აზერბაიჯანული გამოცემის Azeri.Today-ის მოსკოვის ბიუროს კორესპონდენტმა რუსლან ისმაილოვმა ინტერვიუ ჩამოართვა რუსეთის საგარეო
საქმეთა მინისტრის ყოფილ მოადგილეს გიორგი კუნაძეს, რომელმაც, სხვა საკითხებთან ერთად, სამხრეთ ოსეთში რუსეთის ელჩის დანიშვნაზეც ისაუბრა.
საინფორმაციო სააგენტო "ნიუსპრესი" გთავაზობთ ამონარიდს ინტერვიუდან:
- რუსეთის ხელისუფლება, რომელიც საქართველოსთან „კეთილმეზობლობისა“ და მასთან დიპლომატიური ურთიერთობის აღდგენის იდეით გამოდის, მიუხედავად ამისა, მოსკოვმა სამხრეთ ოსეთში „ელჩად“ მარატ კულახმეტოვი დანიშნა. დასცინის თუ არა რუსეთი საქართველოს „ელჩის“ დანიშვნით თუ ამ ფაქტში რაღაც სხვა აზრია ჩადებული?
- რუსეთის მთავრობას, ალბათ, იმედი აქვს, რომ საქართველოსთან „კეთილმეზობლური“ ურთიერთობა თბილისის მიერ არსებული სტატუს-კვოს აღიარებით აღდგება, მაგრამ თანახმაა თუ არა ამაზე თბილისი? არ ვიცი. რაც შეეხება მარატ კულახმეტოვს, რომელიც 2004-2008 წლებში ე.წ. სამშვიდობო ძალებს მეთაურობდა ქართულ-ოსური კონფლიქტის ზონაში, მე მის „ელჩად“ დანიშვნას საქართველოსადმი დაცინვად არ მივიჩნევ. მოდით, მოვლენებს თავისი სახელები ვუწოდოთ: მარატ კულახმეტოვი დაინიშნა მარიონეტული „სახელმწიფოს“ სამხედრო გუბერნატორად.
https://azeri.today/articles/5441/

















