აშშ-ის ტაფტსის უნივერსტიეტის საერთაშორისო სამართლის მაგისტრი სურენ სარგსიანი კომენტარს უკეთებს გაეროს გენერალური ასამბლეის მიერ საქართველოს
მიერ ინიცირებული რეზოლუციისათვის სომხეთის მიერ ხმის არმიცემას და მიიჩნევს, რომ ამით სომხეთმა სწორი ნაბიჯი გადადგა.
სარგსიანის მოსაზრების ქართულენოვან ვერსიას, საინფორმაციო სააგენტო "ნიუსპრესი" გთავაზობთ:
გაეროს გენერალურმა ასამბლეამ, საქართველოს ინციატივით, პირველ ივნისს მიიღო რეზოლუცია, რომელიც აღიარებს ყველა ლტოლვილისა და იძულებით გადაადგილებული პირის დაბრუნების უფლებას აფხაზეთში და სამხრეთ ოსეთში. რეზოლუციას მხარი დაუჭირა 80-მა ქვეყანამ, 14 წინააღმდეგი იყო, ხოლო 61-მა სახელმწიფომ თავი შეიკავა. სხვათა შორის, ამგვარი შინაარსის მქონე რეზოლუციას, საქართველოს ინიციატივით, გაერო უკვე მეათედ ღებულობს. რეზოლუციის წინააღმდეგ გამოვიდნენ რუსეთი, სომხეთი, ბელარუსი, ბურუნდი, კუბა, ლაოსი, ნაურუ, ნიკარაგუა, სამხრეთ სუდანი, სირია, ვენესუელა, ვიეტნამი და ზიმბაბვე. აშკარაა, რომ სომხეთის როლი რეზოლუციის მიღებასა და ხმის მიცემის საკითხში შეუმჩნეველი არ დარჩებოდა ქვეყნის საინფორმაციო-პოლიტიკურ წრეებში. შესაბამისად, გაჩნდა სხვადასხვა კომენტარები და დასკვნები. ამასთან დაკავშირებით აუცილებელია შევეხოთ იმ მიზეზებს, რის გამოც სომხეთი რეზოლუციის წინააღმდეგ წავიდა.
რეზოლუცია ითვალისწინებს ლტოლვილების დაბრუნებას, მაგრამ კონფლიქტის დარეგულირების გარეშე. აშკარაა, რომ სანამ კონფლიქტის სრულფასოვანი მოგვარება არ მოხდება და უზრუნველყოფილი არ იქნება სხვადასხვა პრობლემების გადაწყვეტა, ვთქვათ, ლტოლვილთა ფიზიკური უსაფრთხოება, მანამ მათი დაბრუნება შეუძლებელია. აბა, წარმოიდგინეთ, რომ მთიან ყარაბაღში ლტოლვილები კონფლიქტის სრულფასოვანი მოგვარების გარეშე ბრუნდებიან. შეიძლება ვინმეს კითხვა დაებადოს - რა კავშირი აქვს მთიან ყარაბაღს ამ რეზოლუციასთან?
პირველ რიგში, მინდა ავღნიშნო, რომ რეზოლუციით გამოხატული პრინციპის ძირითადი მხარდამჭერები სუამ-ის წევრები არიან (საქართველო, უკრაინა, აზერბაიჯანი, მოლდოვა) და ისინი ყოველთვის ერთიანი ფრონტით გამოდიან. ამ მხრივ ნიშანდობლივია ისიც, რომ დღის წესრიგში შეტანამდე რეზოლუციიის დასახელება იყო „გაჭიანურებული კონფლიქტები სუამ-ის სივრცეში და მათი შედეგები საერთაშორისო მშვიდობის, უსაფრთხოებისა და განვითარებისათვის. ასეთი დასახელება უკვე იმაზე მეტყველებს, თუ რის შესახებაა ეს რეზოლუცია. ბაქო ისწრაფვის, რომ მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის განხილვა გაეროში გადაიტანოს, სადაც, რა დასამალია და ჩვენ პირველივე კენჭისყრაში დავმარცხდებით. ანუ ამ თვალსაზრისით, რეზოლუცია ჩვენთვის მიუღებელია. რაც უფრო ნაკლებად იქნება მოხსენიებული მთიანი ყარაბაღი გაეროსა და სხვა ორგანიზაციების ოფიციალურ დოკუმენტებშ, მით უფრო იოლი იქნება თავიდან ავიცილოთ ანტისომხური ფორმულირებები და რეზოლუციები. გარდა ამისა, გასათვალისწინებელია, რომ: ა)გაეროში ანგარიშს უწევენ პრეცედენტების ინსტიტუტს როგორც სამართლებრივ, ასევე პოლიტიკური თვალსაზრისით. ეს ტრადიცია ძალიან ძლიერია; ბ)გაეროში ასევე ძალიან ძლიერია თურქეთის გავლენა, ხოლო ორგანიზაცია „ისლამური კონფერენციის“ წევრი სახელმწიფოები მხარს ყოველთვის აზერბაიჯანს უჭერენ.
საქართველო, რომელიც სუამ-ის წევრია, გაეროში ტრადიციულად პროაზერბაიჯანულ პოზიციას ამჟღავნებს. შესაბამისად, ხმას აძლევს ანტისომხურ რეზოლუციებს, მოლაპარაკებების დროს კი აშკარად მხარს უჭერს ოფიციალური ბაქოს პოზიციას და ასე შემდეგ. 2008 წელს თბილისმა ხმა მისცა აზერბაიჯანის მიერ წარდგენილ რეზოლუციას სახელწოდებით „სიტუაცია აზერბაიჯანის ოკუპირებულ ტერიტორიებზე“. აქედან გამომდინარე, ვფიქრობ, სომხეთმა სწორი ნაბიჯი გადადგა, როცა საქართველოს სასარგებლო რეზოლუციას მხარი არ დაუჭირა. ამასთან, ისიც უნდა გავითვალისწინოთ, სუამ-ის წესდების მე-2 მუხლის თანახმად, ამ ორგანიზაციის ყველა ოთხივე წევრი ერთმანეთის ტერიტორიულ მთლიანობას აღიარებს, ანუ ისინი მთიან ყარაბაღს აზერბაიჯანის განუყოფელ ნაწილად მიიჩნევენ.
აუცილებელია იმის გაცნობიერებაც, რომ საქართველო, გახდა რა სუამ-ის წევრი, თავის თავზე გარკვეული ვალდებულება აიღო, რომლებიც ამ სახელმწიფოს ინტერესებიდან გამოდის. შესაბამისად, მას აქვს ჩამოყალიბებული პოზიცია საერთაშორისო ორგანიზაციებში ხმის მიცემის საკითხში.
საქართველო სუვერენული სახელმწიფოა. ჩვენ პატივი უნდა ვცეთ როგორც მის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას, ასევე სომხეთის საპასუხო ნაბიჯს - ხმის მიცემას საქართველოს წინააღმდეგ.
http://ru.aravot.am/2017/06/09/243671/

















