logo2
logo2
არქივი
« ივლისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31
logo2
logo2
«RFE//RL» (აშშ): წარმოვიდგინოთ: ჩრდილოეთ კავკასია მეფის მეზობლად
«RFE//RL» (აშშ): წარმოვიდგინოთ: ჩრდილოეთ კავკასია მეფის მეზობლად
13:02 22.06.2017
აშშ-ის რადიო „თავისუფლება-თავისუფალი ევროპის“ რუსულენოვანი სამსახურის - „რადიო სვობოდას“ პროექტ «Кавказ. Реалии»-ის მიერ გამოქვეყნებულ სტატიაში საუბარია საქართველოში კონსტიტუციური მონარქიის შემოღების საკითხზე, გადმოცემულია როგორც რუსი პოლიტოლოგების, ასევე ჩრდილოკავკასიური რესპუბლიკების მოსახლეობის წარმომადგენელთა თვალსაზრისები (ავტორი - ეკატერინე ფილიპოვიჩი).


საინფორმაციო სააგენტო "ნიუსპრესი" გთავაზობთ მასალის ქართულენოვან რეზიუმეს:

მოსკოვის საერთაშორისო ურთიერთობათა ინსტიტუტ/უნივერსიტეტის („მგიმო“) კავკასიის პრობლემების ცენტრის უფროსი მეცნიერ-თანამშრომლის ვადიმ მუხანოვი ამბობს, რომ მონარქიის აღდგენაზე ლაპარაკი საქართველოში ადრეც ყოფილა. „თემა ჟღერდა როგორც ედუარდ შევარდნაძის, ასევე მიხეილ სააკაშვილის პრეზიდენტობის პერიოდშიც და ბევრადაა განპირობებული ქართული მართლმადიდებელი ეკლესიის და პირადად კათოლიკოს-პატრიარქის მემარცხენე რიტორიკით. ვფიქრობ, მას გადაჭარბებულ ყურადღებას უთმობენ... საქართველოში არსებული რთული სოციალურ-ეკონომიკური სიტუაციის გამო ხელისუფლება დროდადრო, პერიოდულად უბრუნდება მონარქიის აღდგენის საკითხს, როგორც მეხმარიდს, თუმცა მოსახლეობის ფართო ფენებს ეს საკითხი ნაკლებად აღელვებს. ამით უფრო მეტად დაინტერესებულნი არის მოსახლეობის ის ნაწილი, რომლებიც ტრადიციული ფასეულობებზე არიან ორიენტირებულნი“, - ამბობს ვადიმ მუხანოვი.

რუსეთის სახალხო მეურნეობის აკადემიის მეცნიერ-თანამშრომელი კონსტანტინ კაზენინი დარწმუნებულია, რომ ჩრდილოეთ კავკასიის მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობას საქართველოში მიმდინარე ამბები საერთოდ არ აინტერესებს: „ეს ქვეყანა ჩრდილოკავკასიელი საშუალო სტატისტიკური მოქალაქისათვის უკვე საზღვარგარეთი გახდა. ბიზნესმენებისათვის თურქეთი უფრო მიმზიდველია, ვიდრე საქართველო. თბილისში უფრო ჩრდილოკავკასიელი ინტელიგენციის წარმომადგენლები დადიან - მეცნიერი-ჰუმანიტარები, ჟურნალისტები. მათთვის საქართველო მიმზიდველია პოსტინდუსტრიული ცხოვრების ფორმატით, თუმცა ქვეყნის საშინაო პოლიტიკა არც მათ არ აინტერესებთ“, - ამბობს კონსტანტინ კაზენინი.

რაც შეეხება არაექსპერტულ თავალსაზრისებს:

„მე მონარქიის კატეგორიული წინააღმდეგი ვარ“, - აცხადებს «Кавказ. Реалии»-ის კორესპონდენტთან საუბარში დაღესტნელი სტუდენტი ფატიმათი; „არ ვიცი, რაში გამოიხატება მონარქიის პლუსები საქართველოსთვის, რომელიც ევროპისაკენ მიისწრაფვის, თუმცა ისიც ვერ გამიგია, რითაა საშიში მონარქია“, - ამბობს ანასტასია სედოვა ვლადიკავკაზიდან; „თუ საქართველოში მონარქია აღდგება, მაშინ ეს ფაქტი მთელი კავკასიისთვის საკვირველი იქნება“, - ამბობს მხაჩყალის მცხოვრები, რომელმაც ვინაობა არ გაამხილა.

მაგრამ, მოწინააღმდეგეებთან ერთად, არიან მონარქიის მომხრეებიც:
„მე მონარქიული წყობის მხარდამჭერი ვარ. ამ შემთხვევაში ჩემთვის მნიშვნელოვანია, რომ მეფე კონსტიტუციით უნდა იყოს შეზღუდული. მხოლოდ ასეთ მონარქიას მივესალმები“, - აღნიშნავს საიდი, დაღესტნის სახელმწიფო უნივერსიტეტის აღმოსავლეთმცოდნეობის ფაკ-ტის სტუდენტი; „მონარქია - რომანტიკაა. ოლიგარქებს მეფე მირჩევნია“, - ასე ფიქრობს დაღესტნის სამედიცინო ინსტიტუტის სტუდენტი ასიათი.

მახაჩყალელ მხატვარ ზაქარია ზაქარიევს ჩაფიქრებული აქვს დახატოს ბაგრატიონების სამეფო დინასტიის წარმომადგენლების პორტრეტები: „თუ საქართველოშიც ისეთი მონარქია იქნება, როგორც სკანდინავიაში, ეს ძალიან მაგარი იქნება. მთავარია, რომ ქართველებისთვის სასარგებლო იყოს“, - ამბობს ზაქარია.

„რატომაც არა, თუ მონარქია კონსტიტუციური, საპარლამენტო იქნება? მთავარია, რომ მისი ხელისუფლება შეზღუდული იყოს და რომ იგი პარლამენტარების აზრს ეყრდნობოდეს. განუსაზღვრელი ხელისუფლება კარგი არავისთვის არაა“, - უთხრა «Кавказ. Реалии»-ის კორესპონდენტს ამინამ, დაღესტნის უნივერსიტეტის ფილფაკის სტუდენტმა.

სტავროპოლელი მწერალი დიმიტრი პიკალოვი ვარაუდობს, რომ მონარქიის აღდგენაში გარკვეული პოზიტივია ტურისტთა მიზიდვის კუთხით: „ეს ისეთივეა, როგორც, მაგალითად, მარიხუანას ლეგალიზება. დღეს საქართველო მწევლებს იზიდავს და ეს სრულიად გასაგებია. თუ მონარქიაც ტურისტულ ღირსშესანიშნაობად გადაიქცევა, მაშინ, ალბათ, იდეა ცუდი არაა“.


https://www.kavkazr.com/a/severny-kavrak-po-sosedstu-s-tsarem/28570699.html



FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა