logo2
logo2
არქივი
« ივლისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31
logo2
logo2
"obozrevatel" (უკრაინა): 30 მაისი საქართველოს თანამედროვე ისტორიაში შევა როგორც ერთ-ერთი სამარცხვინო დღე
"obozrevatel" (უკრაინა): 30 მაისი საქართველოს თანამედროვე ისტორიაში შევა როგორც ერთ-ერთი სამარცხვინო დღე
15:13 02.06.2017
"2017 წლის 30 მაისი საქართველოს თანამედროვე ისტორიაში შევა როგორც ერთ-ერთი სამარცხვინო დღე, როცა თბილისის ცენტრში, საკუთარ სახლთან ახლოს უცნობმა პირებმა აზერბაიჯანელი ოპოზიციონერი ჟურნალისტი გაიტაცეს, ჩუმად გადაიყვანეს საზღვარზე და ბაქოს ციხეში მოათავსეს. აფგან მუხთარლი დისიდენტი ჟურნალისტია, რომელიც პრეზიდენტ ილჰამ ალიევისა და მისი ოჯახის კორუმპირებულობას ამხელს" - ასე იწყება უკრაინულ გამოცემა «Обозреватель»-ის მიერ პოლიტოლოგ რამიზ იუნუსის ავტორობით გამოქვეყნებული სტატია.
საინფორმაციო სააგენტო "ნიუსპრესი" გთავაზობთ სტატიის ქართულენოვან ვერსიას მცირეოდენი შემოკლებით:

როგორ შეიძლებოდა ასეთი ფაქტი მომხდარიყო იმ საქართველოში, რომელმაც ბოლო წლებში დიდ წარმატებებს მიაღწია ქვეყნის პოლიტიკური სისტემის რეფორმირებაში? განა ასეთი რამ მოხდებოდა ევროკავშირის რომელიმე სახელმწიფოში, საითაც საქართველო აფრააშლილი და მთელი სიჩქარით მიდის?....
მე საქართველო და ქართველი ხალხი მიყვარს და პატივს ვცემ. ამას ადასტურებს ჩვენი ძმური და მეგობრული ურთიერთობის მრავალწლიანი ისტორია. ჩვენი ხალხები ერთმანეთს სტუმართმოყვარეობაში ეჯიბრებიან. ხშირად დავდივარ საქართველოში, სადაც ბევრი მეგობარი მყავს. მაგრამ იმას, რაც 30 მაისს მოხდა, მე შეხედულებების დამსხვრევას ვუწოდებდი ყველა თავისუფლებისმოყვარე ქართველის წინაშე. ქართველები ხომ ოდითგანვე დიდი პატივისცემით ეპყრობოდნენ მეზობელ აზერბაიჯანელებს...
მე დიდი იმედი მაქვს, რომ ქართული საზოგადოება საკადრის პასუხს გასცემს ჩადენილ დანაშაულს და საკუთარ მთავრობას პასუხს მოსთხოვს კითხვებზე - როგორ მოახერხეს მეზობლის [აზერბაიჯანის] სპეცსამსახურებმა თბილისიდან ადამიანის გატაცება და ისე ჩაიყვანეს აზერბაიჯანში, რომ გვერდი აუარეს ყველა სახელმწიფო სტრუქტურას, განსაკუთრებით კი საბაჟოს და სასაზღვრო დაცვას? ამ კითხვებზე პასუხის გაცემაზე დღეს ბევრი რამ არის დამოკიდებული, პირველ რიგში თვით საქართველოსა და ქართველი ხალხისათვის. დანაშაული ჩადენილია სტუმრის მიმართ, რომელსაც საქართველოში დახმარებისა და თავშესაფრის მიღების იმედი ჰქონდა... მომხდარი ფაქტით ეჭვქვეშ დგება სახელმწიფოებრიობა იმ ქვეყნისა, რომელიც ცივილიზებული სამყაროსაკენ მიისწრაფვის. გახსოვდეთ: „სტუმარი ღვთისაა“.
----------
რამიზ იუნუსი - აზერბაიჯანის მთავრობის აპარატის ყოფილი უფროსი, პარლამენტის ყოფილი საქმეთა მმართველი, აშშ-ის ანალიტიკური ცენტრების ექსპერტი.

https://www.obozrevatel.com/abroad/53968-gruzinskij-razlom.htm

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა