზე ლაპარაკი იდეის მხარდამჭერებს, მის ლობისტებს. დაე, მათ იმედი ჰქონდეთ. ეს მათი საქმეა და არა სახელმწიფოსი. ჩვენ ახლა აბსოლუტურად კონკრეტული პრობლემები გვაქვს მოსაგვარებელი: ჩვენთან მეფობას კი არა, პრეზიდენტობასაც გააუქმებენ და ხელისუფლების მონოპოლიზებას მოახდენენ...

- ჰოდა, ისინიც მეფის სახით მუდმივ პრეზიდენტს გთავაზობენ...

- სინამდვილეში მათთვის არათუ მეფე, არამედ პატრიარქიც ფსევდოავტორიტეტულია. ზემოთ უკვე ვთქვი, რომ მათი მოქმედება წმინდა წყლის თვალთმაქცობაა, როცა საეჭვო სულიერი ღირებულებების მქონე პოლიტიკოსები კათოლიკოს-პატრიარქთან მიდიან და ბრძნული გამომეტყველებით და სრულიად სერიოზულად საუბრობენ მონარქიაზე... პოლიტიკოსებს ასეთი რამ არ ეპატიებათю




https://www.ekhokavkaza.com/a/28571718.html


FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა