logo2
logo2
არქივი
« ივლისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31
logo2
logo2
«Day»(აზერბაიჯანი): თბილისში ანტიაზერბაიჯანული რადიკალური იატაკქვეშეთი მოქმედებს
«Day»(აზერბაიჯანი): თბილისში ანტიაზერბაიჯანული რადიკალური იატაკქვეშეთი მოქმედებს
10:19 07.06.2017
აზერბაიჯანულ გამოცემა "Day"-ს მიერ გამოქვეყნებულ სტატიაში მკაცრადაა გაკრიტიკებული ცნობილი აზერბაიჯანელი მწერალი, 88 წლის ჩინგიზ ჰუსეინოვი, რომელმაც გაბედა და ნეგატიურად შეაფასა ილჰამ ალიევის მთავრობის მიერ ოპოზიციონერ აფგან მუხთარლის დაკავება. თვით მწერალი ამჟამად ისრაელში ცხოვრობს (ავტორი - ორხან ჰუნი).

საინფორმაციო სააგენტო "ნიუსპრესი" გთავაზობთ პუბლიკაციის მოკლე შინაარსს:

„ახალგაზრდა კაცს, ნებით თუ უნებლიედ, ზოგჯერ შეცდომები მოსდის, სისულელეებს სჩადის. მაგრამ ისეც ხდება ხოლმე, რომ ასაკით და გამოცდილებით დაბრძენებული ადამიანიც, ნაცნობებისა და უცნობებისათვის მოულოდნელად ისე აბსურდულად მოქმედებს, პირდაპირ გაგიკვირდება. თანაც გააფთრებულად ცდილობს დაიცვას სულელები, უცოდინრები, უსაქმურები და რაც უფრო უარესია, ისინი, ვინც რეალობას ქუჩური წესით აღიქვამს.

ჩვენი თანამემამულე ჩინგიზ ჰუსეინოვი ცნობილი მწერალი, კულტუროლოგი, ლიტერატურმცოდნე, მთარგმნელი და ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორია. ეს ყველაფერი სასიამოვნოა, მაგრამ ის, რასაც იგი ამ ბოლო დღეებში აზერბაიჯანის ხელისუფლების შესახებ აცხადებს და ავრცელებს, სრულიად ალოგიკური და ანტიბუნებრივია.

საქართველოში ფსევდოოპოზიციონერ აფგან მუხთარლის დაკავებამ და მისმა გადაცემამ აზერბაიჯანისადმი ისე გაანაწყენა ჩინგიზ ჰუსეინოვი, რომ იგი თავის განცხადებებს მხოლოდ ახლობლების განცხადებებზე, ფეისბუქში გადმოცემულ ამბებზე და საერთოდ, ერთი „ბანაკის“ მონაცემებზე დაყრდნობით ავრცელებს. ჩინგიზ ჰუსეინოვის ვერსიით, აფგან მუხთარლის დაკავება „აბსოლუტური უკანონობაა“. ისე გამოდის, რომ ეს ასაკოვანი, მრავალპატივცემული ადამიანი დღე და ღამე სულ დემოკრატიაზე ფიქრობს. მისი მტკიცებით, ამ ყველაფერში დამნაშავე აზერბაიჯანის ხელისუფლებაა, მთავრობამ უნდა აღიაროს საზარელი დანაშაულის ჩადენა, ხოლო ჩინოვნიკები ხალხის წინაშე მონანიებით უნდა გამოვიდნენ. ეს კიდევ არაფერი - ჩინგიზ ჰუსეინოვის აზრით, სახელმწიფომ აფგან მუხთარლის მორალური ზიანის მიყენების გამო, კომპენსაციაც უნდა გადაუხადოს (ალბათ, „სულიერი ჭრილობების მოსაშუშებლად“).

„აფგან მუხთარლი ოჯახს უნდა დაუბრუნდეს. დამნაშავე ჩინოვნიკები უნდა დაისაჯნონ. აზერბაიჯანმა პატიება უნდა სთხოვოს საქართველოს ხელისუფლებას“, - აი, ასე წერს ჩინგიზ ჰუსეინოვი. ეჰ, რას ვიზამთ... სცდება პატივცემული, ხანდაზმული მწერალი. მან ყველაფერი არ იცის აფგან მუხთარლის შესახებ... (...) იგი საკუთარ თავსაც ზიანს აყენებს - ეჭვქვეშ დგება პატივცემული მწერლის მორალური პოსტულატები...

განა არ იცის ჩინგიზ ჰუსეინოვმა, რომ ვინ არიან თბილისში თავშეფარებულები? იქ მოქმედებს ანტიაზერბაიჯანული რადიკალური იატაკქვეშეთი, რომელიც დეკლასირებული ელემენტებისაგან, მარგინალებისაგან შედგება, რომლებიც „ფერადი რევოლუციის“ მოწყობაზე ოცნებობენ აზერბაიჯანშიც...

როგორი უნდა იყოს მწერალ ჩინგიზ ჰუსეინოვის მორალური პასუხისმგებლობის ზომა, რომელიც გონდაკარგულ ადამიანებს იცავს? იგი აღშფოთებული პათოსით ითხოვს იმ ადამიანის გამართლებას, რომელიც ჟურნალისტი კი არ არის, არამედ რადიკალურ, ანტიაზერბაიჯანულად განწყობილი იატაკქვეშეთის სალაროდან ფულის ჩვეულებრივი გადამტანი, ბაქოში დარჩენილი პოლიტიკური გვამებისათვის, ანუ იმ ადამიანებისთვის, რომლებიც აზერბაიჯანის ხალხმა, საზოგადოებამ გარიყა. ისინი ძმათამკვლელ ომზე, გადატრიალებებზე და ქაოსზე ოცნებობენ.
აზერბაიჯანელმა ხალხმა, ჩინგიზ ჰუსეინოვისაგან განსხვავებით, მშვენივრად იცის, ვინ არიან ისინი, რომლებიც საკუთარ ქვეყანას „ნათელ რევოლუციურ მომავალს“ უმზადებენ. ისინი უცხოურ ფულზე არიან დახარბებულნი, ისინი თოჯინები არიან ცრუ-დემოკრატების ხელში...



http://news.day.az/politics/903423.html

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა