logo2
logo2
არქივი
« ივლისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31
logo2
logo2
"ng.ru"(რუსეთი): თბილისმა გაბედა და ანკარის სურვილს წინ აღუდგა
"ng.ru"(რუსეთი): თბილისმა გაბედა და ანკარის სურვილს წინ აღუდგა
11:49 09.06.2017
რუსულ გამოცემა «Независимая газета»-ს მიერ გამოქვეყნებულ სტატიაში გადმოცემულია სიტუაცია, რომელიც თურქეთის მოქალაქის - მუსტაფა ემრე ჩაბუქის ირგვლივ არის შექმნილი. როგორც ცნობილია, იგი ქართველმა სამართალდამცველებმა ანკარის მოთხოვნით დააკავეს, თურქეთში შემდგომი ექსტრადირების მიზნით. მაგრამ, როგორც ირკვევა, მუსტაფა ჩაბუქი თურქეთს აღარ გადაეცემა, რადგან მან პოლიტიკური თავშესაფარი ითხოვა. „საერთაშორისო ნორმების შესაბამისად, სანამ ეს საკითხი არ მოგვარდება, თბილისის ს.დემირელის სახელობის კოლეჯის მასწავლებელი მუსტაფა ჩაბუქი საქართველოში დარჩება. ამ გადაწყვეტილების მხარდასაჭერად მთავრობის რეზიდენციასთან (სახელმწიფო კანცელარიასთან ხალხმრავალი მიტინგიც კი გაიმართა“, - აღნიშნულია სტატიაში.

პუბლიკაციაში ასევე აღნიშნულია, რომ მუსტაფა ჩაბუქი საქართველოში თურქეთის პრემიერის ბინალი ილდირიმის ვიზიტის შემდეგ დააკავეს. დაზუსტებულად არავინ იცის, მოლაპარაკების დროს გადაწყდა თუ არა თურქეთის მოქალაქის დაკავება, მაგრამ ფაქტია, რომ მისი დაკავების დრო საეჭვოდ უკავშირდება ბინალი ილდირიმის ვიზიტს. ყოველ შემთხვევაში, საქართველოს სამართალდამცველი ორგანოების ოფიციალური ცნობის თანახმად, მუსტაფა ჩაბუქი თურქეთის ხელისუფლების თხოვნით იქნა დაპატიმრებული, მას ბრალად აქვს წაყენებული ტერორისტულ ორგანიზაციაში (FETO) მონაწილეობა, რაც 2016 წელს მომხდარ სამხედრო გადატრიალების მცდელობას უკავშირდება. როგორც ცნობილია, ბრალის ამგვარი ფორმულირებით თურქეთში ათი ათასობით ადამიანია რეპრესირებული. ამას წინათ თბილისის საქალაქო სასამართლომ მუსტაფა ჩაბუქს სამთვიანი წინასწარი თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.
აზერბაიჯანელი ოპოზიციონერის აფგან მუხთარლის საკანდალური გატაცების გამო თურქეთის მოქალაქის საკითხმა მცირე ხნით უკან გადაიწია, თუმცა შეიძლება ითქვას, რომ ეს ორი საკითხი ერთმანეთს გარკვეულწილად უკავშირდება: რომ არ მომხდარიყო მუხთარლის გატაცება და ამ საკითხის გახმაურება, რომელშიც საქართველოს ხელისუფლებას მაინცდამაინც კარგი როლი არ აქვს შესრულებული, მაშინ მუსტაფა ჩაბუქის თაობაზე არც საზოგადოების, უფლებადმაცველებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების მტკიცე პროტესტიც არ იქნებოდა.
სხვათა შორის, თურქეთის მოქალაქის მხარდასაჭერად სახელმწიფო კანცელარიასთან გამართულ საპროტესტო აქციაში მონაწილეობდნენ არა მარტო თბილისის მოსახლეობა, არამედ ქუთაისიდან და ბათუმიდან ჩასული სტუდენტებიც. მომიტინგეებმა ხელისუფლებას მიმართეს, რომ კიდევ არ დაუშვას შეცდომა და მუსტაფა ჩაბუქი თურქეთს არ გადასცეს, სადაც მას წამება ელოდება. ყველაზე კარგი გამოსავალი კი ის იქნება, თუ იგი პატიმრობიდან გათავისუფლდება.
როგორც თურქეთის მოქალაქის ადვოკატები აცხადებენ, მუსტაფა ჩაბუქი სრულიად უდანაშაულოა, საქართველოში 15 წელია ოჯახთან ერთად ცხოვრობს და რაიმე პოლიტიკური აქტიურობა არ გამოუვლენია. თურქეთის ხელისუფლების არგუმენტები, რომ იგი თითქოსდა FETO-ში მონაწილეობდაო, ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს. „მუსტაფა ჩაბუქის ექსტრადიციის საქმე საქართველოს ხელისუფლების საერთაშორისო რეპუტაციის საკითხია“, - ამბობს ადვოკატი სოსო ბარათაშვილი. აღსანიშნავია, რომ თურქეთის მოქალაქის ბედით ომბუდსმენის აპარატიც არის დაინტერესებული. მოკლედ, სანამ საქართველოს ხელისუფლება არ განიხილავს მუსტაფა ჩაბუქის თხოვნას პოლიტიკური თავშესაფრის მიცემაზე, მანამ მას თურქეთისადმი გადაცემა არ ემუქრება, სულ ცოტა ცხრა თვის განმავლობაში.
პუბლიკაციაში ავტორი ყურადღებას უთმობს აგრეთვე აზერბაიჯანელი ჟურნალისტის საკითხსაც: „ქართული პოლიტიკის დღის წესრიგში აფგან მუხთარლის საქმე კვლავ აქტუალურია. მისი მეუღლის ლეილა მუსტაფაევას განცხადებით, რადგანაც არაა გამორიცხული, რომ აზერბაიჯანისათვის აფგან მუხთარლის გადაცემა შეიძლება პოლიციამ განახორციელაო, ამიტომ უმჯობესი იქნება ეს საქმე, შინაგან საქმეთა სამინისტროს ნაცვლად, პროკურატურამ გამოიძისო.
თავის მხრივ, საქართველოს ხელისუფლება ამ ინციდენტში ქართული სამართალმცველი ორგანოების ან სპეცსამსახურების მონაწილეობას კატეგორიულად უარყოფს. მართალია, რაიმე ალტერნატიული ვერსია მომხდარის თაობაზე ჯერ გაცხადებული არაა, მაგრამ უკვე ცნობილია, რომ ასამდე ადამიანია დაკითხული, იკვლევენ ვიდეოკამერების ჩანაწერებს.
„ასეთმა ორაზროვანმა სიტუაციამ თბილისში პროტესტების ახალი ტალღა გამოიწვია, ამჯერად ჟურნალისტების მხრიდან: მათ პარლამენტში, ადამიანის უფლებათა კომიტეტის სხდომაზე ფლეშ-მობი მოაწყეს - თავზე შავი ცელოფნის პაკეტები ჩამოიცვეს. ადვოკატების განცხადებით, აფგან მუხთარლი აზერბაიჯანში სწორედ თავზე ტომარაჩამოცმული წაიყვანესო. სხვათა შორის, მსგავსი პროტესტი გამოხატა ტელეარხ „რუსთავი-2“-ის გადაცემის „არჩევანის“ წამყვანმაც, რომელიც სტუდიაში შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილეს და აუდიტორიას თავზე შავპაკეტჩამოცმული წარუდგა. ჩინოვნიკმა ამგვარ გადაცემაში მონაწილეობაზე უარი განაცხადა და ეთერი დატოვა“, - ნათქვამია პუბლიკაციაში.


http://www.ng.ru/cis/2017-06-07/100_7005_tbilisiankara.html


FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა