logo2
logo2
არქივი
« ივლისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31
logo2
logo2
«The New York Times» (აშშ): შესაძლოა საქართველო იმსახურებს კიდეც ნატოში გაწევრიანებას, მაგრამ...
«The New York Times» (აშშ): შესაძლოა საქართველო იმსახურებს კიდეც ნატოში გაწევრიანებას, მაგრამ...
10:37 31.05.2017
„იმ მრავალრიცხოვან დაპირებებს შორის, რომლებიც დონალდ ტრამპმა თავისი საარჩევნო კაპმანიის დროს გააჟღერა, არის ერთი, რომელიც აუცილებლად უნდა შესრულდეს - რუსეთთან ურთიერთობის გაუმჯობესება“, - წერს გაზეთ The New York Times-ში გამოქვეყნებულ სტატიაში ჩარლზ კუპჩანი, ჯორჯთაუნის უნივერსიტეტის პროფესორი, საერთაშორისო ურთიერთობების საბჭოს უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი, რომელიც აშშ-ის ეროვნული უშიშროების საბჭოში 2014 წლიდან 2017 წლამდე მუშაობდა.

„ვაშინგტონსა და მოსკოვს შორის არსებული უთანხმოება, რომელიც ბოლო ხანებში აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში რუსეთის ჩარევით და სირიის საკითხში აზრთა სხვადასხვაობით ღვივდება, საფრთხის ქვეშ აყენებს ამერიკის ინტერესებს ევროპაში, ახლო აღმოსავლეთში და სხვა რეგიონებში“, - აღნიშნავს ჩარლზ კუპჩანი.

დონალდ ტრამპმა ან ორიოდე დღის წინათ ბრიუსელში გამართულ სამიტზე ისარგებლა მომენტით და თავის გამოსვლაში ნატოს წევრები გააკრიტიკა - ალიანსის ხარჯები და დატვირთვები თანასწორად გადაინაწილეთო. არადა, იგი უფრო შორს უნდა წასულიყო კრიტიკის თვალსაზრისით და სერიოზულად დაეყენებინა [ევროპელი პარტნიორების წინაშე] კრემლთან კავშირების აღდგენის საკითხი, ასევე მოეწოდებინა მათთვის, რომ შეწყდეს ნატოს გაფართოებაო. მოსკოვი საფრთხეს ხედავს ნატოს გაფართოებაში და შეშფოთებულია ალიანსის შეჭრით რუსეთის ტრადიციული გავლენის სფეროში, რაც ხელს უწყობს კონფრონტაციულ ნაბიჯებს კრემლის საგარეო პოლიტიკაში და დასავლეთთან მტრობის განახლებას, - აღნიშნავს ავტორი, - „მართლაცდა, რუსეთმა ისარგებლა სიტუაციით და 2008 წელს საქართველოს ნაწილები მიიტაცა, 2014 წელს კი უკრაინის ნაწილი, რითაც ამ ორივე ქვეყნის ნატოსთან ინტეგრირება მნიშვნელოვნად დაამუხრუჭა.

ის, რომ ნატომ ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკებს კარი გაუღო, სავსებით გასაგებია. ისინი მრავალი წლის განმავლობაში მოსკოვის ზეწოლას განიცდიდნენ. შესაბამისად, დასავლეთს მორალური და სტრატეგიული ვალდებულება ჰქონდა ისინი დემოკრატიული სახელმწიფოების ჩრდილოატლანტიკური თანამეგობრობის რიგებში მიეღო. ეს ბუნებრივია, მაგრამ რუსეთის რეაქციაც გასაგებია: განა ამერიკის შეერთებული შტატები გულხელდაკრეფილი იჯდებოდა, რუსეთს რომ კანადასთან ან მექსიკასთან სამხედრო კავშირი გაეფორმებინა და თავისი ჯარი შეეყვანა ამ ქვეყნებში? ნატოსათვის აღმოსავლეთით შემდგომი გაფართოება, ანუ თავის რიგებში საქართველოსა და უკრაინის მიწვევა, როგორც მათ ბუქარესტის 2008 წლის სამიტზე აღუთქვა, [მისივე] სტრატეგიული განადგურების რეცეპტია.

ჩრდილოატლანტიკურ ალიანსს, თავისი საზღვრების ხელოვნურად მონიშვნის ნაცვლად, შეიძლებოდა ორიენტირი ბუნებრივ საზღვრებზე აეღო. ასეთ საზღვრად ბალკანეთი ითვლება. თუმცა, სანამ ახალი წევრებისათვის კარს დახურავდეს, ნატომ უნდა დაასრულოს ინტეგრაციის პროცესი ყოფილი იუგოსლავიის ქვეყნებთან, მათი მდგომარეობის ნატოს სტანდარტებთან შესაბამისობაში მოყვანის მიზნით. ხორვატეთი და სლოვენეთი უკვე ნატოს სრულუფლებიანი წევრები არიან, მაგრამ ჩერნოგორიასთან მიმართებით ჯერ კიდევ სამუშაოებია ჩასატარებელი. მოსალოდნელია, რომ ნატოს წევრობას მოისურვებენ ბოსნია, მაკედონია, კოსოვო... აი, აქ უნდა იყოს ნატოს გაფართოების შეჩერების ლოგიკური ადგილი. ბალკანეთი რუსეთის საზღვრებიდან დაახლოებით 1000 კილომეტრზე მდებარეობს, შესაბამისად, ამით მინიმიზებული იქნება ის „ტკივილი“, რაც მოსკოვს ჩამოთვლილი ქვეყნების ნატოში მიღება მოუტანს“, - წერს ავტორი და იქვე ხაზს უსვამს: ჩრდილოატლანტიკური ალიანსის კარი მუდმივად ღია უნდა იყოს ევროპის დემოკრატიული სახელმწიფოებისათვის, რომლებსაც ჯერ-ჯერობით ნეიტრალური ქვეყნების სტატუსი აქვთ, მაგალითად, ავსტრია, ფინეთი, შვეიცარია, შვედეთი. ეს ქვეყნები თითქმის სრულად არიან ინტეგრირებულნი ნატოს წევრებთან, იზიარებენ ნატოს იდეებს, მოკავშირეების როლს ასრულებენ, სტრატეგიული მდებარეობა გააჩნიათ და ალიანსს დიდ სამხედრო პოტენციალს შემატებენ. მოკლედ, თუ იქაური ამომრჩეველი გადაწყვეტს, ისინი ნატოში უნდა იქნენ მიღებულნი.

ნატო არ უნდა იყოს ტერიტორიული მთლიანობის გარანტი იმ ქვეყნებისათვის, რომლებიც რუსეთთან ახლოს, ღრმა პერიფერიაში იმყოფებიან და ამიტომ მათი დაცვა რთულია. გასაგებია, რომ დემოკრატიულ საქართველოს და უკრაინას სურთ დასავლეთის სტრუქტურებში ინტეგრირება. შესაძლოა ისინი იმსახურებენ კიდეც ნატოში გაწევრიანებას, მაგრამ... ნატომ საკუთარ თავს არარეალური ვალდებულების აღების ნება არ უნდა მისცეს - ისეთისა, რომლის შეუსრულებლობა მისსავე ავტორიტეტს დააზარალებდა და ეჭვს შეიტანდა.

რასაკვირველია, ნატოს ღია კარის საჯარო დახურვა საქართველოსა და უკრაინისათვის, სავარაუდოდ, იმას ნიშნავს, რომ ისინი რუსეთის სტრატეგიულ „რუხ“ ზონაში დარჩებიან. მაგრამ ისიც გასათვალისწინებელია, რომ მათი ნატოში გაწევრიანების იმედები ხელს უწყობს და აქეზებს რუსეთის ჩარევას მათივე დასავლური კურსის წინააღმდეგ. მათ ეს ყველაფერი უნდა ავუხსნათ. შეიძლება მოიძებნოს ისეთი ალტერნატივა, რაც ხელს შეუწყობს რუსეთის უკანდახევას. იმავდროულად, რა თქმა უნდა, დასავლეთი გააგრძელებს ამ ქვეყნების დახმარებას პოლიტიკური, ეკონომიკური და სამხედრო რეფორმების გატარებაში.

მოსკოვმაც, ცხადია, საპასუხო ნაბიჯები უნდა გადადგას, მაგალითად, მზადყოფნა გამოავლინოს უკრაინის აღმოსავლეთში მიმდინარე კონფლიქტის შესაწყვეტად. „რუსი ლიდერები ბორის ელცინი და ვლადიმირ პუტინი სისტემატურად აბრალებდნენ ნატოს, რომ რუსეთ-დასავლეთის ურთიერთობა თითქოსდა მხოლოდ ალიანსის მიზეზით გაუარესდა. მოდით, გამოვცადოთ მოსკოვი“, - წერს ავტორი პუბლიკაციის დასასრულს.



https://www.nytimes.com/2017/05/25/opinion/nato-russia-donald-trump.html?_r=1


FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა