logo2
logo2
არქივი
« ივლისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31
logo2
logo2
«liter»(ყაზახეთი): საქართველოს კულტურა ისეთივე მიმზიდველი და მრავალფეროვანია, როგორც მისი მზიური და დიდებული ბუნება
«liter»(ყაზახეთი): საქართველოს კულტურა ისეთივე მიმზიდველი და მრავალფეროვანია, როგორც მისი მზიური და დიდებული ბუნება
09:50 17.06.2017
ყაზახური გამოცემა "Литер"-ის მიერ გამოქვეყნებული სტატია ეხება ყაზახეთის დედაქალაქ ასტანაში გახსნილ საერთაშორისო გამოფენა „ექსპო-2017“-ს, სადაც ქართული პავილიონიც მოქმედებს. აღნიშნულია, რომ ამ სპეციალიზებული გამოფენის ჩარჩოებში ჩატარდა საქართველოს დღეები, რომელშიც მონაწილეობა პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმაც მიიღო. იგი ყაზახეთში ოფიციალური ვიზიტით იმყოფებოდა (ავტორი - მირა მუსტაფინა).

საინფორმაციო სააგენტო "ნიუსპრესი" გთავაზობთ მასალის ქართულენოვან რეზიუმეს:

ქართული პავილიონის მთავარ ობიექტთან - ენერგეტიკულ ტურბინასთან ერთად, აქ წარმოდგენილია ქართველი ოსტატების ხელნაკეთი ნივთები და ქართული ღვინოების ფართო ასორტიმენტი, რომელიც ზაფხულის სამი თვის განმავლობაში, ალბათ, ყველა მნახველს ეყოფა. ღვინო გასაგებია, მაგრამ მნახველთა დიდ ინტერესს იწვევს საქართველოს წარმატებები ე.წ. „მწვანე ეკონომიკაზე“ გადასვლის საკითხში. აქცენტი გაკეთებულია ელექტროენერგეტიკაზე: საქართველოში 26 ათასი მდინარეა, მათგან სამას მდინარეს შესაშური პოტენციალი გააჩნია ელექტროენერგიის წარმოებისათვის. ქვეყანაში 68 მოქმედი ჰიდროელექტროსადგურია და მათი წილი გამომუშავებულ ელექტროენერგიაში თითქმის 80%-ს შეადგენს. პავილიონში გამოფენილ რუკაზე ყველას შეუძლია ამ ჰესების ადგილმდებარეობის გაცნობა. საინტერესოა, რომ საქართველოს ერთ-ერთი უძველესი ქალაქის - ქუთაისის ირგვლივ 7 ჰიდროელექტროსადგურია აგებული. საქართველოში ქარის ენერგიის მართვასაც ცდილობენ: მიმდინარე წელს გორთან ქარის ელექტროსადგურიც ამუშავდა, რომლის სიმძლავრე 21 მეგავატს შეადგენს. ამ ფაქტებით გასაგები ხდება, თუ რატომაა პავილიონის მთავარი ობიექტი ენერგეტიკული ტურბინა.

ქართული პავილიონის დამთვალიერებლები საქართველოს გაცნობას იმ სტენდიდან იწყებენ, რომელიც ქართული უნიკალური ანბანის შესახებ მოგვითხრობს. მსურველს შეუძლია სპეციალური 5D-სათვალით უკვე თანამედროვე საქართველოში ვირტუალურად იმოგზაუროს. ერთ-ერთ სტენდზე გამოსახულია რუკა, რომელზეც ნაჩვენებია, თუ რას სთავაზობს ტურისტებს და რით არიან ცნობილი ბათუმი, ქუთაისი, წყალტუბო, ბორჯომი, ყაზბეგი, მცხეთა, თელავი, სიღნაღი... და რომელი ზეიმი ჩაივლის ქართული მრავალხმიანი სიმღერისა და ცეცხლოვანი, გრაციოზული ქართული ცეკვების გარეშე? საქართველოს კულტურა ისეთივე მიმზიდველი მრავალფეროვანია, როგორც მისი მზიური და დიდებული ბუნება, როგორც ამ ტალანტიური და ამაყი ხალხის ყოფა-ცხოვრება.

ამფითეატრის ღია სცენაზე გამოდიან ახალგაზრდა შემსრულებლები, სხვადასხვა საერთაშორისო პრემიებისა და პრიზების მფლობელი მომღერლები მაია ბარათაშვილი, გიორგი სუხიტაშვილი, მარიკო ებრალიძე, თემურ საჯაია, ალეკო ბერძენიშვილი. განუმეორებელი ხიბლი მისცა საქართველოს ეროვნულ დღეს სახალხო არტისტმა ეკა მამალაძემ, საბჭოთა კავშირისა და საქართველოს სახალხო არტისტებმა ნანი ბრეგვაძემ და თამარ გვერდწითელმა, რომლებსაც მაყურებელი, ტაშის გრიალში, სცენიდან დიდხანს არ უშვებდა...

როგორც საქართველოს სახელმწიფო ორკესტრის რეჟისორმა, საქართველოსა და უკრაინის სახალხო არტისტმა გივი გაჩეჩილაძემ აღნიშნა, ყაზახი მაყურებლის გულწრფელი დამოკიდებულება, გამოფენაზე არსებული სიყვარულისა და მეგობრობის ატმოსფერო, ასტანის სტუმართმოყვარეობა დიდ ხანს დარჩება ქართველების მახსოვრობაში.
---------
გაზეთში გამოქვეყნებულია აგრეთვე ინტერვიუ თამარ გვერდწითელთან, რომელსაც ჟურნალისტი ლიუბოვ არტიმოვიჩი ესაუბრება.

https://liter.kz/ru/articles/show/33736-gamardzhoba_gruziya_



FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა