logo2
logo2
არქივი
« ივლისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31
logo2
logo2
"odessa-life"(უკრაინა): ორი „უკანასკნელი მოჰიკანი“; სად არიან დღეს უკრაინის ქართველი რეფორმატორები?
"odessa-life"(უკრაინა): ორი „უკანასკნელი მოჰიკანი“; სად არიან დღეს უკრაინის ქართველი რეფორმატორები?
15:34 05.06.2017
უკრაინულ გამოცემა «Одесская жизнь»-ის მიერ გამოქვეყნებულ სტატიაში გადმოცემულია საქართველოს ექს-პრეზიდენტის, უკრაინის ოდესის ოლქის ექს-გუბერნატორ მიხეილ სააკაშვილისა და მისი ყოფილი გუნდის წევრების ბედ-იღბალი მას შემდეგ, რაც ქართველი პოლიტიკოსი გუბერნატორობიდან გადადგა.

პუბლიკაციაში პასუხი აქვს გაცემული უკრაინის მოქალაქის, გაზეთის მკითხველის სვეტლანა ანდრიუშენკოს შეკითხვას - სად არიან დღეს ის რეფორმატორები, რომლებზე დიდ იმედებს ვამყარებდით, რით არიან დაკავებულებიო.

საინფორმაციო სააგენტო "ნიუსპრესი" გთავაზობთ სერგეი იშჩენკოს ავტორობით გამოქვეყნებული მასალის ქართულენოვან ვერსიას:


როგორც მასალაშია აღნიშნული, მიხეილ სააკაშვილის გუნდის წევრთა უმრავლესობა, თანამდებობიდან წასვლის შემდეგ, საჯარო და ცნობად სახეებად რჩებიან. მათგან ერთადერთი გამონაკლისია უკრაინის ეროვნული პოლიციის ოდესის ოლქის სამმართველოს ყოფილი უფროსი გიორგი ლორთქიფანიძე, რომლის ბედი გაურკვეველია - გაზეთის რედაქციამ მისი საქმიანობის სფერო ვერ დაადგინა, „გიორგი გურამოვიჩის ფეისბუქ-გვერდიც უკვე ნახევარი წელია არ განახლებულა“. სამაგიეროდ, „რეფორმატორთა საამქროს“ სხვა წარმომადგენლები აქტიურობენ და საზოგადოების ყურადღებას იპყრობენ.

დავიწყოთ მიხო სააკაშვილისგან: ოდესის (და საერთოდ, უკრაინის) პოლიტიკის მთავარი „ლეგიონერი“ ხალხს საკუთარ თავს არ ავიწყებს: ზოგს ეგონა, რომ იგი უკრაინიდან სადმე წავიდოდა, მაგრამ შეცდნენ - საქართველოს ექს-პრეზიდენტი უკრაინის პოლიტიკაში აქტიურ საქმიანობას აგრძელებს. მკითხველს შევახსენებთ: მიხეილ ნიკოლოზოვიჩმა ოდესის ოლქის გუბერნატორის პოსტიდან წასვლისას „კარები გაიჯახუნა“ და მისთვის დამახასიათებელი ემოციური მანერით საკუთარ წარუმეტებლობაში კიევის ხელისუფლება დაადანაშაულა - ხელს მიშლიდნენ და რეფორმებს ამუხრუჭებდნენ, მარტო ჩემთან კი არა, მთელ ქვეყანაშიო. გასაგებია, რომ ამ სიტყვების შემდეგ მიხეილ სააკაშვილს მმხოლოდ ერთი გზა დარჩა - ოპოზიციისაკენ. თუმცა მას პარტიის რეგისტრაციაში პრობლემები შეექმნა... ჩვეული პოლიტიკური საქმიანობის პარალელურად მიხეილ ნიკოლოზოვიჩმა თავისი თავი ახალ ამპლუაშიც გამოსცადა: 2017 წლის გაზაფხულიდან მან ტელეწამყვანობაც დაიწყო - ტელეარხ ZIK-ის თოქ-შოუ „სხვა უკრაინაში“.

მარია გაიდარი, ოდესის ოლქის გუბერნატორის ექს-მოადგილე. თანამდებობაზე ყოფნისას მას რადიკალ-ნაციონალისტები აკრიტიკებდნენ, რომ „უკრაინის პატრიოტი არ ხარ, ქვეყნის ინტერესებს არ იცავო“. გადადგომის მიუხედავად, ცნობილი საბჭოთა მწერლის არკადი გაიდარის შვილიშვილი მაინც ოდესაში დარჩა და საქმიანობა განაგრძო - იგი ოდესის საოლქო საბჭოს დეპუტატია, პლუს უკრაინის პრეზიდენტის შტატგარეშე მრჩეველიც.

ალექსანდრე ბოროვიკი, ოდესის ოლქის გუბერნატორის ექს-მოადგილე. იგი ამჟამად მიუნხენში ცხოვრობს და ერთ-ერთი იურიდიული კომპანიის კონსულტანტია. საშა არ ივიწყებს ოდესაში გატარებულ დროს და ხანდახან ფეისბუქში თავის აზრს აქვეყნებს ქალაქის ცხოვრებაში მომხდარი მოვლენების შესახებ. გასული თვის დასაწყისში პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ ალექსანდრე ბოროვიკს უკრაინის მოქალაქეობა ჩამოართვა, რაზედაც მან ასეთი რეაგირება მოახდინა: „რას ვიზამთ, ასე ტოტალიტარული ქვეყნის ხელისუფლება იქცევაო“.

დავით საყვარელიძე, ოდესის ოლქის ექს-პროკურორი. დავით გიორგევიჩი უკრაინაში ცხოვრებას აგრძელებს და პოლიტიკური საქმიანობით არის დაკავებული. იგი ხშირად გამოდის საჯარო განცხადებებით, აკრიტიკებს ქვეყნის ხელისუფლებას, ესწრება ხმაურიანი საქმეების სასამართლო პროცესებს და სტუდენტებს ხვდება. ამჟამად დავით საყვარელიძე მიხეილ სააკაშვილის პარტია „ახალი ძალების მოძრაობის“ ოდესურ ორგანიზაციას ხელმძღვანელობს.

ქართველი რეფორმატორები, რომლებიც უკრაინაში მიხეილ სააკაშვილის კვალდაკვალ ჩამოვიდნენ, ოდესის გარდა კიევშიც მუშაობდნენ. ბევრ მათგანს მთავრობაში მაღალი პოსტები ჰქონდათ დაკავებული, თუმცა თანამდებობეზე რამდენიმემ „ვერ გაქაჩა“. მაგალითად, შინაგან საქმეთა მინისტრის არსენ ავაქოვის პირველმა მოადგილემ ეკა ზღულაძემ, რომელმაც ერთი წელი იმუშავა, შემდეგ კი გადადგა. დღეს ეკა პარიზში ცხოვრობს ვაჟთან ერთად. მან შეინარჩუნა უკრაინის მოქალაქეობა და შინაგან საქმეთა მინისტრის მრჩევლობას საფრანგეთიდან ასრულებს.

რაც შეეხება ეროვნული პოლიციის ყოფილ უფროსს ხატია დეკანოიძეს, მან 2017 წლის აპრილში საქართველოს მოქალაქეობა აღიდგინა. ყოველ შემთხვევაში, ქართულმა ტელევიზიამ ასეთი ინფორმაცია გაავრცელა. ხატია დეკანოიძე შეუერთდა მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერ პარტიას - „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“. იგი ზოგჯერ უკრაინაშიც ჩამოდის ხოლმე და საზოგადოებრივი ორგანიზაციის „რეფორმებისა და დემოკრატიის ცენტრის“ მუშაობაშიც მონაწილეობს.

უკრაინის ჯანდაცვის ექს-მინისტრი ალექსანდრე კვიტაშვილი გადადგომის შემდეგ პოლიტიკურ საქმიანობას ჩამოშორდა. დღეს იგი უკრაინაში ცხოვრობს, მეწარმეობა დაიწყო, დროდადრო ბიზნეს-სკოლების ტრენინგშიც მონაწილეობს.

უკრაინის მთავრობაში მაღალ თანამდებობზე მიხეილ სააკაშვილის თანაგუნდელებიდან ამჟამად მხოლოდ ორი ჩინოვნიკი რჩება: „უკანასკნელი მოჰიკანები“ აღმოჩნდნენ იუსიტიციის მინისტრის მოადგილე გია გეწაძე და გიზო უგლავა, ეროვნული ანტიკორუფციული ბიუროს უფროსის მოადგილე, - აღნიშნულია სტატიაში.

http://odessa-life.od.ua/article/8106-Gde-seychas-gruzinskie-reformatory


FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა