logo2
logo2
არქივი
« ივლისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31
logo2
logo2
ბიბილოვის "მრჩეველი რელიგიის საკითხებში": ქართული მართლმადიდებლური ეკლესია ქართული ფაშიზმის იდეოლოგია
ბიბილოვის "მრჩეველი რელიგიის საკითხებში": ქართული მართლმადიდებლური ეკლესია ქართული ფაშიზმის იდეოლოგია
15:51 03.06.2017
უკანასკნელ პერიოდში, მედია დე–ფაქტო სამხრეთ ოსეთში სულ უფრო და უფრო მეტ ყურადღებას უთმობს მღვდელმსახურების საკითხს, რასაც ახალგორის ტერიტორიაზე აქვს ადგილი. „სამხრეთ ოსეთის ლენინგორის რაიონის ეკლესიებში მსახურებას ქართული მართლმადიდებელი ეკლესიის წარმომადგენლები აღასრულებენ“ - ასეთი სათაურით ქვეყნდება [ცხინვალის გაზეთ „რესპუბლიკაში“ დაბეჭდილი] წერილი, რომელზეც რედაქცია საკუთარ წარწერას ურთავს იმის შესახებ, რომ ეს ჯერ კიდევ 2015 წელს შექმნილი მასალაა, რომელიც დღემდე აქტუალობას არ კარგავს. სტატიაში აღწერილია, თუ როგორ შეურაცხყოფენ ქართველი მღვდელმსახურები ადგილობრივი დე–ფაქტო ხელისუფლების ჩინოვნიკებსა და ჟურნალისტებს, როგორ არ აძლევენ მათ მონასტრებში შესვლის უფლებას და როგორ უხეშად მოიხსენიებენ მათ „ოკუპანტებად“.

«Radio Voice of America»-ს მიერ გამოქვეყნებულ სტატიაში ასევე მოყვანილია სონია ხუბაევას, დე–ფაქტო სამხრეთ ოსეთის პრეზიდენტის რელიგიის საკითხებში წარმომადგენლის კომენტარი, რომელიც ამბობს:

„ლენინგორის რაიონის ტერიტორიაზე ქართული მართლმადიდებელი ეკლესიის წარმომადგენლების საკითხი, პრეზიდენტთან ერთად, არაერთხელ იქნა განხილული. ჩვენ, რასაკვირველია, მივიჩნევთ, რომ დაუშვებელია დამოუკიდებელი რესპუბლიკის ტერიტორიაზე ღვითისმსახურებას ახორციელებდნენ საქართველოს ეკლესიის წარმომადგენლები, რომლებიც არ დარეგისტრირებულან იუსტიციის სამინისტროში და რომლებიც მონაწილეობას იღებდნენ აგრესიაში სამხრეთ ოსეთის მოქალაქეების წინააღმდეგ. ქართული მართლმადიდებლური ეკლესია, ესაა ქართული ფაშიზმის იდეოლოგი... გარდა ამისა, ლენინგორში მოღვაწე ერთ–ერთი მღვდელმსახური საქართველოში ოფიციალურად დარეგისტრირებულია, როგორც ცხინვალისა და ნიქოზის ეპისკოპოსი. ეს უკანონოა და ჩვენ უნდა ვიქონიოთ პრინციპული პოზიცია ამ საკითხთან დაკავშირებით“.

რესპონდენტს მხედველობაში ჰყავს ცხინვალისა და ნიქოზის მიტროპოლიტი ისაია, რომელიც ორი წლისა და 8 თვის განმავლობაში, მიმდინარე წლის იანვრამდე, უწყვეტად იმყოფებოდა ახალგორის ტერიტორიაზე. მას გადაადგილების უფლება შეუზღუდეს და მხოლოდ ჯანმრთელობის მდგომარეობის უკიდურესად დამძიმების შემდგომ მიეცა საქართველოს კონტროლირებად მხარეზე გადმოსვლისა და უკან დაბრუნების შესაძლებლობა. თავად მეუფე, ვისთან ინტერვიუც „ამერიკის ხმამ“ იანვარში ჩაწერა ყოველთვის ხაზგასმით აღნიშნავს მშვიდობიანი დამოკიდებულების უალტერნატივობის შესახებ. მისთვის პრინციპულად მიუღებელია ნებისმიერი ძალადობა და ყოველთვის მადლიერებას გამოხატავს იმ ადამიანების მიმართაც კი ვინც დე–ფაქტო ადმინისტრაციის ტერიტორიაზე სახელმწიფო სამსახურს ახორციელებს. „ხალხისთვის იყოს უკეთესობა, ჩვენ ჩვენს გამო არაფერს ვჩივივით. ადამიანები ვახერხებთ, აგვერიოს ერთმანეთთან ურთიერთობა. მინდა, ბუნებრივად დალაგდეს ყველაფერი. ქრისტე მოვიდა ყველასთვის. ჩვენ თუ რწმენასთან, სიკეთესთან, სიყვარულთან ვიქნებით ნაზიარები, ბარიერებიც ნაკლები იქნება შემდეგ ურთიერთობაში“,– ეს არა მხოლოდ მიტროპოლიტის სიტყვები, არამედ მისი ცხოვრების წესიცაა, ცალსახად მშვიდობისმოყვარე და ტოლერანტობით გაჟღენთილი.

დე-ფაქტო ადმინისტრაციას კი არ მოსწონს სამი ქართულ ენაზე მოქმედი მონასტერი მის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე. სამხრეთ ოსური სახელისუფლებო მედია წერს, რომ ქართველ მღვდელმსახურებს წარედგინათ წინადადება იმის თაობაზე, რომ ისინი მიერთებოდნენ ალანიის ეპარქიის იურისდიქციას, წინააღმდეგ შემთხვევაში დაეტოვათ ტერიტორია. „ეს სამხრეთ ოსეთისთვის უსაფრთხოების საკითხს წარმოადგენს“, – მიიჩნევენ თვითაღიარებულ რესპუბლიკაში.
„ამერიკის ხმა“ საქართველოს საპატრიარქოს დაუკავშირდა იმის გასარკვევად, თუ რა რესურსი არსებობს მეუფე ისაიას დასაცავად იმ შემთხვევაში, თუ მის მიმართ მტრული განწყობების ხელოვნური გაღვივება შეუქცევად ხასიათს მიიღებს. ჩვენთან საუბრისას საქართველოს საპატრიარქოს საგარეო ურთიერთობათა განყოფილების უფროსის მოადგილე მამა კახაბერ გოგოტიშვილი აცხადებს:
„წინასწარ ჯერ ერთი ძნელია საუბარი იმის თაობაზე, თუ გართულდა სიტუაცია, რას მოვიმოქმედებთ. რუსეთთან ჩვენ ჩვეულებრივი ურთიერთობა გვაქვს და კონსტანტინოპოლის ეკლესიასთანაც. შესაბამისად, რაც საჭირო იქნება, ჩვენ წერილობითაც შეგვიძლია ვაცნობოთ და სატელეფონო ზარითაც, შეიძლება დარეკვა და დალაპარაკება. იქ, ადგილობრივი ეთნიკურად ოსი მღვდლებისგან ყველაზე ნაკლები პრობლემა იქნება. მე ვფიქრობ, ესაა ხალხი, საზოგადოება, სეპარატისტული გამოვლინებებით, რომლებიც მსგავს განცხადებებს აკეთებენ. მღვდლები, ეპისკოპოსები მორჩილებაში არიან და შესაბამისად, რა კურთხევასაც მიიღებენ, ისე მოიქცევიან და თუ არ მოიქცევიან, შესაბამის სასჯელს მიიღებენ. ასე, რომ თუ მსგავს უხეშობას ექნება ადგილი სასულიერო პირების მხრიდან, ეს რუსეთის ეკლესიას ეცნობება და ისინიც მიიღებენ შესაბამის ზომებს. მაგრამ როდესაც ერისკაცები გამოხატავენ აგრესიას, სეპარატისტულად განწყობილი პირები, ძალადობას ჩვენ ვერ მივმართავთ, მაგრამ საპროტესტო გამოსვლა გვექნება აუცილებლად“.
საქართველოს საპატრიარქოს საგარეო ურთიერთობათა სამსახურის წარმომადგენელს იმის შესახებაც ვკითხეთ, თუ ჰქონდა საპატრიარქოს კომუნიკაცია რუსეთის ეკლესიასთან მიტროპილიტ ისაიას საქმის თაობაზე. მას წლების განმავლობაში გადაადგილების უფლება შეზღუდული ჰქონდა. იმყოფებოდა რა ოკუპირებულ ტერიტორიაზე, უარს ამბობდა ეგრეთ წოდებული საზღვარი გადმოეკვეთა, რადგან შემდგომ უკან დაბრუნებისა და ლარგვისის, იკოთისა და წირქოლის (სადაც მე–9 საუკუნის ეკლესიაა) მონასტრებში მღვდელმსახურების განხორციელების შესაძლებლობას მას უკვე აღარ მისცემდნენ. უბრალოდ ახალგორის მიმართულებით გამშვებ პუნქტზე არ გაატარებდნენ.
„მისმა უწმინდესობამ არაერთგზის სთხოვა უწმინდეს კირილს. მათ შორის ახლაც, ბოლოს, როდესაც იმყოფებოდა მოსკოვში, ესაუბრა, რომ მეუფე ისაია იმყოფებოდა ახალგორში და რაღაც საბუთის გამო ტერიტორიის დატოვება არ შეეძლო. მე ყოველ შემთხვევაში, ისეთი ინფორმაცია მაქვს, რომ ძალიან დაეხმარა რუსული ეკლესია ამ საბუთის მიღებაში“,– ამბობს ჩვენთან საუბრისას მამა კახაბერ გოგოტიშვილი.
რუსეთის ფედერაცია, რომელიც დე–ფაქტო სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე ეფექტიან კონტროლს ახორციელებს, ოფიციალურად აღიარებს აქ ქართული მართლმადიდებელი ეკლესიის იურისდიქციას, ისევე როგორც რუსეთის საპატრიარქო. თუმცა ეს აღიარება და ცნობა პირობითია, რადგან პრაქტიკულ დონეზე, რუსეთის საპატრიარქო არ ცდილობს ერთმორწმუნე ქართველი კოლეგების დაცვას დევნისა და ძალადობისგან. აფხაზეთის ტერიტორიაზე ქართული ეკლესიების დაზიანებისა და გადაკეთების პროცესი შეუქცევად ხასიათს ატარებს. ცხინვალის მიმართულებით კი ადგილობრივი საზოგადოების განწყობის მანიპულირებას გაყალბებული ისტორიებითა და კლიშეებით ცდილობენ იმისთვის, რომ მშვიდობიან მღვდელმსახურებს ადგილზე დარჩენის შესაძლებლობა მოესპოთ. ეს კიდევ ერთი მაგალითია იმის საილუსტრაციოდ, რომ რელიგია რუსული პოლიტიკისთვის ჩვეულებრივ იარაღს წარმოადგენს, რომელიც ოკუპაციის ინსტრუმენტადაა გამოყენებული.


FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა