logo2
logo2
არქივი
« ივლისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31
logo2
logo2
"kommersant"(რუსეთი): ზურაბ წერეთელს თბილისში „საქმე მოუძებნეს“ და მისი სახელი სამშენებლო კომპანია "სვეტის" ხელმძღვანელის გატაცებას დაუკავშირეს
"kommersant"(რუსეთი): ზურაბ წერეთელს თბილისში „საქმე მოუძებნეს“ და მისი სახელი სამშენებლო კომპანია "სვეტის" ხელმძღვანელის გატაცებას დაუკავშირეს
11:44 14.06.2017
„რუსეთის სამხატვრო აკადემიის პრეზიდენტი ზურაბ წერეთელი ხმაურიანი სკანდალის ცენტრში აღმოჩნდა: ქართველმა ბიზნესმენმა, რომელიც ამას წინათ თბილისის ცენტრში უცნობმა პირებმა გაიტაცეს, გათავისუფლების შემდეგ განაცხადა, რომ გამტაცებლები მისგან 150 ათას დოლარის ვალის დაბრუნებას ითხოვდნენ, რომელიც მას მოქანდაკის ოჯახის წინაშე მართებდა. თავის მხრივ, ზურაბ წერეთლის შვილიშვილი ვასილ წერეთელი, რომლის კომპანიის სკანდალში გარევას ცდილობდნენ, აცხადებს, რომ მის ბაბუას ვიღაც-ვიღაცეები ტყუილს უგონებენ და ცილს სწამებენ“, - ნათქვამია რუსულ გამოცემა «КоммерсантЪ»-ის მიერ გამოქვეყნებულ სტატიაში.

პუბლიკაციაში ვრცლადაა გადმოცემული ქართული სამშენებლო კომპანია „სვეტის“ ხელმძღვანელის გივი ჯიბლაძის გამტაცებელთა დაკავების ფაქტი, მათ წინააღმდეგ წაყენებული ბრალდება და სხვა დეტალები. როგორც გივი ჯიბლაძე ამბობს, თავდამსხმელები ითხოვდნენ, რომ მათთვის ან ბაკურიანში არსებული ობიექტი გადაეფორმებინა, ან 150 ათასი დოლარი გადაეხადა. როგორც ირკვევა, გივი ჯიბლაძემ რამდენიმე ხნის წინ ბაკურიანში ნუგზარ წერეთლის მფლობელობაში არსებული ნაკვეთი იყიდა და იქ მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის აშენებას აპირებდა, „მაგრამ რადგანაც მუნიციპალურმა ხელისუფლებამ მშენებლობის ნებართვა არ გასცა, მერე ფული ვერ გადაიხადა“. ბოლო თვეების განმავლობაში გივი ჯიბლაძეს ხშირად ურეკავდნენ ნუგზარ წერეთელის სახელთან დაკავშირებული ქართული კომპანია „მშენებელ-3“-იდან, რომ ან ფული გადაეხადა, ან მიწის ნაკვეთი დაებრუნებინა.

გივი ჯიბლაძე ჟურნალისტებს მოუყვა გატაცების დეტალებს: გამტაცებლებმა იგი საკუთარ სახლთან დაიჭირეს, მანქანაში ჩასვეს, თავზე ტომარა ჩამოაცვეს და სადღაც წაიყვანეს. „მკაცრი საუბრის“ შემდეგ იგი სახლში დააბრუნეს იმ პირობით, რომ ფულს მიიტანდა და მომხდარზე პოლიციას არ შეატყობინებდა, მაგრამ მან პირობა დაარღვია და პოლიციას დახმარებისთვის მიმართა. გივი ჯიბლაძეს ზურაბ წერეთელი პირდაპირ არ დაუდანაშაულებია თავისი გატაცებაში, მაგრამ რამდენჯერმე გაიმეორა, რომ იგი იმ ადამიანებმა გაიტაცეს, რომლებიც ზურაბ წერეთლის კომპანიასთან არიან დაკავშირებულნი.

საქართველოს სახელმწიფო რეესტრის მონაცემებით, „მშენებელ-3“-ის მფლობელი ზურაბ წერეთლის შვილიშვილი ვასილ წერეთელია, თუმცა, როგორც მან „კომერსანტს“ განუცხადა, იმავე რეესტრით ადვილია იმის შემოწმება, რომ ბაკურიანში მას არანაირი მიწის ნაკვეთი არ აქვს, ანუ „არარსებულ მიწას ვერავის ვერ მიყიდდა“. გარდა ამისა, ვასილ წერეთელმა დააზუსტა, რომ მართალია, იგი ადრე მართლაც იყო „მშენებელ-3“-ის თანამფლობელი, მაგრამ აღნიშნულ კომპანიასთან არანაირი კავშირი აღარ აქვს და იგი დღეს მოსკოვის თანამედროვე ხელოვნების მუზეუმის აღმასრულებელ დირექტორად მუშაობს. ვასილ წერეთლის აზრით, ასეთი განცხადება მხოლოდ „სკანდალის გაბერვის მიზნით“ კეთდება: „ისტორია, რომელიც სიცრუეს ემყარება, მასმედიამ უცებ აიტაცა და ცოტა თუ ვინმე დაინტერესდა მისი გადამოწმებით და ჭეშმარიტების დადგენით“, - თქვა ვასილ წერეთელმა „კომერსანტთან“ საუბარში.
ზურაბ წერეთლის თბილისელი მეგობრებიც თვლიან, რომ იგი ფულის გამოძალვასთან დაკავშირებული არ არის: „ზურაბ კონსტანტინეს ძე ძალიან გულუხვი და ხელგაშლილი კაცია“, - ამბობს „კომერსატის“ კორესპონდენტთან საუბარში თბილისის დიპლომატიური აკადემიის ყოფილი რექტორი სოსო ცინცაძე, - მისი „მოვალე“ საკმაოდ ბევრი თბილისელი მხატვარი და სკულპტორია, მაგრამ სასაცილოა იმის ვარაუდიც კი, რომ მან თითქოსდა ვიღაც გაატაცებინა ვალის გამო“.



https://www.kommersant.ru/doc/3324924



FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა