logo2
logo2
არქივი
« ივლისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31
logo2
logo2
«BuzzFeed News» (აშშ): პატარკაციშვილმა სკოტლანდ-იარდს წინასწარ აცნობა, რომ მისი მკვლელობა იგეგმებოდა
«BuzzFeed News» (აშშ): პატარკაციშვილმა სკოტლანდ-იარდს წინასწარ აცნობა, რომ მისი მკვლელობა იგეგმებოდა
11:12 20.06.2017
პოპულარულმა ამერიკულმა გამოცემამ BuzzFeed News-მა გამოქვეყნა ჟურნალისტური გამოკვლევა, რომლის ავტორები დიდი ბრიტანეთის ტერიტორიაზე ცნობილი ადამიანების გარდაცვალება-დაღუპვის გარემოებებს ეხებიან. გამოკვლევის თანახმად, აშშ-ის სადაზვერვო ორგანოები 14 პიროვნების სიკვდილში რუსეთის ფედერაციის სპეცსამსახურების მონაწილეობას ადასტურებენ.

გამოკვლევაში ნათქვამია, რომ მულტიმილიონერ სკოტ იანგისა და მისი პარტნიორების მკვლელობები ბრიტანულმა პოლიციამ ბოლომდე არ გამოიძია და ისე დახურა. მაგალითად, ბორის ბერეზოვსკის საქმე, ბადრი პატარკაციშვილის საქმე და ა.შ. „ბრიტანულმა პოლიციამ დაასკვნა, რომ ბორის ბერეზოვსკიმ თავი მოიკლა და იგი არავის მოუკლავს. ასევე არ იქნა ბოლომდე გამოძიებული ბადრი პატარკაციშვილის სიკვდილი, რომელიც, ოფიციალური ცნობის მიხედვით, 2008 წელს გულის შეტევით გარდაიცვალა, მათი ახლობელი იური გოლუბევი („იუკოს“-ის დამფუძნებელი) და სხვები.

ავტორები აღნიშნავენ, რომ ბორის ბერეზოვსკი ვლადიმერ პუტინს აკრიტიკებდა - არა მარტო სიტყვით, არამედ საქმითაც კრემლის წინააღმდეგ გამოდიოდა. კერძოდ, მან უკრაინაში 30 მილიონი დოლარი ჩადო „ნარინჯოვანი რევოლუციის“ მოსამზადებლად. ინგლისის ანტიტერორისტული უწყების თანამშრომლებმა კარგად იცოდნენ, რომ ბორის ბერეზოვსკი არა მარტო უკრაინის, არამედ საქართველოსა და ბელორუსიის პოლიტიკურ ცხოვრებაში ერეოდა.

2006 წელს ლონდონში რუსეთიდან გაქცეული ალექსანდრე ლიტვინენკო მოწმალეს. მას დიდ ბრიტანეთში ბორის ბერეზოვსკი და ბადრი პატარკაციშვილი მფარველობდნენ.

მილიონერი სკოტ იანგი შეძრწუნებული იყო ალექსანდრე ლიტვინენკოს მკვლელობით. მას განსაკუთრებით აშინებდა და აეჭვებდა ის, რომ ოლიგარქთა წრეებში იყო პიროვნება, რომელიც, სავარაუდოდ, მკვლელის როლს შეასრულებდა. მოგვიანებით გაირკვა, ეს პიროვნება ანდრეი ლუგოვი იყო, რომელიც ადრე ბორის ბერეზოვსკისა და ბადრი პატარკაციშვილის კომპანიების უსაფრთხოების სამსახურში მუშაობდა. იგი შეგზავნილი პიროვნება აღმოჩნდა.

2007 წლის იანვარში ლონდონში იური გოლუბევი, „იუკოს“-ის თანადამფუძნებელი, თავის ბინაში მკვდარი იპოვეს - მოსკოვიდან მისი წამოსვლიდან რამდენიმე კვირის შემდეგ. სკოტლანდ-იარდმა გამოაცხადა, რომ მისი სიკვდილი ბუნებრივია და საეჭვო არაფერი არ არისო. მაგრამ უცნაურია, რატომ თქვა პირიქით მაშინ რუსეთის გენერალურმა პროკურორმა იური ჩაიკამ - „არსებობს ეჭვები, რომ იგი მოკლესო“? აშშ-ის დაზვერვის ერთ-ერთმა წყარომ აღნიშნა, რომ ამგვარი განცხადებები ერთ რამეს მიანიშნებს: მოსკოვი რუსეთიდან გაქცეულებს და დაუმორჩილებელ ოლიგარქებს აფრთხილებს - თუ კრემლს არ გაუგონებთ, სიცოცხლეს გამოესალმებითო.

2007 წლის დეკემბერში ბადრი პატარკაციშვილმა სკოტლანდ-იარდს აცნობა, რომ დაგეგმილია მისი მკვლელობა, საქართველოში პოლიტიკური საქმიანობასთან დაკავშირებით. 2008 წლის 12 თებერვალს ბადრი პატარკაციშვილმა თავი ცუდად იგრძნო, წამოწვა საწოლზე, შემდეგ კი ნათესავებმა გარდაცვლილი ნახეს. როგორც აშშ-ის სადაზვერვო სამსახურების თანამშრომლები ამბობენ, ბრიტანულმა სპეცსამსახურებმა საიდუმლოდ სთხოვეს ამერიკელ კოლეგებს ინფორმაცია, ჰქონდა თუ არა რუსეთთან რაიმე კავშირი იური გოლუბევისა და ბადრი პატარკაციშვილის გარდაცვალებას. „თანამშრომლებმა განაცხადეს, რომ მათ აქვთ დოსიეები, სადაც დიდ ბრიტანეთში მომხდარი მკვლელობების შესახებ ინფორმაცია ინახება. ბადრი პატარკაციშვილის სიკვდილთან დაკავშირებით ეჭვები ძალიან ძლიერია, - უთხრეს BuzzFeed News-ის ავტორებს აშშ-ის სადაზვერვო სამსახურის მაღალჩინოსანმა თანამშრომლებმა“, - აღნიშნულია სტატიაში.


https://www.buzzfeed.com/heidiblake/from-russia-with-blood-14-suspected-hits-on-british-soil?utm_term=.yl5D4r1l2R#.ikvERlJAzp

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა