logo2
logo2
არქივი
« ივლისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31
logo2
logo2
"kaspiy"(აზერბაიჯანი): სამხრეთ ოსეთის უკანონო ხელისუფლების საჭესთან შეურაცხადი ადამიანები დგანან
"kaspiy"(აზერბაიჯანი): სამხრეთ ოსეთის უკანონო ხელისუფლების საჭესთან შეურაცხადი ადამიანები დგანან
11:30 12.06.2017
აზერბაიჯანულ გამოცემა «Каспiй»-ს მიერ გამოქვეყნებული სტატია ეხება რუსეთ-საქართველოს შორის დადებულ შეთანხმებას ე.წ. სავაჭრო დერეფნების ანუ საბაჟო მონიტორინგის შესახებ, რომელიც აფხაზეთ-სამხრეთ ოსეთის გავლით ტვირთების მოძრაობის კონტროლს ითვალისწინებს: როგორც ცნობილია, სანკტ-პეტერბურგში გამართულ ეკონომიკურ სამიტზე მიწვეულმა საქართველოს ოკუპირებული ნაწილის - სამხრეთ ოსეთის „პრეზიდენტმა“ ანატოლი ბიბილოვმა განაცხადა, რომ „ცხინვალი მზადაა ტვირთების ტრანზიტი უზრუნველყოსო, ოღონდ იმ შემთხვევაში, თუ სამხრეთ ოსეთი აღნიშნული პროექტის თანასწორუფლებიანი პარტნიორი იქნებაო“. ეს კიდევ ერთხელ მოწმობს, რომ სამხრეთ ოსეთის უკანონო ხელისუფლების საჭესთან შეურაცხადი ადამიანები დგანან, - აღნიშნულია სტატიაში (ავტორი - რაუფ ორუჯევი).

ანატოლი ბიბილოვის განცხადებას მხარი რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომაც დაუჭირა, ხოლო საქართველოს საგარეო საქმეთა უწყებამაც საპასუხო განცხადება გამოაქვეყნა - მოსკოვი თავს არიდებს „საქართველოს მთავრობასა და რუსეთის ფედერაციის მთავრობას შორის საბაჟო ადმინისტრირებისა და სასაქონლო ვაჭრობის მონიტორინგის მექანიზმთან დაკავშირებული ძირითადი პრინციპების შესახებ“ 2011 წლის 9 ნოემბრის საბაჟო მონიტორინგის შეთანხმების იმპლემენტაციასო“. „რუსეთის ფედერაციის საგარეო უწყების კომენტარს მიზანმიმართულად ჩიხში შეჰყავს პროცესი. კერძოდ, რუსეთის მხარე ცდილობს წარმოაჩინოს ოკუპირებული ცხინვალის რეგიონი ზემოხსენებული შეთანხმების მონაწილედ, რაც აშკარად ეწინააღმდეგება ამ შეთანხმების პრინციპებსა და დანიშნულებას. 2011 წელს ორ ქვეყანას შორის გაფორმებული შეთანხმების ამგვარი ინტერპრეტაცია პრინციპულად მიუღებელია ქართული მხარისათვის და ეს იმთავითვე ცნობილი იყო ოფიციალური მოსკოვისათვის. მოვუწოდებთ რუსეთის ფედერაციას დაუბრუნდეს სამართლებრივ ჩარჩოებს, გადახედოს თავის არაკონსტრუქციულ პოზიციას და შეუდგეს თავისი საერთაშორისო ვალდებულებების უპირობო შესრულებას», - ხაზგასმულია განცხადებაში. თბილისის რეაქცია სრულიად გამართლებულია.

1994 წლიდან, როცა საქართველოში ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისათვის მიმდინარე ბრძოლის სამხედრო ფაზა შეწყდა, ამის მიუხედავად, ჩვენს მეზობელ რესპუბლიკას არასოდეს შეუწყვეტია მცდელობა და უარი არ განუცხადებია სამხრეთ ოსეთის ოკუპანტებისაგან გათავისუფლების განზრახვაზე. თბილისი ყველგან და ყოველთვის ღირსეულად იცავს თავის უფლებებს, მაგრამ ცხინვალელი „პრეზიდენტების“ ტვინი გარემოებას ვერ აცნობიერებს, ცდილობენ, რომ გაძვრომ-გამოძვრომებით და რაღაც ხრიკებით მოახერხონ და საკუთარი თავი საერთაშორისო სამართალსუბიექტებად წარმოადგინონ. რასაკვირველია, ტყუილად იდგამენ წელებზე ფეხს, არ გაუვათ მცდელობა და ვერაფერს მიაღწევენ.

რითაა მნიშვნელოვანი საქართველოს პრინციპული პოზიცია აზერბაიჯანისათვის? აშკარაა, რომ თვით საქართველოსთვის, გეოპოლიტიკურ სიტუაციას თუ გადავხედავთ, დამატებითი ავტომიმოსვლა რუსეთთან როკის გვირაბისა და ცხინვალის გავლით მაინცდამაინც აუცილებელი არ არის. თბილისი თავის სავაჭრო ინტერესებს და ამოცანებს წარმატებით წყვეტს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ოკუპირებული ტერიტორიებით სარგებლობის გარეშეც - ზემო ლარსის ავტოტრასით და აზერბაიჯანის რკინიგზით. ცოტა ძვირი კი ჯდება, მაგრამ სამაგიეროდ ყოველგვარი პოლიტიკური რიფების გარეშე.
თუმცა ისიც ნათელია, რომ რუსეთთან დამაკავშირებელი დამატებითი მარშრუტების ამოქმედება ძალიან აწყობს სომხეთს, რომელიც ნახევრად ბლოკირებულ პირობებში ჯერ კიდევ აგრძელებს არსებობას. სამხრეთ ოსეთზე მოძრაობის აღდგენა, როგორც ჩანს, მოსკოვსაც სურს, რომ სამხრეთ კავკასიაში თავის ერთადერთ ფორპოსტთან - სომხეთთან კავშირი რომ ჰქონდეს. იქ ხომ რუსეთის ყველაზე დიდი სამხედრო ბაზაა დისლოცირებული, რეგიონის მასშტაბით, რომელსაც თბილისი საფრთხედ მიიჩნევს..
ამრიგად, ყველა დაინტერესებული მხარისათვის დიდი ხანია გასაგები უნდა იყოს, რომ ოკუპირებული მიწების გათავისუფლებისა და საქართველოს და აზერბაიჯანის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის გარეშე, რეგიონის ინფრასტრუქტურის ამოქმედების საკითხში რუსეთი თბილისისა და ბაქოს ნებართვას ვერ მიიღებს.

http://www.kaspiy.az/news.php?id=62179#.WT4SCYq1vs0

----------
ამ თემაზე სტატია გამოქვეყნებულია აგრეთვე აზერბაიჯანის გაზეთ „ეხო“-ში სათაურით „ერევნის „დერეფნული ოცნებები“ (ავტორი - ტოფიგა კასიმოვა//ნურანი). „თბილისი არ დაივიწყებს იმას, რომ სომხეთმა მხარი არ დაუჭირა და წინააღმდეგ მისცა ხმა საქართველოს მიერ ინიცირებულ გაეროს რეზოლუციას ლტოლვილების აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში დაბრუნების თაობაზე... ოფიციალურმა ერევანმა უნდა იცოდეს, რომ „დერეფნულ გეგმებს“ განხორციელება არ უწერია“, - აღნიშნულია პუბლიკაციაში (წყარო: http://ru.echo.az/?p=60087).


FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა