logo2
logo2
არქივი
« ივლისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31
logo2
logo2
«Eurasianet» (აშშ):გავრცელდება თუ არა სპარსეთის ყურის დიდი თამაშები კავკასიაზე? ერევანმა და ბაქომ პოზიციები გამოხატეს, თბილისი დუმილს ინარჩუნებს
«Eurasianet» (აშშ):გავრცელდება თუ არა სპარსეთის ყურის დიდი თამაშები კავკასიაზე? ერევანმა და ბაქომ პოზიციები გამოხატეს, თბილისი დუმილს ინარჩუნებს
11:39 12.06.2017
"კავკასია უკვე დიდი ხანია იმყოფება რუსეთისა და დასავლეთის დაპირისპირების ზონაში, რომლებსაც რეგიონში სხვადასხვა მიზნები აქვთ. ბოლო ხანს კავკასიით დაინტერესებას სპარსეთის ყურის ქვეყნებიც აქტიურად იჩენენ. ახლა კი, როცა ყატარს და მის მეზობლებს შორის დიპლომატიური ურთიერთობა გაწყდა, იბადება კითხვა - ხომ არ გადაიზრდება ეს სიტუაცია კავკასიაში დიდ თამაშებად?"- ნათქვამია ამერიკულ გამოცემა «Eurasianet»-ის მიერ ჯოშუა კუჩერას და ემილ სანამიანის ავტორობით გამოქვეყნებულ სტატიაში.

საინფორმაციო სააგენტო "ნიუსპრესი" გთავაზობთ მასალის ქართულენოვან ვერსიას მცირეოდენი შემოკლებით:

ფაქტია, რომ სპარსეთის ყურისა და სამხრეთ კავკასიის სახელმწიფოები ერთმანეთთან დაკავშირებულნი არიან როგორც პოლიტიკური, ასევე ეკონომიკური თვალსაზრისით. საუდის არაბეთის სახელმწიფო მინისტრი სპარსეთის ყურის საკითხებში ბოლო სამი თვის მაძილზე აზერბაიჯანს სამჯერ ეწვია: მისი პირველი ვიზიტი ბაქოში მარტის თვეში განხორციელდა - სულ ორიოდე კვირა იყო გასული ილჰამ ალიევის ყატარში ყოფნის შემდეგ. მეორე და მესამე ვიზიტი მაისში იყო. აღსანიშნავია, რომ საუდის არაბეთის ეს უწყება გასული წლის ოქტომბერში შეიქმნა აშკარად იმ მიზნით, რომ ერ-რიადს რეგიონის ქვეყნების მხარდაჭერა მოეპოვებინა ირანთან კონფლიქტში და, სავარაუდოდ, ყატართანაც. გარდა ამისა, ორიოდე თვის წინათ არაბულმა ემირატებმა სომხეთის პრეზიდენტს სერჟ სარგსიანს უმასპინძლეს საინვესტიციო კონფერენციის ჩარჩოებში, შემდეგ კი სომეხი ლიდერი ყატარში ჩავიდა.

არაბთა გაერთიანებული ემირატები უკვე დაფიქსირდნენ საქართველოს ერთ-ერთ მნიშვნელოვან ინვესტორად, როცა ფოთის პორტი შეიძინეს - საინვესტიციო ორგანო «RAKIA»-მ პროექტში 155 მილიონი დოლარი გადაიხადა (თუმცა 2011 წელს პორტი გაყიდა, შიდა დავების გამო). კიდევ ერთმა არაბულმა კომპანიამ თბილისში სასტუმროს მშენებლობაში 140 მილიონი დოლარი დააბანდა. ემირატების კომპანიები აზერბაიჯანსა და სომხეთში მსხვილ ინვესტორებად ითვლებიან: სულ ახლახან კომპანია «Ocean Holding LLC»-მა 100 მილიონი დოლარი განათავსა სომხეთის ჰელიოენერგეტიკის განვითარების პროექტში.

სპარსეთის ყურის ქვეყნების ტურისტები სამხრეთ კავკასიის სამივე ქვეყანაში დადიან. გასულ წელს ავიაკომპანია Qatar Airways ერთ-ერთი მსხვილი საერთაშორისო ავიაკომპანიაა, რომელიც პირდაპირ რეისებს რეგიონის სამივე ქვეყანაში ახორციელებს თითქმის ყოველდღე. არაბული ემირატების ლოუკოსტერებმა - Air Arabia-მ და Fly Dubai-მაც იგივე გააკეთეს. მოსალოდნელია, რომ მალე თბილისში რეისებს ბაჰრეინის ავიაკომპანია Gulf Air-ც დანიშნავს.

კავკასიის ქვეყნებიც აღებენ თავიანთ კარებს: 2016 წელს აზერბაიჯანმა სპარსეთის ყურის სახელმწიფოების მოქალაქეებისათვის სავიზო რეჟიმი გაამარტივა - უფრო მეტად, ვიდრე, ვთქვათ, ირანთან და დასავლეთთან (ევროპასთან და აშშ-სთან). სომხეთი და საქართველო, რომლებთაც მსოფლიოს ქვეყნების უმეტესობასთან უვიზო რეჟიმით აქვთ დაწესებული, ასევე ისწრაფვიან სპარსეთის ყურის ქვეყნების ტურისტულ ბაზარზე შესასვლელად და მათთვის უვიზო რეჟიმი მოქმედებს (ერთი გამოკალისით - სომხეთს უვიზო რეჟიმი არ აქვს საუდის არაბეთთან, მათ შორის დიპლომატიური ურთიერთობაც არ არის დამყარებული, რადგან მთიანი ყარაბაღის საკითხში ერ-რიადი მხარს ბაქოს უჭერს).

სამხრეთ კავკასიის სამივე ქვეყანას ოფიციალური კავშირები აქვთ როგორც ყატართან, ასევე სპარსეთის ყურის სხვა ქვეყნებთანაც და, როგორც ჩანმს. არც თბილისი, არც ერევეანი და არც ბაქო ამჟამინდელი კრიზისის დროს არანაირ ანტიყატარულ აქტიურობას არ ამჟღავნებენ. სომხეთმა უკვე განაცხადა, რომ გააგრძელებს ყატართან მჭიდრო ურთიერთობას იმ სანქციების დროსაც კი, რომლებიც დოჰას ყურის სხვა ქვეყნებმა დაუწესეს. აზერბაიჯანმაც ასევე აღნიშნა, რომ ბალანსირებულ პოლიტიკას გაატარებს: „ჩვენ ყატართან ნორმალური ურთიერთობა გვაქვს. რაც შეეხება ყატარის დამბლოკავებს... ერთმანეთთან მტრობა არ შეიძლება“, - თქვა აზერბაიჯანელმა დეპუტატმა ტახირ ქერიმლიმ.

თბილისი ჯერ-ჯერობით დუმილს ინარჩუნებს.


http://www.eurasianet.org/node/83926

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა