logo2
logo2
არქივი
« ივლისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31
logo2
logo2
«Radio Voice of America» (აშშ): ნატო დონალდ ტრამპის შემდეგ; „სამხედრო თვალსაზრისით, საქართველოს ნატოში უფრო მეტი წვლილი აქვს შეტანილი ვიდრე სარგებელი მიუღია“
«Radio Voice of America» (აშშ): ნატო დონალდ ტრამპის შემდეგ; „სამხედრო თვალსაზრისით, საქართველოს ნატოში უფრო მეტი წვლილი აქვს შეტანილი ვიდრე სარგებელი მიუღია“
11:36 14.06.2017
„ჯერ კიდევ ინაუგურაციამდე, პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ყველა მის წინამორბედზე მეტად შეარყია ნატოს საფუძველი. კანდიდატ ტრამპის კრიტიკა, რომ ალიანსში ფისკალური წნეხი არათანაბრად ნაწილდება ალიანსის 70-წლიანი ისტორიის განმავლობაში პირველად არ გაჩენილა. თუმცა ტრამპის განცხადება, რომ ნატო „მოძველებული“ ორგანიზაცია, ევროპელ ლიდერებში დაბნეულობა გამოიწვია,“ ამ შესავლით იწყება „ატლანტიკური საბჭოს“ ორი მკვლევარის ალექსანდრ ვერშბოუს და ფაბრიც პოტიერის ესსე სახელად „ნატო და ტრამპი“.
ნატოს გენერალური მდივნის ყოფილი მოადგილე ვერშბოუ და ნატოს პოლიტიკის დაგეგმვის ყოფილი მეთაური პორტიერი, ამავე ესსეში საუბრობენ კანდიდატ ტრამპის კიდევ ერთ განცხადებაზე, რომელმაც ერთნაირად დააფიქრა, როგორც ევროპელი, ასევე ამერიკელი ლიდერები. ნატოს მეხუთე მუხლის - კოლექტიური თავდაცვის გამოყენებაზე საუბრისას კანდიდატმა ტრამპმა განაცხადა, რომ ალიანსი მხოლოდ იმ ქვეყნების დასაცავად უნდა გაერთიანდეს, „ვინც ფინანსურ პასუხისმგებლობებს“ ასრულებს.
ავტორების შეფასებით, აქამდე არც ერთ ამერიკელ ლიდერს არ დაუყენებია კითხვის ნიშნის ქვეშ ალიანსის ღირებულებები და „შეერთებული შტატების მიერ ევროპელი მოკავშირეების წინაშე აღებული ვალდებულებები.“ გლობალურ უსაფრთხოებაზე, ნატოს მომავალზე და ტრამპის ლიდერობის ქვეშ შეერთებული შტატების როლს მიეძღვნა „ატლანტიკური საბჭოს“ მიერ ორგანიზებული კონფერენციაც.
კონფერენციაზე, რომელშიც ბალტიისპირეთის ქვეყნების თავდაცვის მინისტრები და ნატოს ყოფილი მაღალჩინოსნები მონაწილეობდნენ, საქართველოს საკითხი არაერთხელ გაჟღერდა. სამივე ქვეყნის მინისტრი ამბობს, რომ რუსეთის აგრესიის შესაჩერებლად აუცილებელია ნატოს გაფართოება შენარჩუნდეს.
„მნიშვნელოვანია არ დავივიწყოთ, რომ საქართველოს ტერიტორიები ისევ ოკუპირებულია. მე, როგორც ესტონეთის თავდაცვის მინისტრს მესმის, რომ საქართველო და უკრაინა იხდიან ფასს იმისთვის, რომ ჩვენ ნატოს ჯარები გვიცავს. ჩვენ მჭიდროდ უნდა ვითანამშრომლოთ მათთან. გახდებიან თუ არა საქართველო და უკრაინა ალიანსის სრულუფლებიანი წევრები პოლიტიკური გადაწყვეტილებაა. საქართველო მოწოდებულია გახდეს ნატოს წევრი, საქართველოს თავისი წვლილი შეაქვს ჩვენს საერთო მისიებში,“ ამბობს ესტონეთის თავდაცვის მინისტრი მარგუს ცაკნა.
მინისტრი დასძენს, რომ გლობალურ უსაფრთხოებაზე საუბრისას ის არ წარმოადგენს 1.3 მილიონიან ესტონეთს, არამედ „600 მილიონიან თავდაცვის და უსაფრთხოების საზოგადოებას.“
მარგუს ცაკნა, საერთაშორისო ფორუმებზე გამოსვლისას საქართველოს და უკრაინას ხშირად ახსენებს, რადგან „ჩვენსავე ინტერესებში შედის რუსეთს რუხი ზონები არ დავაშვებინოთ. ჩვენ მოკავშირეების გვერდით უნდა დავდგეთ, იმის მიუხედავად რომ ჩვენი ზოგიერთი მეგობარი ალიანსის წევრი არ არის“.
ბალტიისპირელი მინისტრების აზრს იზიარებენ ნატოს ყოფილი მაღალჩინოსნები და ამბობენ, რომ ალიანსში ნატოს მიღება პოლიტიკური გადაწყვეტილებაა, რომელიც ახლა 29 ქვეყანამ უნდა მიიღოს.
ოთხვარსკვლავიანი გენერალი ფილიპ ბრიდლოვი ამბობს, რომ სამხედრო თვალსაზრისით, ალიანსის მისიებში საქართველოს მონაწილეობა სამაგალითოა.
„სამხედრო თვალსაზრისით, საქართველოს ნატოში უფრო მეტი წვლილი აქვს შეტანილი ვიდრე სარგებელი მიუღია. იყო დრო, როდესაც ვამბობდით, რომ ჩვენი ავღანეთის მისიისთვის ვიცე მეთაური რომ დაგვჭირვებოდა, აუცილებლად ქართველს შევარჩევდით“, - იხსენებს ფილიპ ბრიდლოვი, რომელიც ნატო-ს გაერთიანებული შეიარაღებული ძალების მთავარსარდალი იყო ევროპაში. მისი თქმით, საქართველოს სამხედრო ჩართულობა და მისი მმართველების პოლიტიკური სურვილი ეჭვგარეშეა: „ახლა ალიანსის ჯერია. იმ წევრებმა, რომლებიც ქართულ მიწაზე რუსული ჯარების ყოფნაზე ნერვიულობენ, უნდა მოიფიქრონ პოლიტიკური გადაწყვეტილება. მე ამაზე პასუხი არ მაქვს, მაგრამ ვიცი რომ სამხედრო თვალსაზრისით, საქართველომ ყველაფერი გააკეთა, რასაც ჩვენ მისგან ვითხოვდით“.
კონფერენციის მონაწილეები იმედისმომცემად აფასებენ შეერთებული შტატების ვიცე-პრეზიდენტის მაიკ პენსის მიერ გაკეთებულ ნატოს მხარდამჭერ განცხადებას.
„ჩვენი მხარდაჭერა ნატოსადმი შეუცვლელია... ჩვენ შევასრულებთ ჩვენს ვალდებულებებს ჩვენი მოკავშირეების მიმართ კოლექტიური თავდაცვის კუთხით. ამერიკის შეერთებულ შტატებს მტკიცედ სწამს...იმ პრინციპის, რომ ერთზე თავდასხმა არის თავდასხმა ყველას წინააღდეგ“, - განაცხადა მაიკ პენსმა. აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა ასევე ხაზი გაუსვა ნატოს ღია კარის პოლიტიკის მნიშვნელობას: „მომავალში, არ შეიძლება მხოლოდ შიგნით ვიყურებოდეთ. ნატოს კარი ყოველთვის ღიად უნდა დარჩეს. ისეთი ქვეყნებისთვის, როგორიც ჩვენი უახლესი მოკავშირე მონტენეგროა, რომლებიც იზიარებენ ჩვენს ღირებულებებს, სურთ ისტორიაში ყველაზე წარმატებულ ალიანსში წვლილის შეტანა და ჩვენი ქვეყნებისთვის სურთ ნათელი მომავალი, უსაფრთხოება და ეკონომიკური განვითარება, მათთვის კარი ღია უნდა იყოს“, - აღნიშნა მაიკ პენსმა.
„ატლანტიკური საბჭოს“ აღმასრულებელ ვიცე-პრეზიდენტ დეიმონ უილსონისთვის მაიკ პენსის ეს განცხადება გასაკუთრებით ღირებულია, რადგან „ეს არის პირველი შემთხვევა, როცა აშშ-ის ახალი ადმინისტრაციის მაღალჩინოსანმა მკაფიოდ გამოხატა ნატოსადმი ერთგულება“. მისი თქმით, უკანასკნელ პერიოდში ბევრი კითხვა ჩნდებოდა იმაზე, არის თუ არა შეერთებული შტატები მოწოდებული დაიცვას თავისი ვალდებულებები. „ვიცე-პრეზიდენტის განცხადება აჩვენებს ჩვენს ძლიერ მოწოდებას დავრჩეთ ალიანსის და ჩვენი მოკავშრეებისადმი ერთგულნი“, - ამბობს დეიმონ უილსონი და დასძენს, რომ ნატოსთან ახლო თანამშრომლობა ერთ-ერთი იმ მცირე საკითხთაგანია, რომელსაც ამერიკის დაყოფილ პოლიტიკურ სპექტრში ძლიერი ორპარტიული მხარდაჭერა აქვს.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა