logo2
logo2
არქივი
« ივლისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31
logo2
logo2
ნატალია ანთელავა «Deutsche Welle»-ს ეთერში: კრემლი თავის სასარგებლოდ საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას აქტიურად იყენებს
ნატალია ანთელავა «Deutsche Welle»-ს ეთერში: კრემლი თავის სასარგებლოდ საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას აქტიურად იყენებს
12:57 22.06.2017
„ბონში გამართულ Global Media Forum-ზე გერმანელი, პოლონელი და ქართველი ჟურნალისტები მეზობელ ქვეყნებზე რუსული პროპაგანდის გავლენის შესახებ საუბრობდნენ. საქართველოში, სადაც მოსახლეობა მთლიანობაში მხარს არ უჭერს პროკრემლურ რიტორიკას, მოსკოვის გავლენის გამავრცელებელ ერთ-ერთ საშუალებად ქართული მართლმადიდებელი ეკლესია გამოდის“, - ნათქვამია „დოიჩე ველეს“ მიერ გადაცემულ რეპორტაჟში (ავტორები - რომან კუჩერენკო და ოლღა კაპუსტინა).

იმ თემატური დისკუსიის ძირითადი არსი, რომელსაც „დოიჩე ველეს“ ჟურნალისტი ჟანა ნემცოვა მოდელირებდა, ქართული მედიის წარმომადგენელმა, «Coda Story»-ს რედაქტორმა ნატალია ანთელავამ ჩამოაყალიბა. გთავაზობთ Global Media Forum-ზე ქართული მასმედიის წარმომადგენლის გამოსვლის შინაარსს:

როგორც ნატალია ანთელავა ამბობს, კრემლს ძალიან კარგი უნარი აქვს მოძებნოს და სათავისოდ გამოიყენოს საჭირო ადამიანები. კრემლი „საჭირო ღილაკებით“ მანიპულირებს და ისეთ ინფორმაციებს ავრცელებს, რომელიც დიდ რეზონანს იწვევს საზოგადოების სხვადასხვა წრეებში.

საქართველო არ აღიარებს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობას, რადგანაც თბილისი მათ საკუთარ ტერიტორიად, რუსეთის მიერ ოკუპირებულ რეგიონებად მიიჩნევს. ამ მიზეზით, როგორც ქართველი ჟურნალისტი ამბობს, მოსახლეობა მთლიანობაში მხარს არ უჭერს პრორუსულ რიტორიკას, კავკასიის ამ რესპუბლიკაში სულ უფრო ცოტა ადამიანი საუბრობს რუსულ ენაზე, ბევრი კრემლის წინააღმდეგია, განსაკუთრებით 2008 წლის აგვისტოში მომხდარი ომის შემდეგ, მაგრამ ასეთ პირობებშიც კი მოსკოვს აქვს შესაძლებლობა გავლენა მოახდინოს საზოგადოების განწყობაზე. კრემლი ძალიან წარმატებულად ახერხებს მოვლენების ინტერპრეტირებას სხვადასხვა არხების მეშვეობით, როგორებიცაა, მაგალითად, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია, ასევე ტრადიციონალისტური ორგანიზაციები, მაგალითად, საქართველოს მართლმადიდებელი მშობლების კავშირი, რომლებიც თითქმის იგივე ინფორმაციებს იმეორებენ, რომლებიც რუსული მასმედიით გადაიცემა. ამასთან, მათი დამოწმება (მითითება) თითქმის არასოდეს არ ხდება. ასეთი ინფორმაციის ერთ-ერთ ნიმუშად ნატალია ანთელავამ დაასახელა საქართველოში ტრადიციონალისტების მიერ გავრცელებული მითი იმის თაობაზე, რომ დასავლეთ ევროპის ქვეყნების ხელისუფლებაში ჰომოსექსუალები და პედოფილები არიანო. შესაბამისად, ყალიბდება ასეთი აზრი - რა გვინდა ისეთ ევროპაში, სადაც მოსახლეობას გეები და პედოფილები მართავენო.
როგორც ნატალია ანთელავამ აღნიშნა, საქართველოში ვრცელდება აგრეთვე რუსული პროპაგანდისტული საშუალებების მიერ შეთხზული მითები უკრაინაში, კერძოდ, დონბასში მომხდარი მოვლენების შესახებ.


http://www.dw.com/ru/a-39356417?maca=rus-yandex_new_politics_mm-9641-xml
http://www.dw.com/de/russland-drückt-die-richtigen-knöpfe/a-39340415

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა