"მიხეილ სააკაშვილი ძალიან საინტერესო პიროვნებაა მაგრამ, სამწუხაროდ, ძალიან ბნელი მხარეებიც
აქვს. იგი ერთდროულად იყო დემოკრატიც და ტირანიც. და ჩემი აზრით, ისევ ასეთად რჩება"-ამის შესახებ ცნობილმა ბრიტანელმა ანალიტიკოსმა დონალდ რეიფილდმა "ekhokavkaza"-სთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.მისივე შეფასებით, ჯერ-ჯერობით მიხეილ სააკაშვილზე ყველაფერი ნათქვამი არ არის.
"გასარკვევია, რა პასუხისმგებლობა ეკისრება მას თავისი პრემიერ-მინისტრის ზურაბ ჟვანიას სიკვდილის გამო (ამბობენ, რაღაც შეთანხმება არსებობს, რომ ამ ფაქტზე მეტად არ ილაპარაკონ და მას პასუხისმგებლობა ააცილონ). გამოძიება შეწყდა, თუმცა აშკარაა, რომ ჟვანიას სიკვდილის ფაქტი ძალიან ბნელი საქმეა. საერთოდ კი, ცხადია, მსოფლიოს არცერთ ქვეყანაში პოლიტიკოსები საქმეს თეთრი ხელთათმანებით არ აკეთებენ, ხშირადაა რაღაც საიდუმლოება, კულისებს მიღმა მოქმედება, რომელთა გახმაურება არ სურთ. ზურაბ ჟვანიას სიკვდილის თაობაზე მე დოკუმენტები არ მაქვს - მესმის მხოლოდ სხვადასხვა ჭორები და აშკარაა, რომ ოფიციალური ვერსია მის გარდაცვალებაზე, უბრალოდ, სიმართლე არაა - ისევე როგორც, ვთქვათ, რაულ ვალენბერგის სიკვდილი"-აცხადებს რეიფილდი.
ინტერვიუს სრული ვერსიის ნახვა შესაძლებელია საინფორმაციო-ანალიტიკურ პორტალ NSP.GE-ს ვებ-გვერდზე: http://www.nsp.ge/view.php?id=18358

















