logo2
logo2
არქივი
« ივლისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31
logo2
logo2
"ng.ru" (რუსეთი):ნატოს საპარლამენტო ასამბლეა უკომპრომისოდ უჭერს მხარს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის საკითხში
"ng.ru" (რუსეთი):ნატოს საპარლამენტო ასამბლეა უკომპრომისოდ უჭერს მხარს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის საკითხში
12:10 30.05.2017
„ნატოში საქართველოს მიღების საკითხი გადაწყვეტილია, მაგრამ როდის მიგიღებთ, ამის თარიღს ვერ გეტყვითო“, - ჩრდილოატლანტიკური ალიანსის გენმდივნის მოადგილის როუზ გეტემიულერის ამ განცხადებამ თბილისი იმედგაცრუებული დატოვა. თუმცა, საქართველო რომ სულ მთლად ნაწყენი არ დარჩენილიყო, ნატოს საპარლამენტო ასამბლეამ თავისი მუშაობის მეოთხე დღეს მასპინძელი ქვეყნის მხარდამჭერი დეკლარაცია მიიღო“, - წერს „ნეზავისიმაია გაზეტა“ (ავტორი - იური როქსი, პოლიტიკური მიმომხილველი).
„ნატოს საპარლამენტო ასამბლეის სესიაზე გამომსვლელებს ვინც უსმენდა, ისეთი შთაბეჭდილება რჩებოდა, რომ თბილისში გაჟღერებული ყველა განცხადება თითქოსდა ერთი სქემით იყო მომზადებული: ორატორები იწყებდნენ ლაპარაკს ძირითად თემაზე, შემდეგ კი ნელ-ნელა საქართველოსადმი დითირამბებზე გადადიოდნენ და თანამედროვე მსოფლიოში რუსეთის ნეგატიურ როლზე მსჯელობდნენ. ამ მხრივ განსაკუთრებით გამოირჩეოდა უკრაინის ვერხოვნა რადის სპიკერი ამდრეი პარუბი: მან მოსკოვი ყირიმისა და დონბასის მოვლენების გამო გააკრიტიკა, შემდეგ კი ესეთ მტკიცედ და დარწმუნებით განაცხადა, რომ რუსეთმა ყირიმში ბირთვული იარაღი განათავსაო, სესიის მონაწილეები ჯერ სერიოზულად შეშფოთდნენ, თუმცა შემდეგ დაწყნარდნენ - როგორც გაირკვა, მოსკოვს ატომური ბომბები თურმე არ განულაგებია, მაგრამ ალბათ, მაინც განალაგებსო“, - ერთგვარი ირონიით აღნიშნავს ავტორი.
პუბლიკაციაში საკმაოდ ვრცლადაა გადმოცემული ნატოს საპარლამენტო ასამბლეის სესიის მუშაობა, რომელიც თბილისში 26 მაისს - საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს დაიწყო: „ეს უბრალო დამთხვევა არ არის: მასპინძელი მხარე შეუსვენებლივ უსვამდა ხაზს, რომ ამგვარი მოვლენა ნატოს ისტორიაში ძალიან იშვიათად თუ მომხდარა - ადრე მხოლოდ ოთხჯერ იყო ჩატარებული მსგავსი ფორუმი ნატოს არაწევრ ქვეყანაში და რაც მთავარია, ოთხივე ქვეყანა უკვე ნატოს წევრები არიანო “.
ქართველი ლიდერების გამოსვლები ოპტიმისტური განწყობითა და მიზანმიმართული ხასიათით გამოირჩეოდა: თბილისი ყველაფერს აკეთებდა, აკეთებს და კვლავაც გააკეთებს, რაც კი მასზეა დამოკიდებული, ანუ გააგრძელებს მონაწილეობას ნატოს სამშვიდობო ოპერაციებში, გააღრმავებს რეფორმებს არმიასა და სამოქალაქო სტრუქტურებში, იქნება ერთგული პარტნიორი... და რადგანაც საქართველო თავისი პროდასავლურობის გამო ზარალდება, თბილისს იმედი აქვს, რომ ჩრდილოატლანტიკური ალიანსი რეალურ შემხვედრ ნაბიჯებს გადმოდგამს...
სამი დღის განმავლობაში მასაპინძლებმა 600 სტუმრის - ნატოს წევრი და არაწევრი ქვეყნების პარლამენტარების ბაგეთაგან ბევრზე-ბევრი კომპლიმენტი მოისმინეს. რა თქმა უნდა, ქართული მხარე ისეთი გულუბრყვილოც არ არის, რომ მისთვის სიურპრიზი იყო შემონახული - უცებ გამოაცხადებენ, რომ საქართველოს ნატოში ვიღებთო... თუმცა რა მიღებაზეა ლაპარაკი, როცა ბრიუსელმა „მაპ“-ის (გაწევრიანების სამოქმედო გეგმის) მიცემაშიც კი განუსაზღვრელი ვადით პაუზა აიღო და მხოლოდ დაპირებებით შემოიფარგლება? საბოლოო ჯამში, ის ყველაფერი, რაც საქართველომ მიიღო, 19-პუნქტიან რეზოლუციაში დაფიქსირდა: დოკუმენტში გამოხატულია თბილისის პროდასავლური კურსის მხარდაჭერა, მასში არის რეკომენდაციები როგორც საქართველოს და ნატოს ხელმძღვანელობისადმი, ისე... რუსეთის მიმართაც“, - ნათქვამია სტატიაში.
„ოფიციალურ თბილისს რეკომენდაცია მიეცა არ შეანელოს ნატოში ინტეგრაციის ტემპი, მას უნდა ახსოვდეს, რომ „საქართველოსთვის ალიანსის კარი ყოველთვის ღიაა“; უნდა იქნეს გაგრძელებული რეფორმები, უნდა შესუსტდეს დაპირისაპირება მმართველ პარტიასა და ოპოზიციას შორის; ცხადია, ხელისუფლებამ უნდა უზრუნველყოს მასმედიის თავისუფლება. თავის მხრივ, დეკლარაციის მიხედვით, ნატოს ხელმძღვანელობას და ალიანსის წევრ ქვეყნებს ასევე რეკომენდაცია მიეცათ პოლიტიკური და პრაქტიკული დახმარება გაუწიონ საქართველოს ამ რთული ამოცანების შესასრულებლად, მათ შორის, „მაპ“-ის მიღებისათვისაც.
და ბოლოს, დამამთავრებელი აკორდი: რეკომენდაციები რუსეთს - მოსკოვო, უკან წაიღე აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის აღიარება, გაიყვანე მათი ტერიტორიებიდან შენი ჯარები და მეტად ნუ დაარღვევ იმ შეთანხმებას, რომელსაც ხელი 2008 წლის აგვისტოში მოაწერეო“, - წერს ავტორი და იქვე მკითხველს აცნობს სესიაზე ზოგიერთი გამომსვლელის, მათ შორის ასამბლეის პრეზიდენტის პაოლო ალისა და ვიცე-პრეზიდენტის, ლიტვის დელეგაციის მეთაურის რასა იუკნიავიჩენესა განცხადებებს. ნატოს გენმდივნის მოადგილემ როუზ გეტემიულერმა კი საქართველოს ალიანსის წევრობის კანდიდატებიდან ყველაზე გამორჩეული პარტნიორი“ უწოდა. მან თბილისი შეაქო - „პოზიტიური სტიმული გაქვს და სწორი ტრაექტორიით მიდიხარო“, მაგრამ იქვე დაამატა: „რა ვქნა, ნატოში მიღების თარიღის პროგნოზირება არ შემიძლიაო“.
კაცმა რომ თქვას, ეს ყველაფერი თბილისს ადრეც ბევრჯერ მოუსმენია. კომპლიმენტები, დაპირებები ნატოში აუცილებლად მიღებაზე საქართველოსთვის დიდი ხანია ცნობილია. ამ ფორუმზე ქართველები ნატოსაგან მათკენ გადადგმულ უფრო კონკრეტულ ნაბიჯს ელოდნენ ალიანსში მიღების საკითხში, მაგრამ ხელში ისევ დეკლარაცია შერჩათ.“.
პუბლიკაციაში აღნიშნულია, რომ ევროპელი სტუმრები სოფელ ოძისს ეწვიენ, რომელიც სამხრეთ ოსეთის "საზღვართან" მდებარეობს. ოძისიდან ნატოელმა პარლამენტარებმა რუსეთის ბაზა დაინახეს, რაც ძალიან ეწყინათ. „ნატოს საპარლამენტო ასამბლეა უკომპრომისოდ უჭერს მხარს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის საკითხში, რუსეთი კი თავის ოფიციალურ საზღვრებს უნდა დაუბრუნდესო“, - ეს პაოლო ალის სიტყვებია, ავტორის მიერ ციტირებული.

http://www.ng.ru/cis/2017-05-30/6_6998_georgia.html
------------
ნატოს საპარლამენტო ასამბლეის საგაზაფხულო სესიის თბილისში ჩატარების შესახებ სტატია გამოქვეყნებულია აგრეთვე რუსულ პოპულარულ გაზეთ «КоммерсантЪ»-შიც სათაურით „საქართველოს ევროატლანტიკურ კურსს მხარი დეკლარაციით დაუჭირეს“. პუბლიკაციაში მოკლედაა გადმოცემული სესიაზე მიღებული დოკუმენტის მთავარი მომენტები, იქვე მკითხველი ეცნობა ევროპელ პარლამენტარების გამონათქვამებს რუსეთთან ურთიერთობის შესახებ... „მოსკოვის მიერ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის უკან გაწვევისა“ მოთხოვნასთან ერთად ისმოდა ხმები რუსეთთან ურთიერთობის გაუმჯობესების თაობაზეც: „ბუნებრივია, ნატოს არ სურს რუსეთთან კონფლიქტის პროვოცირება. ჩვენ ვცდილობთ, რომ ეს ქვეყანა მშვიდობისაკენ შემოვაბრუნოთ“, - ციტირებს ავტორი როუზ გეტემიულერის სიტყვებს.
სტატიაში ასახულია აგრეთვე ქართველი ექსპერტის ვახტანგ მაისაიას კომენტარიც: „ნატოს საპარლამენტო ასამბლეის სესიები ჩვეულებრივ ალიანსის წევრ ქვეყნებში ტარდება ხოლმე. ბოლო 25 წლის განმავლობაში ამ წესს დღემდე მხოლოდ ოთხჯერ გადაუხვიეს. წინა ოთხი ქვეყანა, სადაც სესია ჩატარდა, უკვე ნატოს წევრები არიან“, - ამბობს ვახტანგ მაისაია (წყარო: https://www.kommersant.ru/doc/3312007).

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა