logo2
logo2
არქივი
« ივლისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31
logo2
logo2
«nv.am» (სომხეთი): პოროშენკოს საქართველოსათვის სააკაშვილის გადაცემა სურს?!
«nv.am» (სომხეთი): პოროშენკოს საქართველოსათვის სააკაშვილის გადაცემა სურს?!
14:03 16.06.2017
სომხურ გაზეთ «Новое время»-ში გამოქვეყნებული სტატია უკრაინულ და რუსულ მასმედიაში გავრცელებული მასალების მიმოხილვას წარმოადგენს, რომელიც საქართველოს ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს ბედს ეხება. „უკრაინის პრეზიდენტი პეტრო პოროშენკო აქტიურ მოლაპარაკებას აწარმოებს საქართველოს ექს-პრემიერთან, ოლიგარქ ბიძინა ივანიშვილთან, ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ექსტრადირების თაობაზეო, - აცხადებს უკრაინის გენპროკურორის ექს-მოადგილე, მიხეილ სააკაშვილის თანამებრძოლი და თანამოაზრე, პარტია „ახალი ძალების მოძრაობის“ წარმომადგენელი დავით საყვარელიძე.

„ყველა არხზე იმას ლაპარაკობენ, რომ თუ მიხეილ სააკაშვილი თავის ოპოზიციურ საქმიანობას არ შეაჩერებს, მას საქართველოში დააბრუნებენ“, - ამბობს ქართველი პოლიტიკოსი. მისი თქმით, თავდაპირველად უკრაინის პრეზიდენტს არ სურდა, რომ საქართველოს ექს-პრეზიდენტი უკრაინის პოლიტიკაში შეეშვა: „პეტრო პოროშენკოს არ უნდოდა ვლადიმერ პუტინის განაწყენება და თან მიხეილ სააკაშვილის პოპულარობას უფრთხოდა“.

დავით საყვარელიძემ ისიც გაიხსენა, რომ როცა მიხეილ სააკაშვილი უკრაინაში გამოჩნდა, „იგი წინააღმდეგი არ იყო ანტიკორუფციულ ბიუროსათვის ეხელმძღვანელაო, მაგრამ რადგანაც მისმა განზრახვამ პოლიტიკურ ელიტაში ალიაქოთი გამოიწვია, პეტრო პოროშენკომ იგი ოდესის ოლქის გუბერნატორად დანიშნა“.

როგორც მკითხველისათვისაა ცნობილი, ოდესაში ყოფნისას მიხეილ სააკაშვილმა თავის მიზნად უკრაინის ხელმძვანელობის შეცვლა დაისახა და განაცხადა, რომ მასთან დაპირისპირება პეტრო პოროშენკოს ძვირად დაუჯდებოდა. მას შემდეგ საქართველოს ექს-პრეზიდენტმა თავისი „ყოფილი მეგობარი“ მრავალჯერ დაადანაშაულა სიცრუესა და კორუფციაში.

მიხეილ სააკაშვილი მოხსენიებულია აგრეთვე ცნობილი ამერიკელი რეჟისორის ოლივერ სტოუნის დოკუმენტურ ფილმში „ინტერვიუ პუტინთან“. რუსეთის პრეზიდენტი ეხება 2008 წლის აგვისტოში საქართველოსთან მომხდარ კონფლიქტს და ამბობს: „არ ვარ დარწმუნებული იმაში, რომ [მიხეილ სააკაშვილი ვინმემ წააქეზა და მისი პროვოცირება მოახდინა, მაგრამ მაინც მგონია, რომ იგი ასეთ პროვოკაციაზე თავისი ნებით არ წავიდოდა. ყოველ შემთხვევაში, მისი შეჩერებაც არავის უცდია... ძალიან გამიკვირდა, რომ დასავლურმა მასმედიამ საქართველოზე თავდასხმაში რუსეთი დაადანაშაულა. თვალებს და ყურებს არ დავუჯერე... თანაც ეს სიცრუე საზღვარგარეთ მილიონობით ადამიანმა დაიჯერა“.


http://www.nv.am/region/58433-2017-06-15-05-42-42

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა